პლანეტა.გე Posted January 6, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2022 მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტმა პროტესტის უკიდურესი ფორმის გამოყენების შესახებ ულტიმატუმის ვადა იანვრის ბოლომდე გადაწია. ულტიმატუმის ვადა დღეს, 6 იანვარს იწურებოდა.როგორც თუთბერიძემ განაცხადა, თუ სააკაშვილის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ის პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს.“იმ შემთხვევაში თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მას არ გაეწევა ადეკვატური სამედიცინო დახმარება იანვრის თვის განმავლობაში, ის მიმართავს პროტესტის უკიდურეს ზომებს…მე არ მახსოვს არცერთი დარღვეული ულტიმატუმი ან დაპირება მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც გაურბიან ობიექტური სასამართლოს ჩატარებას,” – თქვა შოთა თუთბერიძემ. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს ორი მოთხოვნა აქვს – მასთან დამოუკიდებელი ექიმების ჯგუფი შევიდეს და კომუნიკაცია სრულყოფილად აღდგეს. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts