პლანეტა.გე Posted January 19, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2022 “ოპოზიცია იქნება ყოველთვის სუსტი თუ აღმოაჩენენ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მხოლოდ ერთი პარტიის ლიდერი. მე რომ მეგრძნო, რომ ის მხოლოდ ერთი პარტიის ლიდერია, მაშინ აქ არ ვიქნებოდი და მას არ დავიცავდი, რადგან არ ვარ იმ პარტიის წევრი და არ ვაპირებ წევრობას. მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი იყო. შეცდომები როგორ არ იყო, ყველას მოუვა შეცდომა, სანამ რუსეთი ქართველის ხელით გვებრძვის, მაგრამ როგორი რეფორმები იყო, განა ამის დავიწყება შეიძლება?! განა 300 მილიონიდან რომ 6 მილიარდი გახდა ბიუჯეტი, არ გვიკვირს, თურმე რა გააკეთა ამ კაცმა, რა შეძლებია ბოკერიას და ტიპების ხელში?! ამიტომ ამათ ვერშემდგარ ამბიციებს და კომპლექსებს ქვეყანა არ უნდა გადავაყოლოთ.მე ბოლომდე დავუდექი გვერდით მამუკა ხაზარაძეს, ბატონ წერეთელს, რაზეა საუბარია, მაგრამ ბრძოლის დროს, ციც! ამბიციები უკან! დღეს ერთადერთი საბრძოლველია, საქართველოს დამოუკიდებლობა არ გაგვიხდეს ამ პოლიტიკურ თამაშ-თამაშში… კეთილი ინებოს ყველამ, იმ ადამიანებმა, რომელთაც მე ბოლომდე ვუდგავარ.ძალიან მიხარია, რომ ანა ნაცვლიშვილი, არმაზ ახვლედიანი, გიორგი ვაშაძე ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ წულუკიანთან და რატი ბრეგაძესთნ ბრძოლაში ჩემს გვერდით, გამიხარდებოდა ის 35 მანდატიც ყოფილიყო ჩემს გვერდით და წარმოიდგინეთ რა ამბავი იქნებოდა პარლამენტში […]მონიტორის გარდა ხალხი უნდა იყოს რუსთაველზე, კარვები და ის ავადსახსენებელი ატრიბუტიკა, რაზეც თაკო ჩარკვიანი მუდმივად საუბრობს. ვაიმე? რა თქვა, კარვებიო, კაცობრიობას სხვა საბრძოლველი ზამთარში კარვის გარდა არ გამოუგონია, აბა, გამათბობელს არ გაძლევს მერია, რომ გათბე, ის გეუბნება, რომ გაიყინეო, ამიტომ შეშას წვავენ”თქვა პარტია კანონი და სამართლის ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა პალიტრანიუსის ეთერში. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts