პლანეტა.გე Posted January 15, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2022 “ნატოელმა პარტნიორებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილება არ მიიღება საქართველოს გარეშე “- განაცხადა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა.მისი თქმით, ბრიუსელში ნატო-ს მიწვევით ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ნატოელი პარტნიორებისთვის საქართველოსთან ურთიერთობა და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია არის პრიორიტეტული და ის არ გადაიხედება.„ვფიქრობ, რომ ჩვენი პოზიციების ურთიერთგაცვლა ვიზიტის დროს, ნატო-ს ხელმძღვანელობასთან ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მექნება სხვა შეხვედრებიც ნატო-ს წარმომადგენლებთან, რაც იქნება ძალიან სასარგებლო და ჩვენ შევაჯერებთ პოზიციას იმისთვის, რომ შემდგომი მოლაპარაკებების დროს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება რუსეთის ფედერაციასთან, ჩვენი ნატოელი პარტნიორები იყვნენ აღჭურვილი ჩვენი პოზიციითაც და ეს პოზიცია არის სრულ თანხვედრაში”, -განაცხადა ზალკალიანმა. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts