პლანეტა.გე Posted January 8, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 8, 2022 კომპანია FlyArystan-ის მიერ ქუთაისი-ნურ-სულთანის მიმართულებით დღეს დაგეგმილი რეისით სამშობლოში დაბრუნდება საქართველოს 3 მოქალაქე. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.„ყახაზეთში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, დამატებით გაცნობებთ რომ ყახაზეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო აქტიურ კომუნიკაციაში ადგილზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან. ამ დროისთვის საელჩოს ხელთ არსებული ინფორმაციით, კომპანია FlyArystan-ის მიერ ქუთაისი-ნურ-სულთანის მიმართულებით დღეს დაგეგმილი რეისით სამშობლოში დაბრუნდება საქართველოს სამი მოქალაქე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შესრულდა ქალაქ აქტაუს მიმართულებით რეისი, ამ დროისთვის სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს საქართველოს 60 მოქალაქე.შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობას განაგრძობს ჩვეულებრივ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: +7 (717) 224-32-58. ამასთან, ყაზახეთში ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო, თუ მოქალაქეები ცხელ ხაზზე დაკავშირებას ვერ ახერხებენ, მათ შეუძლიათ შეტყობინებები გაგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე: astana.emb@mfa.gov.ge. ასევე ისარგებლონ საელჩოს საკომუნიკაციო არხებით სოციალურ ქსელებში“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts