planetanews Posted January 6, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2022 ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი ციალა გურგენიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. ციალა გურგენიძე მაყურებელმა განსაკუთრებით შეიყვარა ფილმში „სიყვარული ყველას უნდა“ ყარაულაშვილი ქეთოს როლით. 1964 წლიდან იყო თბილისის მუსკომედიის თეატრის წამყვანი მსახიობი; შესრულებული აქვს რამდენიმე ათეული მთავარი როლი, მათ შორის: ბუჭუტა (შ. ჯოჯუა "უცნაური მკვლელობა"), ბოლოქანქარა (ს. ცინცაძე "სიმღერა ტყეში"), მარიტა (ო. თევდორაძე "შვეიკი მიდის ფრონტზე"), ეკა, დოფინა (შ. მილორავა "სიმღერა თბილისზე", "გზა, ყარამანს ქალი მოჰყავს"), ლოტა, მირანდოლინა, მარგო (გ. ცაბაძე "ჩემი შეშლილი ძმა", "მირანდოლინა", "კურკას ქორწილი"); სხვა რეპერტუარი: ანჟელიკა (მოდუნიო "შავი ურჩხული"), ჩანიტა (მილიუტინი "ჩანიტას კოცნა"), თელი (ჰაჯიბეკოვი "არშინ მალალან"), მარჯორი (ლოუ "ჩემი მშვენიერი ლედი"). palitratv.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts