PLANETA_INFO Posted January 9, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 9, 2022 რატომ შეჩერდა და როდის განახლდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო აბონემენტების გაცემა 9 იანვარს, ერთი დღით, სამგზავრო აბონემენტების გაცემა შეჩერდება. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს ბანკი" ავრცელებს. განცხადებაში ბანკი სამგზავრო ბარათების გაცემის შეჩერების მიზეზს განმარტავს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ვადიანი სამგზავრო აბონემენტების დამზადებას და რეალიზაციას "საქართველოს ბანკის" შვილობილი კომპანია უზრუნველყოფს და მათ მიერ ბარათზე დატანილ ტექსტში დაშვებული იყო შეცდომა. 10 იანვრიდან კი ბარათის სწორი ვერსიის გაცემა განახლდება. "საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის სისტემის მართვას "საქართველოს ბანკი" უზრუნველყოფს, ვადიანი სამგზავრო აბონემენტების დამზადებას და რეალიზაციას კი საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია "მს+". სამწუხაროდ, ხსენებული კომპანიის მიერ დაშვებული იყო მცირედი უზუსტობა. ბარათზე დატანილ ტექსტში კი დაშვებული იყო მექანიკური შეცდომა. სწორედ ამის გამო, დღეს, 9 იანვარს, ერთი დღით, შეჩერდება აბონემენტების გაცემა. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. უკვე ხვალიდან, 10 იანვრიდან კი განახლდება ბარათის სწორი ვერსიის გაცემა. აქვე გაცნობებთ, რომ ბარათების ახალი ვერსიის ბეჭდვას "საქართველოს ბანკი" უზრუნველყოფს", - აღნიშნულია ინფორმაციაში. AMBEBI.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts