პლანეტა.გე Posted January 20, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2022 “თუ პირის PCR უარყოფითია, მაინც გვყავდეს იგივე მეთვალყურეობის ქვეშ, როგორც კოვიდიანი”-ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ინტერპრესნიუსთან.„სწრაფი ტესტები ზოგ შემთხვევაში, ძირითადად დაავადების პირველ დღეს, შემთხვევათა მცირე ნაწილში „ომიკრონს“ ვერ იჭერს. ამიტომ უპირატესობა ენიჭება „პისიარ“ ტესტს. ყველა პაციენტმა, ვისაც სიმპტომი აქვს, თუნდაც რეალურად კოვიდი არ ჰქონდეს და ჰქონდეს რომელიმე გაციებითი რესპირატორული დაავადება, აუცილებლად უნდა გაიკეთოს სწრაფი ტესტი, ხოლო თუ საეჭვოა და სიმპტომები აქვს, ასეთ პაციენტს აუცილებლად ამისამართებენ “პისიარ” ტესტზე. სწრაფი ტესტი კი დაავადების მეორე-მესამე დღეს როგორც წესი, აფიქსირებს. ექიმებს მივმართავ, რომ თუ პაციენტს აქვს კოვიდისთვის დამახასიათებელი სიმპტომები და ტესტი, მათ შორის “პისიარიც” არის უარყოფითი, ასეთ პაციენტს უნდა მოვექცეთ როგორც კოვიდიანს და გვყავდეს იგივე მეთვალყურეობის ქვეშ როგორც კოვიდიანი, რამეთუ ეს იქნება გარანტია იმისა, რომ ის არ დამძიმდება და ლეტალური შედეგით არ დასრულდება. ხოლო თუ მცირე შემთხვევაში მოხდება შეცდომა, ანუ პაციენტს არ ექნება კოვიდი, მაგრამ უმკურნალებენ როგორც კოვიდიანს, ამით არაფერი დაშავდება“,- განაცხადა ცერცვაძემ. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts