პლანეტა.გე Posted January 15, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2022 “სწრაფი ტესტით ხშირად არ ხდება „ომიკრონის“ დადასტურება, რამდენიმე შემთხვევაა, როცა PCR-ით არ დადასტურდა ვირუსი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანმა, რომელსაც სიმპტომები აქვს, სიფრთხილე არ გამოიჩინოს”- განაცხადა, კლინიკურმა ექსპერტმა, პროფესორმა მაკა ბულეიშვილმა “ინტერპრესნიუსთან”.“ხშირ შემთხვევაში, რასაც ვაკვირდებით, „ომიკრონი“ უფრო მეტად მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს, ბავშვთა და მოზრდილი ასაკის პაციენტებს არ გავუფრთხილდეთ. ამავე დროს გვაქვს როგორც „დელტას“ და „ომიკრონის“ შტამები, ისე სეზონური გრიპი. ყველაფერი ეს ერთობლიობაში, რა თქმა უნდა, პრობლემას ქმნის. სწრაფი ტესტით ხშირად არ ხდება „ომიკრონის“ შტამის დადასტურება. არის რამდენიმე შემთხვევა, როდესაც PCR ტესტითაც არ დადასტურდა ვირუსი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა, რომელსაც აღენიშნება სიმპტომები: ცემინება, სურდო, ყელისა და კუნთების ტკივილი, სხეულის ტემპერატურის მატება და ა.შ. სიფრთხილე არ გამოიჩინოს. ამიტომ ყველა ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ადამიანი არ გახდეს წყარო ასეთ დაძაბულ მდგომარეობაში, შემდგომში შესაძლოა აღმოჩნდეს „ომიკრონის“ შტამი”, – განაცხადა მაკა ბულეიშვილმა. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts