პლანეტა.გე Posted January 22, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2022 პუტინს “ბოროტების იმპერიის” აღდგენა სურს – ამის შესახებ რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერი CNN-თან. სენატორი აცხადებს, რომ შესაძლოა რუსეთმა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის დიპლომატიური მოლაპარაკებები, დროის გაყვანით მიზნით გამოიყენოს.“აუცილებელია, ამას შევხედოთ რუსეთის წარსული ქმედებების კონტექსტში: 2014 წელს რუსეთმა დაიპყრო ყირიმი, შემდეგ შეიჭრა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, მანამდე, 2008 წელს შეიჭრა საქართველოს ორ რეგიონში. რუსეთს განაგებს ადამიანი, რომელსაც სურს დაბრუნდეს “ბოროტების იმპერიაში”, რაზედაც რონალდ რეიგანი საუბრობდა”, – თქვა სენატორმა.სენატორი შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მან შეცდომა დაუშვა როდესაც, უკრაინაში აშშ-ის ჯარების ცალმხრივი შეყვანა გამორიცხა.“შეერთებული შტატები, ცხადია, მუდამ უნდა ისწრაფვოდეს დიპლომატიისკენ, მაგრამ ამავე დროს, სწორედ ახლაა იმის დრო, გამოავლინოს მზადყოფნა უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების თაობაზე, რაც კიევს საშუალებას მისცემს, დაიცვას საკუთარი თავი”, – თქვა სენატორმა. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts