PLANETA_INFO Posted January 7, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 7, 2022 “ომიკრონის" ტალღა მოგვიახლოვდა, შემთხვევების ზრდა გარდაუვალია“ - ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას აფრთხილებს “ომიკრონის" ტალღა მოგვიახლოვდა, შემთხვევების ზრდა გარდაუვალია. რაც ამ ეტაპზე ვიცით, მაღალი რისკია რეინფიცირების და ვაქცინირებულებში "გაპარული" ინფექციის, ოღონდ ასეთ ადამიანებში უჯრედული იმუნიტეტი მუშაობს (თან საკმაოდ კარგად). შესაბამისად, მათ რეანიმაცია ნაკლებად ესაჭიროებათ. ამერიკაში და ბრიტანეთში ჩანს, რომ მართვით სუნთქვაზე ძირითადად აუცრელი ხალხი ხვდება, მაშინ, როდესაც ჰოსპიტალში საკმაოდ ბევრი აცრილი და გადატანილი ინფექციის მქონე ადამიანია (თუმცა ნაკლები, ვიდრე "დელტას" დროს). ჩვენს ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 31%-ია მხოლოდ აცრილი, პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. ატარეთ პირბადე, სოციალური კონტაქტები შეზღუდეთ და აიცერით რაც შეიძლება მალე (განსაკუთრებით > 50 წლის და რისკის-დაავადების მქონე ხალხმა)“ - წერს ბიძინა კულუმბეგოვი. AMBEBI.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts