პლანეტა.გე Posted January 8, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 8, 2022 საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მაჩვენებლები დემოკრატიის კუთხით გაუარესდა. საქართველოს, Freedom House გარდამავალი ან ჰიბრიდული რეჟიმის კატეგორიას ანიჭებს. გასულ წელს 100-დან 38 ქულა ჰქონდა, წელს კი ამ მაჩვენებელმა 2 ქულით დაიკლო და ახლა 36-ს შეადგენს.დემოკრატიის პროცენტი 36.31 (უმაღლესი ქულა 100)დემოკრატიის ქულა 3.18 (უმაღლესი ქულა 7)გაუარესებულია დამოუკიდებელი მედიის მაჩვენებელიც. ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით ქულა 3.75-დან 3.50-მდე დაეცა.ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში მთავრობა ინტერნეტ საზოგადოებაზე გავლენის მოხდენას ახერხებს, თუმცა, 2021 წელს, ინტერნეტის თავისუფლების მხრივ ქვეყნის მაჩვენებელი ერთი ქულით არის გაუმჯობესებული (100-დან 77).საქართველოს ქულა გაუარესებულია გლობალური თავისუფლების კუთხითაც. საქართველოს მაჩვენებელი 61-დან 60 ქულაზე დავიდა. ორგანიზაციის კრიტერიუმებით, საქართველო კვლავ ნახევრად თავისუფალი ქვეყანაა. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts