Jump to content
Planeta.Ge

newsreport.ge/ საქართველო მე-6 ტალღის დაწყების წინაშეა, „ომიკრონი“ შემთხვევების რაოდენობას მინიმუმ 3-4-ჯერ გაზრდის – კულუმბეგოვი


Recommended Posts

“საქართველო მე-6 ტალღის დაწყების წინაშეა, „ომიკრონი“ შემთხვევების რაოდენობას მინიმუმ 3-4-ჯერ გაზრდის ” – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „ინტერპრესნიუსთან“ ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

“ამ ეტაპზე, რასაც ჩვენ ვხედავთ, საქართველო კორონავირუსის გარდაუვალი მე-6 ტალღის დაწყების წინაშეა. დიდი ალბათობით, შემთხვევების 30% ან მეტი „ომიკრონით“ არის გამოწვეული. „ომიკრონისთვის“ დამახასიათებელი ელვისებური, თუ ცეცხლისებური გავრცელების თვისებიდან გამომდინარე, გარდაუვალია – იანვარის მეორე ნახევრიდან, ქვეყანაში „ომიკრონი“ დომინანტი გახდება. ეს რასაკვირველია, დიდი რისკია. ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას მინიმუმ 3-ჯერ და 4-ჯერ გაზრდის, რაც დაბალი ვაქცინაციის ქვეყანას რისკის ქვეშ აყენებს. ძალიან რთულია რა პროგნოზი იქნება ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვის კუთხით და ასე შემდგომ.

სხვა ქვეყნის მაგალითებს ვუყურებთ, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი, რომელმაც ინფექცია გადაიტანა, ან ვაქცინაცია ჩაიტარა ავად ხდება, თუმცა ამ ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი გადატანილი ინფექციის ან ვაქცინაციის გამო, ნაკლებად საჭიროებს ხელოვნურ ვენტილაციას. ჰოსპიტალიზაცია მაღალია, მაგრამ მძიმე პაციენტების რაოდენობა არ არის მაღალი.

საქართველოში მთლიანი მოსახლეობის 31 პროცენტი არის აცრილი, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ძნელია პროგნოზის გაკეთება თუ როგორ იმოქმედებს „ომიკრონი“ ჩვენს ეპიდემიოლოგიურ ტრაექტორიაზე, კერძოდ, ჰოსპიტალიზაციასა და სიკვდილობაზე.

ვაქცინაციის ტემპი არ არის დამაკმაყოფილებელი. ის, რომ მოზრდილი მოსახლეობის ინტერესი გაიზარდა და სახელმწიფომ ასეთი ნაბიჯები გაადგა, მისასალმებელია, მაგრამ უფრო მეტი საინფორმაციო კამპანიაა მისახმარებელი, რომ ადამიანებს გავუადვილოთ გადაწყვეტილების მიღება.

როგორც ჩანს, მხოლოდ ფინანსური მოტივაცია საკმარისი არ არის, დასაბუთებაც სჭირდება, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ორჯერ აცრა, თუ „ბუსტერი“. კომპლექსური ღონისძიებებია საჭირო“,- აღნიშნავს კულუმბეგოვი.

 

newsreport.ge/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...