planetanews Posted January 6, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2022 საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა პატრიარქის საშობაო ეპისტოლე გამოაქვეყნა. იხილეთ ეპისტოლე სრულად: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისისმთავრეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ისა ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელიეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „აჰა, ქალწული მუცლად იღებს, და შობს ძეს,და უწოდებენ მას სახელად ემმანუელს,რაც თარგმანით ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი“(მთ.1,23; ეს.7,14)დგება დღე შეუდარებელი, სრულიად განსხვავებული და განსაკუთრებული არამარტო კაცობრიობის ისტორიაში, არამედ მთელი სამყაროს არსებობაშიც.ის, რაც 2022 წლის წინ იერუსალიმის მახლობლად, ბეთლემის ერთ მიტოვებულ,პირუტყვის თავშესაფრად გამოყენებულ გამოქვაბულში ზამთრის ცივ ღამესაღესრულა, ენითუთქმელი სასწაულია, - იშვა ემანუელი!მანამდე ღმერთი კაცობრივად არ მოვლენილა. მსგავსი რამ სამყაროში არასოდესმომხდარა და არც მოხდება. ეს არის დღე ცისა და მიწის, შემოქმედისა და ადამიანის ერთობისათვის გზისგამკვალავი, ეს არის დღე უფალთან ჩვენი დიდი მშვიდობის, დიდი შერიგების,დიდი სიხარულის დასაწყისისა.გაცხადდა იაკობ მამამთავრის წინასწარმეტყველება: „წაერთმევა კვერთხიიუდას... ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა“ (დაბ. 49,10), რაც გულისხმობდა იმას, რომ, როდესაც ისრაელს აღარ ეყოლებოდაკანონიერი მეფე იუდას ტომიდან, მაშინ მოევლინებოდათ ზეციური მეუფე.მართალც, რომის იმპერიაში, მის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში,იუდეაში, პირველი წარმართი და უცხოტომელი მეფის, იდუმიელი ჰეროდესმმართველობის ჟამს უცნაურმა ვარსკვლავმა და ანგელოზთა დასმა სამყაროსამცნო იესოს შობა.ეს იყო უფლის მოწყალების და კაცობრიობის საუკეთესო ნაწილის მიერ ღვთისგანკაცების მრავალათასწლიანი მოლოდინის შედეგი.ამ გზაზე იყო ებრაელთა ერის მრავალგზისი განდგომა ღვთისგან, გაუცხოებაჭეშმარიტი რწმენისგან, შიში წარმართ დამპყრობელთა წინაშე და მათიგავლენის ქვეშ მოქცევა..., მაგრამ იყო სინანულიც, ღვთისადმი თავგანწირულიერთგულებაც და უფლისა და მოყვასისათვის მსახურების გამორჩეულიმაგალითებიც.დიდი რყევებისა და სულიერი ქარტეხილების მიუხედავად, სინას მთაზე მოსეწინასწარმეტყველისთვის მიცემული უფლის მცნებები ისრაელიანთა ღირსეულმამოღვაწეებმა დაიცვეს და მოამზადეს კაცობრიობა მაცხოვრის განკაცებისთვის.და, აი, დავით წინასწარმეტყველის შთამომავალ ყოვლადწმინდა ქალწულმარიამისგან მოევლინა ამ ქვეყანას „ნათელი სოფლისა,“... ,,რომლისგან ყოველივეშეიქმნა და მის გარეშე არც ერთი რამ იქმნა“ (ინ.1,3); მოევლინა, რათა კაცთამოდგმისთვის ეხარებინა: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისვენოთქვენ;“ (მთ. 11.28)„მე ვარ პური სიცოცხლისა, ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება“(ინ. 6.35);„მე ვარ კარი ცხოვართა, ვინც შედის ჩემით, გადარჩება" ( ინ. 8,12);„მე ვარ ვაზი, თქვენ კი ლერწები, ვინც ჩემში არ დარჩება, გარეთ განიგდება“(ინ.15,5-6);„მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“ (ინ. 14,8).- რას გულისხმობს, უფრო სწორად, რისკენ მოგვიწოდებს ეს სიტყვები?- სინერგიისაკენ, - ღვთაებრივი და ადამიანური ნების შეერთებისა დაშერწყმისაკენ. ანუ იმისკენ, რაც უნდა იყოს ერთადერთი მთავარი აზრი დამიზანი ჩვენი ცხოვრებისა; ყველაფერი სხვა კი, მასთან შედარებით, ამაოებაა.ჩვენში რომ მოხდეს სინერგია, აუცილებელია, შევძლოთ საკუთარი თავისა დაღმერთის, ჩვენი შესაძლებლობისამებრ, შეცნობა; ამისთვის კი უპირველესიპირობა ის არის, რომ ადამიანი წმინდა ნათლობით შეუერთდეს ქრისტეს; ასევე,ყოვლად აუცილებელია, თითოეულ ჩვენგანში მოხდეს პიროვნული შეხვედრაღმერთთან.ეს აუხსნელი, ადამიანური ლოგიკისათვის მიუწვდომელი მეტად შთამბეჭდავიმოვლენაა, რომელიც არავინ იცის, ვისთან და როდის აღესრულება. ისიცშეიძლება, რომ არასწორად ვცხოვრობდეთ, ცუდად ვიქცეოდეთ, ღმერთზეფიქრსაც კი გავურბოდეთ, მაგრამ განსაცდელი, ან სხვა რამ შემთხვევაგამოგვაფხიზლებს, თვალს აგვიხელს ჩვენი ცხოვრებისა და აზროვნების წესსსრულიად შესცვლის და ჩვენი ნებითა და მონდომებით სიხარულითმიგვმართავს ცხონების ვიწრო და ეკლიანი გზისაკენ. * * * დღეს სხვა დროა, იტყვის მავანი ... ჩვენ სხვა სამყაროში შევაბიჯეთ და ის, რაცადრე იყო მისაღები და მოსაწონი, თანამედროვეთათვის მოძველებულია დაარაფრისმომცემი.მართლაც, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, როდესაც ინტერნეტმა მოიცვამსოფლიო, ახალი ერა დაიწყო. ტექნიკის სფეროში, თანამედროვე სამყაროში,ახლა უკვე საოცარი პროგრესია მიღწეული, თუმცა თავი იჩინა ფრიადსერიოზულმა გამოწვევებმაც, რაც გვაფიქრებინებს, რომ ჩვენ ყველანიდედამიწის, როგორც უკვე ერთიანი საერთო სივრცის ნაწილნი, ყოფითცხოვრებას ან მკვეთრად გავიუმჯობესებთ, ან გადაულახავი დაბრკოლებებისწინაშე აღმოვჩნდებით.გამოსავალი, რა თქმა უნდა, არსებობს და იგი, ჩვენის აზრით, მხოლოდ ერთია:ყველაზე მთავარი აქცენტი ყველას მიერ გადატანილი უნდა იქნას ადამიანზე დაყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ წინა პლანზე წამოიწიოს იმღირებულებებმა, რაც მას შემოქმედთან დააახლოებს; ზეადამიანად გახდომისამპარტავნული სურვილი კი დაღუპვის წინაპირობად გვექცევა.,,სიცოცხლე ან სიკვდილი,“ - ამ არჩევანის წინაშე აღმოჩნდა დღეს ადამის მთელიმოდგმა. ასეთი მასშტაბური და ყოვლისმომცველი ნაბიჯი მანამდე არ გვქონიაგადასადგმელი.„აირჩიე სიცოცხლე,“ - მოგვიწოდებს მოციქული.მორწმუნეთათვის ეს ნიშნავს მცნებების დაცვით უფლის მიმსგავსებას,მაღალზნეობრივ პიროვნებად ჩამოყალიბებას, ნიშნავს ღვთის სადიდებლადსხვისთვის ცხოვრებას, რათა შემდეგ ცათა სასუფევლის მკვიდრნი გავხდეთ დამარადიულად ღმერთთან ვმყოფობდეთ.ათეისტებისათვის კი ასეთი აზროვნება გაუგებარია და მიუღებელი, რადგანისინი ეყრდნობიან ფორმულირებას: მჯერა ის, რასაც ვხედავ და არ მჯერა იმის,რაც უხილავია. ამიტომაც არც ღმერთის სწამთ, არც ჩვენი სულის არსებობის და არც მისი უკვდავების; ამასთან, მიიჩნევენ რა, რომ გარდაცვალებით ყველაფერიმთავრდება, ამქვეყნიური კეთილდღეობის ნებისმიერი საშუალებით მიღწევას,ხშირ შემთხვევაში, არ ერიდებიან.* * * მაგრამ, მორწმუნენი ვართ, თუ ურწმუნონი, როდესაც თუნდაც ამქვეყნიურჩვენს უკეთეს მომავალზე ვფიქრობთ, აუცილებლად წამოიჭრება მრავალიკითხვა, მათ შორის იმის შესახებ, თუ როგორ დავძლიოთ სიღატაკე,უმუშევრობა, დევნილთა პრობლემები, როგორ აღვიდგინოთ ტერიტორიულიმთლიანობა? ... მაგრამ, ასევე, წამოიჭრება სხვა კითხვებიც, რომლებიც მუდამაწუხებდა კაცობრიობას: რატომ დავიბადეთ? რატომ ვკვდებით? ვინ მოგვცასიცოცხლე? რა არის იგი? რისთვის ვართ მოწოდებულნი? ...რა თქმა უნდა, ორივე მიმართულებით გვმართებს ფიქრი, მაგრამ ამ ეპისტოლეშიიმ თემებზე გავამახვილებ ყურადღებას, რაც სულიერ სფეროს მოიცავს დაღვთისკენ სავალი გზების ძიებაში დაგვეხმარება.* * * ბიბლიის პირველივე თავიდან გაცხადებულია დიდი საიდუმლოებანი მცენარეთა,ცხოველთა, ზღვის და ცის ბინადართა, ასევე, ღვთის მიერ სამყაროს შექმნის,ადამიანის დაბადებისა და მისი დანიშნულების თაობაზე.„მე ვარ ანი და ჰოე, დასაწყისი და დასასრული“(გამოცხ. 1.8), - ბრძანებსმაცხოვარი.„დასაწყისში იყო სიტყვა (ლოგოსი) და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყოღმერთი ... ყოველივე მის მიერ შეიქმნა, მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყოადამიანთა ნათელი ...“ (ინ I.1-4); ,,წყალობით მდიდარმა ღმერთმა ... შეცოდებითმკვდარნი გაგვაცოცხლა ქრისტესთან ერთად“ (ეფეს.2,4-5) და ,,ღვთის ძისადმირწმენით გვაქვს საუკუნო სიცოცხლე“ (I ინ. 5,13), - ვკითხულობთ "ახალაღთქმაში. სიკვდილი კი ცოდვის შედეგია, რომელიც მის გარეშე არ არსებობს და მასზეადამოკიდებული.„ცოდვის საზღაური არის სიკვდილი“ (რომ. 6,23), - ბრძანებს მოციქული. ხოლორადგან „გულისთქმა ხორცის, გულისთქმა თვალის და ამპარტავნებაამქვეყნისაგან მომდინარეობს“ (I ინ. 2-16) და უფალთან კავშირი არა აქვს, ამწესით მცხოვრებნი თავისი ნებით შორდებიან სიცოცხლის, სიწმინდის,სინათლის წყაროს, - ღმერთს და სულიერ სიკვდილს ექვემდებარებიან.უფალთან ყოფნა კი ნიშნავს იმას, რომ უნდა მოვკვდეთ ცოდვისათვის, ანუდავძლიოთ ის გაუკუღმართებანი, ადამის დაცემის შემდეგ რომ შევიძინეთ.ღმერთთან მიახლებაში, მხოლოდ განსწავლულობა და მეცნიერული პროგრესივერ დაგვეხმარება; აუცილებელია სულიერი სიწმინდის მოპოვება, რადგან„ღმერთი სულია და მის თაყვანისმცემლებს მართებთ სულითა და ჭეშმარიტებითთაყვანისცემა“ (ინ. 4,24).წმინდა მაკარი ეგვიპტელი წერს: როგორც სხეულს სხვა და სხვა ორგანო დაფუნქცია აქვს, ასევე სულსაც აქვს სხვა და სხვა გამოვლინება და ფუნქცია.სულის თვისებაა, მაგალითად: განსჯა, ნებელობა, სიყვარული, შემოქმედებითიუნარი; სირცხვილის, მორიდების, თავმდაბლობის გრძნობა;სიმართლისმოყვარეობა, მოწყალება, სინანული, სიბრალული, სიხარული... ისინიღვთივბოძებული ნიჭებია, რომლებიც ჩვენს შინაგან ადამიანს ქმნის.ცოდვებით შებღალული, უფლის ნათელს მოკლებული სულის თვისებები კიარის: ამპარტავნება, შური, კადნიერება, ღვარძლი, უსამართლობა ...ამ უნარებს სული ჩვენს გულსა და გონებაში ავლენს; ეს, რა თქმა უნდა, არ არისმხოლოდ ანატომიური გული და ტვინი, მაგრამ სწორედ მათში ხორციელდებაჩვენთვის გაუცნობიერებელი კავშირი სულთან და, ძირითადად, აქ იყრის თავსჩვენი შინაგანი განცდები. რაც თვალია სხეულისათვის, ისაა გონება სულისათვის. გონებისაგანმომდინარეობს აზროვნებისა და განსჯის შესაძლებლობა, გულში კიმგრძნობელობითობა ვლინდება. თუმცა, რასაც ადამიანი გრძნობს გულით, იგიგონებასაც მოიცავს.და ამ დროს უნდა მოხდეს უმნიშვნელოვანესი რამ: გონებისა და გულისგაერთიანება, „გონების ჩასვლა გულში" და გონების მიერ მისი წარმართვა. ასეთიგული არის გული გონიერი. იგი საშუალებას არ აძლევს უკეთურ ფიქრებსშემოიჭრან და ცოდვად იქცნენ; არამედ ფხიზელი გონებით უკუაგდებს მათ და არშეიწყნარებს. ამგვარი გული და გონება მიმართულია უფლისაკენ და ჩვენისწორი სულიერი ცხოვრების ცენტრი ხდება.წმ. მამები წერენ: ძირითადად, ოთხი რამ იცავს სულს: ქველმოქმედება,ურისხველობა, ჭირთა დათმენა, წყენის დავიწყება.ძირითადად, ასევე, ოთხი რამ ვნებს მას: მოყვასის სიძულვილი, შური,განკითხვა, მკვლელობა.საერთოდ, გონება ადვილად იმღვრევა, მაგრამ მალევე იწმინდება ლოცვით,წმინდა წერილის, წმინდათა ცხოვრებისა და მათი დარიგებების კითხვით.გულის სიწმინდის მოპოვებას კი ხანგრძლივი სულიერი შრომა სჭირდება. ამისმიღწევა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ადამიანისწრფელი და განწმენდილი გული არის ის ადგილი, სადაც ღმერთი ივანებს.ინებოს მაცხოვარმა, როგორც სრულიად საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში,ეს სინერგია, ეს შეხვედრა ყველას გულში განხორციელდეს.უფალს ჩვენი მონანული და მადლიერი გული უნდა შევაგებოთ და გავახაროთ.საკუთარ ცოდვათა შემცნობი ადამიანი ფრიად სათნოა ღვთისთვის.ძველ „პატერიკში" წერია:ერთხელ შეწუხებულმა ხალხმა ღმერთს მიმართა: -რატომ არის ამდენი მკვლელობა, გაუტანლობა, სიძულვილი, უბედურება?- თქვენ ეს არ მოგწონთ? - ჰკითხა უფალმა.- რა თქმა უნდა, არა, - იყო პასუხი.და მიუგო: - მაშ, რატომ ომობთ, რატომ ბოროტმოქმედებთ, განიკითხავთ დამძლავრობთ ერთმანეთზე?!მართლაც,ეს ყველაფერი ხომ ჩვენი ნების, ჩვენი არჩევნის შედეგია.რაოდენ უკეთესი იქნებოდა, ყველას ის გვეკეთებინა, რაც მოსაწონიაღვთისთვის! * * * მაცხოვრის მოვლინებით თითოეული ჩვენგანის დაბადებას უდიდესი აზრიმიენიჭა, რადგან ამ დღიდან ყოველ ადამიანს, განურჩევლად ასაკისა, სქესისა,ეროვნებისა, აღმსარებლობისა და საზოგადოებრივი მდგომარეობისა, მიეცაშესაძლებლობა, თავისი დაბადების დღე უკვდავყოს და იესოს ამქვეყნად შობააქციოს ცათა სასუფეველში, მარადიულ ნეტარებაში, თავისი შობისგანმსაზღვრელად.ამიტომაცაა ეს დღესასწაული ჩვენთვის დიდი ზეიმის, სიხარულისა დაბედნიერების მომნიჭებელი.ჩვენს მიწიერ ყოფაში დაცემაც და წამოდგომაც, წარმატებაც დაწარუმტებელობაც მონაცვლობენ.თუ დიდი ტკივილი ან განსაცდელი შეგხვდათ, ადამიანთა ბოროტების, მტრობის,შურის, ღალატის მსხვერპლნი გახდით, გული არ გაიტეხოთ. მიიღეთ ეს, როგორცთქვენთვის სარგო მწარე, მაგრამ მაკურნებელი წამალი, მიიღეთ, როგორცთქვენგან გასავლელი გზის საჭირო მონაკვეთი, რომელიც აუცილებლად დასრულდება. თუმცა მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თქვენიგული და გონება როგორ უპასუხებს ასეთ გამოწვევებს.რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენგანს ჩვენი ჯვარი გვაქვს სატარებელი, მაგრამარის საერთო განსაცდელებიც. მაგალითად, დღეს პანდემიაა ასეთი.ხალხი დაითრგუნა მუდმივი უარყოფითი ინფორმაციით, ჩაკეტვით,სიკვდილიანობით ... მართალია, მსხვერპლი დიდია და სიფრთხილეყოვლადაუცილებელი, მაგრამ სასოწარკვეთას არ უნდა მივეცეთ და არცშევშინდეთ. უნდა განგვამტკიცოს რწმენამ იმისა, რომ გარდაცვალება არნიშნავს არსებობის შეწყვეტას, რადგან ადამიანის სული უკვდავია. მთავარია,სულიერი სიკვდილის, მარადიული ტანჯვის მსხვერპლნი არ გავხდეთ.ყოვლადწმინდა სამებას ვავედრებ ჩვენგან წასულ ჩვენს სულიერ შვილებს, რომშეიწყალოს ისინი და აცხოვნოს.საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, საზღვარგარეთ მცხოვრებთანამემამულეთ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მყოფთ, საერთოდ,ყველას, ვისთვისაც ძვირფასია შობის დღესასწაული და ვინც თავს ჩვენიეკლესიის შვილად მიიჩნევს, - გთხოვთ, იცხოვრეთ ერთმანეთისა დასამშობლოსათვის.ჩვენ, ღვთის განგებით, ერთ სივრცეში, ერთ პერიოდში იმიტომ მოგვიწია ყოფნა,რომ ამ მოცემულობაში უნდა გამოვიცადოთ, უნდა შევძლოთ ღვთისსადიდებლად „ურთიერთას სიმძიმე ვიტვირთოთ და ესრეთ აღვასრულოთსჯული იგი ქრისტესი“ (გალატ. 6.2).ჩვენი დამოკიდებულება შვილებთან, მშობლებთან, და-ძმებთან, ახლო თუშორეულ ნათესავებთან, მეგობრებთან, მეზობლებთან, თანამშრომლებთან,ნებისმიერ სხვა პიროვნებასთან, ისევე, როგორც ჩვენი დამოკიდებულებასნეულთა, პატიმართა და გაჭირვებულთადმი, პირადი და საქვეყნო საქმისადმი,გარდაცვლილი ახლობლებისა და წინაპრებისადმი, ცხოველებისა და გარემოსადმი ... უდიდესი გამოცდისა და პასუხისმგებლობის წინაშე გვაყენებს,რადგან სადაც არ უნდა ვიყოთ და ვინც არ უნდა ვიყოთ, ყოველი ნაბიჯი ჩვენიცხოვრებისა, მნიშვნელოვანია.ძნელია ასეთ დიდ სივრცეში იმოქმედო და შეცდომები არ დაუშვა. ჩვენიეგოისტური ,,მე“ ხომ მუდმივად უძებნის გამართლებას ჩვენს ცოდვებს, არასწორსაქციელს ... ამასთან, საკუთარ თავს ადვილად ვპატიობთ იმას, რაზეც სხვასმკაცრად ვთხოვთ პასუხს. ხშირად კი, საერთოდაც ვერ ვხედავთ ჩვენს ცოდვებს.უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის გარედან შეხედვა, ჩვენი ქმედებების სხვისითვალით შეფასება და ობიექტური განსჯა. ეს არის ამოსავალი წერტილი ჩვენისწორი სულიერი ხედვისთვის. მაშინ უკვე ღვთის შეწევნით, სინანულით,აღსარებითა და ზიარებით ყველაფრის გამოსწორება და კეთილად წარმართებაიქნება შესაძლებელი.თითოეულმა ჩვენგანმა ერთი წლის მანძილზე თუნდაც ერთი არასწორი ჩვევა ანთვისება რომ აღმოვფხვრათ, რამდენად უკეთესი გახდება ცხოვრება! დაისახეთეს მიზნად. * * * გაუფრთხილდით დროს!დრო ძალიან ძვირფასია, თუ მისი საშუალებით ცხონებას მოვიპოვებთ;დაკარგულ დროზე დასანანიც არაფერია, თუ იგი წარწყმედის მიზეზად გვექცევა(ჩვენ კი ხშირად სწორედ ფუჭად გატარებული დროით ვხარობთ).არდავიწყება გვმართებს იმისაც, რომ დროის მოთხოვნილებები, დროის სულიცვალებადია; ხშირად იგი ცრუ იდეალებს გვთავაზობს და ბევრი შეჰყავსშეცდომაში იმის მიუხედავად, რომ ხედავენ, რაც გუშინ სამაგალითოდითვლებოდა, მას დღეს დასცინიან და რასაც დღეს აქებენ, ხვალ შეიძლებადაიწუნონ. სწორად მოიქცევი, თუ შეძლებ, იაზროვნო ისე და აკეთო ის, რაც მარადიულიცხოვრებისთვის იქნება სარგებლის მომტანი.ამიტომაც, ორიენტირად ღმერთი და მისი ღირებულებები აირჩიე, იგია მხოლოდუცვალებელი, ზედროული და ჭეშმარიტი. მიემსგავსე ლოტს, რომელიც ყველაზემძიმე გარემოში, სოდომში, ცხოვრობდა, მაგრამ უფლის მცნებას არ ღალატობდა.ამას შენც შეძლებ, თუ მუდმივად უფალს დაეყრდნობი და მისი მცნებებითიმოქმედებ. ეკლიანია ეს გზა, მაგრამ თან ახლავს სიხარული განსხვავებული,რომელიც ყველა განსაცდელს, ყველა სირთულეს ადვილად დაგვაძლევინებს,ზოგს შეუმჩნევლადაც, იმის მსგავსად, როგორც ჯანსაღ სხეულში შეუმჩნევლადმიმდინარეობს სხვადასხვა ურთულესი პროცესი.შენ ხარ მოწოდებული, რათა იყო შემოქმედის თვალშეუდგამი ნათლისთანაზიარი; მთელი სამყარო, როგორც ცოცხალი წიგნი, შენს წინაშეა გადაშლილიდა ქადაგებს ყოვლადწმიდა სამების დიდებას. სიყვარულით გვიმზერს ბეთლემსშობილი ყრმა იესო, თავისკენ გვიხმობს და მოგვიწოდებს:აირჩიე სიცოცხლე, აირჩიე ნეტარი მარადიულობა!ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელნო, რუსნო, ასირიელნო,სომეხნო, ებრაელნო, აზებაიჯანელნო, უდინნო, იეზიდნო, ქურთნო, ინგუშნო,ჩერქეზნო, ჩეჩენნო, ლეკნო, ყოველნო შვილნო ივერიის ეკლესიისა, - იხარებდით,რამეთუ ღმერთი გამოჩნდა დღეს ხორცით; აქებენ მოგვნი, მწყემსთა თანაგანკვირვებულნი, შობასა მისსა ქალწულისაგან და დიდებასა შესწირვენანგელოზთა გუნდთა თანა (იოანე მტბევარი).ჩვენც ანთებული სანთლით კრძალვით მივეახლოთ მას და სიხარულითღაღადვყოთ:დიდება ძალსა შენსა, მხსნელო ყოველთაო!დიდება და მადლობა შენდა, საღმრთოითა მადლითა სოფლისა აღმავსებელო! დიდება შენდა, სასოებაო ჩვენო, დიდო მღვდელმთავარო, მეფეო და ღმერთოჩვენო!თქვენთვის მარადჟამს სიყვარულით მლოცველი",-ნათქვამია ეპისტოლეში. palitratv.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts