პლანეტა.გე Posted January 24, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2022 პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს მთავრობის სხდომაზე დაამტკიცებენ ეროვნულ კონტრტერორისტულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას.მისი განმარტებით, ამ გეგმის მიზანი საზოგადოების ტერორიზმისგან დაცვაა.“დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს გამოაქვს საკითხი, რომელიც ეხება ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცებას. ამ დოკუმენტის მიზანია სახელმწიფოსა და საზოგადოების დაცვა ტერორიზმისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის მხრიდან მომდინარე საფრთხეებისგან.სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ჩართული იყო ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის წევრი ყველა უწყება და დღეს ამ დოკუმენტს მთავრობაზე დავამტკიცებთ”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts