პლანეტა.გე Posted January 25, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 25, 2022 შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო ორგანიზაციები აქცის მართავენ. ისინი პოლიციელის მიერ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდზე ძალადობას აპროტესტებენ.მათი განცხადებით, პოლიციის მიერ მოქალაქეებზე ძალადობას სისტემური სახე აქვს და ეს არ არის მხოლოდ ერთეული შემთხვევები. აქციის მონაწილეებს მოლოდინი აქვთ, რომ მოძალადე პოლიციელები სათანადოდ არ დაისჯებიან, როგორც ეს სხვა გახმაურებული საქმეების დროს მოხდა.ცნობისთვის, გუშინ პოლიციელმა ისნის მეტროსადგურში არასრულწლოვან შშმ პირზე ფიზიკურად იძალადა. დღეს ამ საქმეზე 2 პოლიციელი დააკავეს – ერთი დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებებით, მეორე კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.არასრულწლოვნის მეგობრის ცნობით, პოლიციელის აგრესია მოზარდის მიერ ესკალატორის მოაჯირზე ჩამოჯდომამ გამოიწვია. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts