PLANETA_INFO Posted January 12, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2022 კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისი ოჯახის წევრები, სავარაუდოდ, "ომიკრონით" არიან ინფიცირებული. როგორც ის ამბობს, გასაკვირი ის არის, რომ ოჯახის 4 წევრი დავირუსებულია და დედას კოვიდი არ გადასდებია. "მოკლედ სწრაფი ტესტები არ ადასტურებს, მაგრამ ზუსტად ვიცი "ომიკრონი" გვაქვს მთელს ოჯახს. ტყუპები "ფაიზერით" აცრილები, მე და მამაჩემი "სინოფარმით". მე ვარ ძალიან მსუბუქად და ასევე მამაჩემიც იყო ძალიან მსუბუქად, სამ დღეში გადაიტანა... აი ტყუპებს ძალიან ახველებთ, სიცხეც მისცათ და რა დასკვნა გამოვიტანო ვეღარ გავიგე. ოჯახში 4 ადამიანს ვირუსი გვაქვს და დედაჩემს არ გადაედო ...თფუ თფუ ის პირველი მთავარი კოვიდი აქვს გადატანილი თან ახალნაოპერაციენია და შესაბამისად იმუნიტეტ-დაქვეითებული, მხოლოდ 1 დოზა ფაიზერით არის აცრილი, მიდი და გაიგე ეხლა რა ხდება" - წერს კაჭკაჭიშვილი. AMBEBI.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts