პლანეტა.გე Posted January 5, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2022 რუსთავის ციხეში კვლავ არ შეუშვეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი. ნიკოლოზ ყიფშიძემ მას სთხოვა, გადადოს პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის მიმართვა და ექიმების შესვლას დაელოდოს.“მქონდა მე მოლოდინი, რომ შემიშვებდნენ, მაგრამ დაშვება არ გაქვთო. იმიტომ მოვედი დღეს აქ, რომ ეხლა რომ მოეცათ საშუალება მენახა, იქნებ გადაეფიქრებინა ამ უკიდურესი ფორმის, დაწყება, შიმშილობის დაწყება. თუ გვისმენს მიშა, ვეტყოდი, რომ მიშა, მოიცადე კიდევ ცოტა ხანი, ექიმები ადრე თუ გვიან შემოვლენ შენთან, და თუ შეიძლება გადადე შენი ულტიმატუმი დღე”, – თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ რუსთავის ციხესთან.ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს ორი მოთხოვნა აქვს – 6 იანვრამდე მასთან დამოუკიდებელი ექიმების ჯგუფი შევიდეს და კომუნიკაცია სრულყოფილად აღდგეს, წინააღმდეგ შემთხვევში, ადვოკატის თქმით, ის პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს. შოთა თუთბერიძეს არ დაუკონკრეტებია, იქნება თუ არა ეს შიმშილობა. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts