Jump to content
Planeta.Ge

newsreport.ge/ პრინცი ჩარლზი სასამართლოს გზით ცდილობს ბრიტანეთში პოლიციის დაცვა დაიბრუნოს


Recommended Posts

პრინცი ჰარი სასამართლოს გზით ცდილობს მიაღწიოს ბრიტანეთის შსს–ს გადაწყვეტილების გადახედვას, რომლითაც მას ბრიტანეთში ყოფნისას პოლიციის მიერ დაცვაზე უარი ეთქვა. სამეფო პრივილეგიების გარეშე დარჩენილი პრინცი ამბობს, რომ მზად არის პოლიციის მუშაობის ხარჯები საკუთარი ჯიბიდან დაფაროს.

აშშ–ში მცხოვრებ სასექსის ჰერცოგს სამშობლოში ჩასვლა უნდა ოჯახთან ერთად და ამგვარად ცდილობს ცოლისა და შვილების უსაფრთხოება უზრუნველყოს.

“დიდი ბრიტანეთი ყოველთვის სახლი იქნება ჰარისთვის და იქნება ქვეყანა, სადაც ის იმედოვნებს, რომ მისი ცოლი და შვილები უსაფრთხოდ იქნებიან. პოლიციის მხრიდან დაცვის არარსეობა ძალიან დიდ პირად რისკთან არის დაკავშირებული“– ნათქვამია პრინცის წარმომადგენლის განცხადებაში.

დედოფალ ელისაბედ მეორის შვილიშვილმა პოლიციის დაცვა მას შემდეგ დაკარგა, რაც 2020 წელს სამეფო მოვალეობებზე უარი თქვა და ქვეყანა დატოვა. მანამდე მისი დაცვა გადასახადის გადამხდელების ფულით ფინანსდებოდა.

ახლა ჰარის და მეგან მარკლის ქალიშვილი, ლილიბეტი 7 თვის არის და ის ბრიტანეთში პირველად უნდა ჩავიდეს. გოგონა ჯერ არ იცნობს დედოფალ ბებიას და უინძორების ოჯახის სხვა წევრებს.ჰარი.-მეგანი-682x1024.jpgშობის წინ ჰარიმ და მეგანმა მისალოცი ბარათი გაავრცელეს ფოტოთი, რომელზეც შვილებთან – არჩისთან და ლილიბეტთან ერთად არიან ასახული

 

ჰარი ამტკიცებს, რომ კერძო კომპანია, რომელიც მას ბრიტანეთის საზღვრებს გარეთ იცავს, ვერ შეძლებს სრულად შეცვალოს ადგილობრივი პოლიცია, რომელსაც აქვს წვდომა ოპერატიულ ინფორმაციასთან და აუცილებელი იურიდიული უფლებამოსილებები.

სასამართლოში შესული შუამდგომლობა, რომლის მიზანი სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაა 2021 წლის ივლისში ლონოდონში მომხდარ ინციდენტს მოჰყვა, როცა ფოტოგრაფებმა საქველმოქმედო ღონისძიების შემდეგ ჰარის ავტომობილს დიდხანს სდიეს.

პრინცის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სასამართლოში სარჩელი სექტემბერში იმ იმედით შეიტანეს, რომ ბრიტანეთის შსს–ს გადაწყვეტილების გადახედვა და პრინცისთვის აუცილებელი დაცვის უზრუნველყოფა შესაძლებელი იქნება.

“პრინც ჰარის მემკვიდრეობად ერგო მისი უსაფრთხოებისთვის არსებული საფრთხეები დაბადების მომენტიდან მთელი ცხოვრება. ის ტახტის მემკვიდრეთა რიგში მეექვსეა, ორჯერ იმსახურა როგორც სამხედრომ ავღანეთში, ბოლო წლებში კი მისი ოჯახი ორჯერ აღმოჩნდა ნეონაცისტების და ექსტრემისტების მუქარის სამიზნე. ამ ინციდენტების დეტალები დოკუმენტირებულია“. – ნათქვამია განცხადებაში.

პრინცმა პოლიციის მომსახურების მისი ჯიბიდან ანაზღაურება ოჯახს ჯერ კიდევ 2020 წლის იანვარში სანდრიგემში შესთავაზა, როცა დედოფალთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები სასექსის ჰერცოგის ოჯახის სამომავლო როლის შესახებ. თუმცა მისი წინადადება უარყოფილ იქნა.

ვის უნდა დაეფარა ჰარის და მეგანის უსაფრთხოების ხარჯები – ამ საკითხზე დიდი განხილვები მიმდინარეობდა არა მხოლოდ ბრიტანეთში.  წყვილის აშშ–ში გადასვლის შემდეგ მაშინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სახელმწიფო არ დაფარავდა მათი დაცვის ხარჯებს. მაშინ ჰარიმ და მეგანმა განაცხადეს, რომ მათი უსაფრთხოების ზომები აშშ–ში კერძო თანხებით ფინანსდება.  წყვილი უკვე მეორე წელია ამერიკაში ცხოვრობს, სადაც მათ მეორე შვილი შეეძინათ.

 

newsreport.ge/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...