პლანეტა.გე Posted January 11, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2022 “ჩვენ შეიძლება პიკში შევიდეთ თებერვლის პირველ დეკადაში და შეიძლება იყოს დღიურად 60 000-მდე შემთხვევა, რომლიდანაც ლაბორატორიულად გამოვლინდება, დაახლოებით, 20-30%. ანუ დღიურად შეიძლება გვქონდეს 10 000-12 000, 15 000-მდე შემთხვევის დატვირთვა. დარწმუნებული ვარ, ძირითადი დატვირთვა მაინც ამბულატორიულ სექტორზე იქნება, მაგრამ კლინიკებიც ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენ ერთდროულად გვქონია 6 500-მდე შემთხვევა აგვისტოში.დღევანდელი მონაცემებით, ომიკრონის დროს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მერყეობს 5%-დან 10%-მდე, მაშინ, როცა დელტას დროს ეს მაჩვენებელი იყო 12-15-20%-მდე. ჩვენ დელტას დროს, დაახლოებით, 17-18% გვქონდა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, უფრო აგრესიულად და უფრო მძიმედ მიმდინარე. ამიტომ აქ ჰოსპიტალიზაციის მოთხოვნა, დიდი ალბათობით, შემცირებული იქნება”ამბობს NCDC-ის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts