PLANETA_INFO Posted January 24, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2022 საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები დაფიქსირდა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7 947 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 31 პაციენტი. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 082 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 608 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 474 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 7 947 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 059 392-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 22.65%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 13.08%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 16.61%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 550 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 967 585-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 732 პირი ემსხვერპლა. AMBEBI.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts