პლანეტა.გე Posted January 7, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 7, 2022 “მესამე პრეზიდენტს მინდა მივულოცო შობის დღესასწაული” – ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი რუსთავის ციხეში, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან მივიდა.“მე მარტო აქ არ მოვდივარ, ახლა მოვდივარ ავჭალის არასრულწლოვანთა დაწესებულებიდან. საერთოდ, ყოველ შობას და ახალ წელს, მე პირადად დავდივარ ხოლმე, ყველასთან ვერ მივალ, მაგრამ გარკვეულ კატეგორიას ვულოცავ ხოლმე ამ დღესასწაულებს. ვსარგებლობ შემთხვევით, რომ მაქვს ამის უფლება და მესამე პრეზიდენტს მინდა რომ მივულოცო შობის დღესასწაული… ჩემი შეფასება არ არის სანდო, მე არ ვარ ექიმი და გამოცდილება არ გამაჩნია, მე რაც შემიძლია გითხრათ, აბსოლუტურად ადეკვატურია. წინა შეხვედრებზე ყოველთვის მთხოვდა წერილი გამომეტანა, მაგრამ ახლა არაფერი მსგავსი. ჩვენი საუბრის თემა არსობრივადაც და დროის მიხედვითაც შობის დღესასწაული იყო. რა თქმა უნდა, მისი სიხარული დიდი იყო, მივედი და საშობაო ნობათი გადავეცი,” – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts