პლანეტა.გე Posted January 14, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 14, 2022 “მოქალაქეობრივი გადაწყვეტილება იყო – არგუმენტებსა და საუბარს შედეგი აქვს” – ამბობს ევროპული საქართველოს მდივანი ჯანდაცვის საკითხებში, ვახტანგ კალოიანი TV პირველთან საუბარში.”მოქალაქეობრივი გადაწყვეტილება იყო ღამის კლუბების ხელმძღვანელების, რომლებმაც თავად შეაჩერეს ფუნქციონირება. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ადამიანებთან საუბარს, არგუმენტებსა და ციფრებს აქვს შედეგი, ისინი თვითმკვლელები არ არიან და ეს იყო ჩვენი მოქალაქეების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გადაწყვეტილება პანდემიის მართვის პერიოდში.დღეს ჩვენ ვართ ომიკრონის სისუსტის და საკუთარი პასუხისმგებლობის იმედად. სამწუხაროდ, სახელმწიფომ გვითხრა, რომ ეს 50 ტესტი, ისიც კოჭლი, არის მაქსიმუმი, რასაც გააკეთებს. სამედიცინო სისტემა რაც გვაქვს, ეს გვაქვს, მისი გამოწვევებით და ადამიანების ფიზიკურ გამძლეობაზე და მორალურ გამძლეობაზე. ჩვენი დაცვა ამ ეტაპზე არის მაქსიმალურად გამოყენება სამედიცინო ნიღბის, მაქსიმალურად თვითშეზღუდვა დახურულ სივრცეში დიდხანს ყოფნის და დისტანცირება. ” – განაცხადა კალოიანმა. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts