planetanews Posted January 17, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 17, 2022 “რადიკალური ოპოზიცია, რომლის ლიდერი დამსახურებულ სასჯელს იხდის, უკიდურესად დასუსტდა... მიხარია, რომ ამ შედეგების დადგომაში ჩემი წვლილი შევიტანე“ - ირაკლი კობახიძე წელს აჯამებს “გუშინ, 16 იანვარს, ზუსტად ერთი წელი შესრულდა, რაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა დავიკავე. ერთი წლის თავზე გვაქვს შემდეგი შედეგები: დასრულდა ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი, დამაჯერებლად მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ უფრო გაიმყარა ლეგიტიმაცია;ქვეყანას ჰყავს ღირსეული პრემიერი, ღირსეული პარლამენტის თავმჯდომარე, ღირსეული დედაქალაქის მერი და მმართველი გუნდი ერთიანია, როგორც არასდროს; რადიკალური ოპოზიცია, რომლის ლიდერი დამსახურებულ სასჯელს იხდის, უკიდურესად დასუსტდა და აღარ აქვს შესაძლებლობა, საფრთხე შეუქმნას სახელმწიფოს სიმტკიცეს; მმართველი გუნდი იცავს ეროვნულ ინტერესებს, სახელმწიფო და საპარლამენტო სუვერენიტეტს, მთავრობამ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა უზრუნველყო.მიხარია, რომ ამ შედეგების დადგომაში პარტიის თავმჯდომარის პოზიციიდან ჩემი წვლილი შევიტანე.“ - წერს ირაკლი კობახიძე. palitratv.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts