პლანეტა.გე Posted January 7, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 7, 2022 “უცხოელი ექსპერტების ჩართვას ვითხოვდით”- ამის შესახებ, საია-ს ხელმძღვანელმა, ნიკა სიმონიშვილმა გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ექპსერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა. ნიკა სიმონიშვილი აცხადებს, რომ ექსპერტიზის პროცესი ეჭვებს ბადებს რადგან, დასკვნის გამოქვეყნება იონესკოს გადაწყვეტილებას დროში ემთხვევა. ამის შესახებ სიმონიშვილმა “რადიო თავისუფლებასთან” ისაუბრა.“შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არანაირი კომუნიკაცია ჩვენთან არ ყოფილა ამ ექსპერტიზის დასკვნის გაცნობასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, დროში რომ ემთხვევა ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნება იუნესკოს გადაწყვეტილებას, ეს ბადებს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, როგორ მიმდინარეობდა ექსპერტიზის პროცესი. სიღრმეებში ჩასვლა გამიჭირდება ამ დასკვნასთან მიმართებით, თუმცა ერთი საინტერესო საკითხია ამ დასკვნაში მონაწილე ექსპერტებთან დაკავშირებით: ჩვენ შემოგვთავაზა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახს შეეთავაზებინა საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც მონაწილეობას ჩაატარებდნენ ექსპერტიზას და დადებდნენ დასკვნას.ოჯახთან შეთანხმებით ჩვენ შევთავაზეთ გამოძიებას საერთაშორისო ექსპერტები, საუბარი იყო ბრიტანელ და ამერიკელ სახელმწიფო ექსპერტებზე, რომლებსაც მონაწილეობა უნდა მიეღოთ ამ დასკვნის მომზადებაში, თუმცა შსს-მ ჩვენი შეთავაზებულ ექსპერტების ჩართვაზე უარი გვითხრა იმ მიზეზით, რომ მათთან თანამშრომლობის გამოცდილება არ ჰქონდათ და შემოგვთავაზეს საქმეში შვეიცარიელი ექსპერტების ჩართვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, როგორც ირკვევა არც ერთი უცხოელი სპეციალისტი არ ჩართო და ასე არის დასკვნა დადებული. რა თქმა უნდა, ექსპერტიზის დასკვნის შინაარსს მე ვერ შევაფასებ, მაგრამ თავად პროცესი, როგორც წარმართა შსს-მ, ბევრ კითხვას ბადებს” – ამბობს ნიკა სიმონიშვილი “რადიო თავისუფლებასთან”.TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან ექვსი თვის თავზე სახელმწიფო ექსპერტიზის ბიურომ ექსპერტიზის დასკვნა მოამზადა, სადაც წერია, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკული საშუალება, ჰეროინით ინტოქსიკაციით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა გახდა. ასევე აღნიშნულია რომ 5 ივლისს მიღებული დაზიანებები ”ატარებენ ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანების ნიშნებს და არ იმყოფებიან მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან”.შინაგან საქმეთა სამინისტროსდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, უწყებამ დასკვნა 30 დეკემბერს მიიღო.“დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს დაზიანებები ერთობლიობაში აღებული ატარებენ ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანების ნიშნებს და არ იმყოფებიან მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან”, – წერია ექსპერტიზის დასკვნაში, რომელსაც ხელს 8 ადგილობრივი ექსპერტი აწერს.საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით უკვე არსებობს ექსპერტიზის დასკვნა და ის “იუნესკოს” გადაეგზავნება.აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დასკვნა საჯარო მას შემდეგ გახდა რაც, UNESCO-მ ოპერატორი 2021 წელს მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა. დასკვნას ხელს, გარდაცვლილის წარმომადგენლების მხრიდან ჩართული დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძეც აწერს.ლექსო ლაშქარავას ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისს ლაშქარავა საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts