პლანეტა.გე Posted January 12, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2022 „ჩვენ და მოსახლეობაც შეეჩვია იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კვირაში ერთხელ თავის გადაწყვეტილებას ცვლის. ჯერ არ ყოფილა ისეთი წინადადება, არცერთი დაფიცება, რომელზეც ეთქვათ, რომ ამას გავაკეთებთ და შემდეგ არ შეეცვალათ, არ დაერღვიათ. ასე მოხდა რამდენჯერმე პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებითაც […]პარლამენტში ესენი იყვნენ და დავინახეთ, რომ ვერაფერს აკეთებდნენ. ერთადერთი, რაც მათ გაკეთეს, ეს იყო ხმაური პერიოდულად. პარლამენტში სრულფასოვან მუშაობას სჭირდება შესაბამისი ინტელექტი, ცოდნა, რაც, სამწუხაროდ, ჩვენს ოპონენტებს არ აქვთ, თუმცა კარგი იქნებოდა, ჰქონოდათ, რადგან ეს იქნებოდა ქვეყნისთვის უკეთესი. მათ ეს დაამტკიცეს ყოველ ჯერზე, როცა პარლამენტში შემოვიდნენ და მუშაობაში ჩართვა სცადეს. არ მახსოვს მათი წამოყენებული არცერთი წინადადება.ვურჩევდი მათ, რომ შეუდგნენ ნორმალურ საპარლამენტო ცხოვრებას, ეს არ იქნებოდა ცუდი, თუ ამის ინტელექტი და მორალური ძალა ჯერ კიდევ შერჩენიათ. შეეშვან ოცნებას თავისი ლიდერის გათავისუფლებაზე, “შავი სიების“ წერასა და დესტრუქციულ მოქმედებას, ეს უკეთესი იქნება პირადად მათთვის, ხოლო ქვეყნისთვის ყველაზე კარგი იქნება, თუ ისინი პოლიტიკიკურ ასპარეზს ჩამოშორდებიან”ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, სოზარ სუბარი ნაციონალურ მოძრაობაზე TV იმედის ეთერში. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts