planetanews Posted January 5, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2022 მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე მედიის საშუალებით მიმართავს მიხეილ სააკაშვილს, რომ შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით ულტიმატუმის დრო გადადოს. ამის შესახებ ნიკოლოზ ყიფშიძემ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, იმედოვნებდა, რომ ციხეში შესვლისა და მისი პაციენტის მონახულების საშუალება ექნებოდა, თუმცა ციხეში არ შეუშვეს. მისი თქმით, სააკაშვილის მიერ შიმშილობის დაწყების შემთხვევაში, „სცენარი ძალიან ცუდი იქნება“. palitratv.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts