Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

საკმაოდ განათლებულია ადამიანია მარა როგორც პოლიტიკოსი არ მომწონს... სუფტა ლექტორია რომ სეხედავ! დამაქლიავებელი ლაპარაკი აქვს და დიდი ამბიციები!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 43
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

მაისაშვილი ბევრს ჯობია, მაგრამ არჩევნების შემდეგ გრეჩიხასთან რომ მივიდა, გაბანძდა

 

 

იყვიროს ახლა რამდენიც უნდა ნო ჯასტის ნო ფისო

 

 

ფისი. ფისი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რომ ვთქვა მარტო ლაპარაკი შეუძლიათქო ამაშიც არ ვიქნები მართალი, ლაპარაკიც არ იცის წესიერი, ბევრს მიეკედლა მარა მაინც არაფერი გამოუვიდა რა :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და საერთოდ რა პონტში მიიღეს მაგის კანდიდატურა ნეტა :)

ეჭვი მიჩნდება რომ მიშას კაცია და ხმების გასაფანტად ჩართეს :D

 

ისე მიშა რომ მოვიდა ერთად გამოდიოდნენ ეგენი შეხვედრებზე და ერთი სულისკვეთებით მიიწევდნენ წინ, მართალი იყო შეიძლება შენ ხოიცი :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცაწკალი გია...

არადა შალვა გავიდა... არც ტვინი აქვს არც ფასი... :))

გადაგრევს ეს ხალხი პირდაპირ. :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაისაშვილი ეკონომიკის მინისტრად და ეგ არის რააააა

და ავშენდებით არა? :rolleyes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:)) მაგარი კაცია მაინც!

 

დაიბადა 1962 წლის 24 ნოემბერს ქ. თბილისში.

 

1979 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 51-ე საშუალო სკოლა.

 

1980-1985 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მიენიჭა ეკონომისტის კვალიფიკაცია.

 

1978 წლიდან იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე. იყო "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს" ეკონომიკური პროგრამის ერთ-ერთი თანაავტორი. ამ პერიოდში იყო საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.

 

1991 წელს თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა თბილისის უნივერსალური ბირჟა.

 

1992 წელს დააარსა საქართველოს "ჩაისა და ღვინის ბირჟა".

 

სახელმწიფო გადატრიელების შედეგად მოსულმა შევარდნაძის რეჟიმმა მათი ფუნქციონირების პარალიზება მოახდინა, ხოლო გიორგი მაისაშვილის მიერ სამშობლოს დატოვების შემდეგ ორგანიზაციის ანგარიში რეჟიმმა მთლიანად მიითვისა და აქციონერების ქონება დაისაკუთრა.

 

1993 წელს აშშ-ში, სტენფორდისა და კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე გაიარა ბიზნესის სპეც-კურსი. ამავე დროს აშშ-ს მთავრობამ მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცა, რასაც მოჰყვა გიორგი მაისაშვილის მრავალწლიანი პოლიტიკური ემიგრაცია აშშ-ში.

 

1997 წელს ის გახდა პირველი ქართველი, ვისაც კი ოდესმე დაუმთავრებია ჰარვარდის უნივერსიტეტი და კენედის სახელობის მთავრობის სკოლა. მას მიენიჭა მთავრობის მართვისა და სახელმწიფო მშენებლობის მაგისტრის წოდება. ჰარვარდში მის მიერ საქართველოს სახელმწიფო მშენებლობის მოდელს უმაღლესი აკადემიური პრიზი მიენიჭა.

 

1997-2000 წლებში მუშაობდა ენერგეტიკულ ტრანსნაციონალურ კომპანია "ენრონში" სხვადასხვა თანამდებობებზე. ამ წლებში მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა რისკების დათვლის სტატისტიკური მოდელი, რომელიც იყო შესული მსოფლიო ბიზნეს ინოვაციათა პირველ ასეულში. ეს მოდელი გადაიღო ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, კორპორაციამ, მთავრობამ ყოველდღიური მართვის პრაქტიკაში.

 

2002 წლამდე იყო CERA-ის (უმსხვილესი საერთაშორისო ენერგეტიკული საკონსულოტაციო კომპანია) კასპიის ენერგოსექტორის დეპარტამენტის თანადირექტორი. მისი მონაწილეობით იქნა შემუშავებული ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ტექნიკურ-ეკონომიკური და გეოპოლიტიკური დასაბუთება.

 

2003 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დააფუძნა საკონსულტაციო კომპანია PERICLE GROUP და იყო მისი პრეზიდენტი.

 

2004 წელს საქართველოში დააფუძნა საზოგადოებრივი ორგანიზაცია "მომავლის მთავრობა" და შეიმუშავა სასწავლო პროგრამა - თამაში ახალგაზრდებისათვის მთავრობის მართვასა და ადმინისტრირებაში დასახელოვნებლად და კვალიფიკაციის მისაღებად.

 

2006 წელს თბილისში დააფუძნა სრულიად უნიკალური შინაარსის მატარებელი "ლიდერთა სკოლა", რომლის მსგავსი პრეცედენტი მანამდე არ არსებობდა. მისი პროექტი გადაიღეს და მსგავსი ლიდერთა სკოლა დაარსდა ლონდონში, ჩრდილოეთ იტალიაში, ქ. ლუკაში და აშშ-ში. ასევე ხდება მისი გადაღება უკრაინელების მიერ კიევში. დღეისათვის უკვე 350-ზე მეტი მოზარდი და პროფესიონალი არის "ლიდერთა სკოლის" კურსდამთავრებული.

 

2007 წლიდან არის პოლიტიკური ორგანიზაცია "მომავლის პარტიის" თავმჯდომარე.

 

ჰყავს მეუღლე - რობინ მაისაშვილი და შვილები - ანა, შალვა და სოფო მაისაშვილები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაისაშვილმა ამ საღამოს ისეთი ტყუილები დააბრეხვა, რომ...

 

არავინ ამბობსს 5 რომ შემოხაზაო

 

ვამბობ კი არა ვყვირი, ყველას მაგივრად, ვინც ჩემს გარშემო 5 შემოხაზა მათ მაგივრადაც

 

არ მრცხვენია, არც ნეშინია, პირიქით ვამაყობ ძალიან!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეურაწყოფა არ არის ეგ... უბრალოდ მე ყველა მიშარასტი მაგრად მეცოდება იმიტომ რომ მიშას სიტყვებს არიან აყოლილები და საკუთარი აზი არ გააჩნიათ! :D :) :) ეჰ ცუდია ასეთი ხალხი რომ კიდევ არსებობს :(
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აბა მე მკითხე გულის სიღრმეში რას ვფიქრობ ფხხუტოს მიმდევრებზე?

 

მაგრამ ვითვალისწინებ რა იმას რომ ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ყველას თავისი აზრი აქვს და ა.შ. გარდა კამათისა პირად ემოციებს "შე საცოდაო" და ამდაგვარებს არ გიწოდებთ.

 

თქვენგანაც იმავეს ველი კამათი, ფაქტები თუ შეიძლება!!! და გავითავისწინოთ რომ შენც და მეც ლამაზ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება, ეს მიზანი გვაერთიანებს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 year later...
ეხლა ალბათ მალე გაკეთდება დიდი ალიანსი ეროვნულ ძალებს შორის მაისაშვილის მომავლის პარტია , ,, ჰელსინკის კავშირი - ეროვნული აღორძინება ''და წმინდა ილია მართლის საზოგადოება
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...