პლანეტა.გე Posted January 17, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 17, 2022 მზად ვართ, დევნილებსა და სამინისტროს შორის მედიატორის როლი შევასრულოთ – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ზღვის უბნის დასახლებაში, სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.„ძალიან არასწორია, როდესაც გამოძიება ერთი დღის დაწყებული იყო და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან წინასწარ გაკეთებული განცხადებები ისმოდა – კვალიფიკაციის გამოცხადება გამოძიების პროცესში. მითუმეტეს, რომ მე გავესაუბრე თვითმხილველებს, ვინც იცნობდა გარდაცვლილს, ჰქონდა ურთიერთობა წინა დღეებში და ამ შემთხვევის თვითმხილველები არიან. მათი მონათხრობიდან, ნამდვილად არ უნდა დარჩენილიყო შთაბეჭდილება გამოძიებას, რომ ეს იყო შემთხვევითობა, ან უბედური შემთხვევა. დაველოდები გამოძიებას, თუმცა, ამ განცხადების გაკეთება მიმაჩნია ცალსახად არასწორად, მითუმეტეს, გარემოებები ამაზე არ მიუთითებს. ჩემი სურვილია, აქ მცხოვრებ პირებს დავეხმარო პრობლემის მოგვარებაში. დევნილებს და სამინისტროს შორის კომუნიკაციის დეფიციტიც არსებობს. სახალხო დამცველი და ჩემი აპარატი მზად ვართ, შევასრულოთ მათ შორის მედიატორის როლი. ვუკეთებ შეთავაზებას ჯანდაცვის მინისტრს, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით შევხვდეთ და გავისაუბროთ. ჩვენ წლებია ამ საკითხებზე ვმუშაობთ და ვიცით სპეციფიკა და დეტალები მსგავსი პრობლემების. მზად ვარ იმისათვის, რომ ჩავერთო მოლაპარაკებებში სამინისტროსთანაც, მოვისმინო მათი პოზიციები, გადავცეთ დევნილების მოსაზრებები და პრობლემები“, – განაცხადა ლომჯარიამ. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts