Jump to content
Planeta.Ge

newsreport.ge/ რუსეთის რიტორიკისა და მოთხოვნების მიუხედავად, NATO-ს პოზიცია მყარია – ზალკალიანი


Recommended Posts

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მთავრობას ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან და ნატო-სთან, რითაც დარწმუნდა, რომ მათი პოზიცია საქართველოსთან მიმართებით არის ურყევი.

“მოგეხსენებათ, სატელეფონო საუბარი მქონდა სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანთან. ის გახლავთ მთავარი მომლაპარაკებელი რუსეთთან უსაფრთხოების დიალოგის მიმართულებით. ასევე სატელეფონო საუბარი მქონდა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანასთან და ორივე საუბრის შინაარსი მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენი პარტნიორების პოზიცია საქართველოსთან მიმართებით არის ურყევი, შეუცვლელი.

მიუხედავად იმ მოთხოვნებისა და ძალიან მძაფრი რიტორიკისა, რომელიც ჩვენ გვესმის რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია არის ძალიან მყარი. მათ რუსეთის ფედერაციას კიდევ ერთხელ, ორმხრივი დიალოგის ფარგლებში მკაფიოდ განუმარტეს, რომ უსაფრთხოების გარანტიები და ალიანსების არჩევანი არის იმ ქვეყნის გადასაწყვეტი, რომელსაც სურს ნატო-ში გაწევრიანება”,– აცხადებს მინისტრი საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ დღესაც რუსეთ-ნატოს კომისიის ფარგლებში მიმდინარე განხილვებზე, “ნატო-ელი პარტნიორების პოზიცია იქნება უცვლელი, იქნება ძალიან მყარი, კიდევ ერთხელ ეტყვიან რუსეთის ფედერაციას, რომ ნატო-ს გადაწყვეტილებები საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებით არ გადაიხედება”.

“ეს გადაწყვეტილება მიღებულია 2008 წელს ბუქარესტში. მას შემდეგ მრავალჯერ არის გამყარებული სხვადასხვა დეკლარაციით, მათ შორის ბოლო სამიტის გადაწყვეტილებით და დეკლარაციით. ასევე ბოლო მინისტერიალზე, რომელშიც ჩემს უკრაინელ კოლეგასთან ერთად მივიღე მონაწილეობა, ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ ეს არის წითელი ხაზი, არ გადაიხედება. მეტიც, ჩვენ გვაქვს გარანტია, რომ წელს მადრიდის სამიტზე უფრო მკაფიო გადაწყვეტილებები იქნება მიღებული საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა

 

newsreport.ge/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...