პლანეტა.გე Posted January 19, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2022 მქონდა ამბიცია, ამეშენებინა უწყება, რომელიც იქნებოდა პოლიტიკისგან სრულიად თავისუფალი და სამსახური დაისაჯა სწორედ ამ გადაწყვეტილებებისთვის – ეს განცხადება სახელმწიფო ინსპექტორმა სატელევიზიო ეთერში გააკეთა.“კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო და რომლითაც ჩვენ ვსაქმიანობდით, პირდაპირ გვეუბნება რომ ეს უწყება უნდა ყოფილიყო პოლიტიკურად ნეიტრალური. განსაკუთრებული ხაზგასმა იყო ჩვენს კანონში ამასთან დაკავშირებით. ამიტომ, მე ნამდვილად მქონდა ამბიცია ამეშენებინა უწყება, რომელიც იქნებოდა პოლიტიკისგან სრულიად თავისუფალი. არასოდეს არ ჩავრეულვარ არც ჩემი თანამშრომლების პოლიტიკურ შეხედულებებში და ჩვენ არასოდეს მიგვიღია გადაწყვეტილება, ამ კონკრეტული ნიშნით. მე ვფიქრობ, რომ სამსახური დაისაჯა ამ ობიექტური გადაწყვეტილებისთვის. სამსახური დაისაჯა იმისათვის, რომ მისთვის არასოდეს არ ყოფილა საინტერესო ვის უფლებას იცავდა. განურჩევლად ყველას უფლებას იცავდა ეს სამსახური და მე ზუსტად ასეთი ტიპის სამსახურის შექმნის ამბიცია მქონდა. მე ვერ ვიტყვი, რომ ამ სამსახურმა საზოგადოების ნდობის იმ ნიშნულს მიაღწია, რა ნიშნულსაც მინდოდა რომ მიეღწია. ეს იყო რაღაც კარგი სტარტი, რომელიც ვიღაცისთვის აღმოჩნდა დისკომფორტი – საზოგადოების ნდობის ის ხარისხი, რომელიც მე ვფიქრობ, რომ მოკლე დროში არ იყო პატარა. ამიტომ ეს გადაწყვეტილება ნამდვილად უკავშირდებოდა ამას. მე გახსოვთ დავწერე ტროლებსა და ბოტებზე, რომლებიც შემომესივნენ. მე იმ პერიოდში არ მეცალა ამისთვის. მერე რა თქმა უნდა მივუბრუნდი და ვნახე რა იწერებოდა ამ ადამიანების მიერ. რაღაც ზუსტად ეს ნარატივი იყო, რომ ვიღაცას უნდოდა ჩემთვის მოეწებებინა პოლიტიკურად მიკერძოებულის იარლიკი, რაც რა თქმა უნდა ჩემთვის იყო ძალიან შეურაცხმყოფელი”, – განაცხადა ლონდა თოლორიამ. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts