პლანეტა.გე Posted January 24, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2022 საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირი, აშშ-სგან განსხვავებით, არ აპირებს დიპლომატებისა და მათი ოჯახების უკრაინის გაყვანას.“ჩვენ არ ვაპირებთ იმავეს გაკეთებას, ამის კონკრეტული მიზეზები არ გვაქვს. არ გვინდა სიტუაციის დრამატიზება. მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს. არ ვიცით, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება აშშ-მ, თუმცა, ვფიქრობ, ენტონი ბლინკენი დამატებით ინფორმაციას მოგვაწოდებს”,- თქვა ჯოზეფ ბორელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.ცნობისთვის, დღეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში აშშ-ს საელჩოს თანამშრომლებს უკრაინის ნებაყოფლობით დატოვების უფლება მისცა, ხოლო თანამშრომლების ოჯახის წევრებს უბრძანა, დატოვონ ქვეყანა.საელჩოს ცნობით, გადაწყვეტილებების მიზეზი რუსეთის სამხედრო აგრესიის განგრძობადი საფრთხეა. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts