პლანეტა.გე Posted January 20, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2022 “თუ რუსეთი განახორციელებს აგრესიულ ქმედებას უკრაინის წინააღმდეგ, ამას მოჰყვება სწრაფი და მკაცრი პასუხი “- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანალენა ბაერბოკთან ბერლინში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.„მხარს ვუჭერთ დიპლომატიურ გზას დაძაბულობის განსამუხტად, რომელიც შექმნილია უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარის მობილიზებით, რუსეთის შემდგომი შეჭრის შეკავებასა და აღკვეთას. მიუხედავად იმისა, რომ მხარს ვუჭერთ დიპლომატიურ გზას, დავაწესებთ სწრაფ და დიდ საფასურს, თუ რუსეთი აირჩევს აგრესიას.ჩვენ გარკვევით ვაცხადებთ, რომ თუკი რუსეთის სამხედრო ძალები შეიჭრებიან უკრაინაში და ჩაიდენენ ნებისმიერ აგრესიულ ქმედებას უკრაინის წინააღმდეგ, ამას მოჰყვება სწრაფი, მკაცრი და ერთიანი პასუხი აშშ-სგან და ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეებისგან“,- აღნიშნა ბლინკენმა. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts