პლანეტა.გე Posted January 19, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2022 კიევის სასამართლომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოსთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის გამოყენების გადაწყვეტილება არ მიიღო და ის პირადი თავდებობით გაათავისუფლა.პროკურატურა პოროშენკოს წინააღმდეგ წინასწარ პატიმრობას ან გირაოს სახით ერთი მილიარდი გრივნის გადახდას ითხოვდა.სასამართლოს გადაწყვეტილებით, პოროშენკო ვალდებულია, სასამართლოში მოთხოვნისთანავე გამოცხადდეს და არ დატოვოს კიევის ოლქი. მან საკუთარი პასპორტი ჩააბარა.პეტრო პოროშენკოს ბრალი ედება სახელმწიფო ღალატში, ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობასა და დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკებიდან ქვანახშირის მიწოდების საქმის ფარგლებში ტერორიზმის დაფინანსებაში. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts