პლანეტა.გე Posted January 20, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2022 ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე „ომიკრონის“ სიმპტომებს ასახელებს და აღნიშნავს, რომ ამ შტამის შემთხვევაში იშვიათია გემოსა და ყნოსვის შეგრძნების დაკარგვა.„ომიკრონი“ უფრო ხშირად იწყება ისეთი სიმპტომებით, როგორებიცაა სურდო, ყელში ჩაკაწვრის გრძნობა და ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, სისუსტე. ეს არის პირველი ძირითადი სიმპტომები, როდესაც „დელტა“ და სხვა შტამების დროს განსხვავებული სიმპტომები იყო. თუმცა შემდგომში „ომიკრონის“ დროსაც შესაძლოა განვითარდეს ისეთი სიმპტომები, რაც „დელტას“ დროს ვითარდებოდა. მაგრამ იშვიათია გემოსა და ყნოსვის დაკარგვა, ასევე ნაკლები ინტენსივობისაა ხველა და შედარებით იშვიათია მაღალი ცხელება, თუმცა ეს სიმპტომები მაინც იმდენად არ განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ ექიმმა ან ავადმყოფმა მკაფიოდ გაარჩიოს, “ომიკრონი” აქვს თუ “დელტა”,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts