Jump to content
Planeta.Ge

newsreport.ge/ რისთვის ითხოვს ჩემი შვილის დაჭერას? სიცოცხლის მოსპობის მუქარაზე არაა საუბარი – კილაძე ჩარკვიანზე


Recommended Posts

“ქრონიკა +”-ის რედაქტორი, ელისო კილაძე Newsreport.ge-სთან საუბრისას ეხმიანება თაკო ჩარკვიანის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ კილაძის შვილი მის მეუღლეს “ნაჯახით აჩეხვით” ემუქრება, ამიტომ შსს-მ სასწრაფო რეაგირება უნდა მოახდინოს.

კილაძის თქმით, არ ესმის, რისთვის ითხოვს ჩარკვიანი მისი შვილის დაჭერას, რადგან თუ სტატუსი რეალურია, საუბარია “ნაჯახით მო###ვნაზე” და არა სიცოცხლის მოსპობის მუქარაზე.

მისივე განცხადებით, მისი შვილის პოსტი პასუხია ჩარკვიანის მეუღლის, ჯონი გიგანის მხრიდან მის შესახებ დაწერილ სტატუსებზე, რაც მიუღებელია, თუმცა “კაცებს შორის გასარჩევია და არა თაკო ჩარკვიანის წივილ-კივილით”.

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ 2 რამ აინტერესებს: ერთი, რატომ ჩაერთო ჯონდო გიგანი ჩარკვიანისა და მის დაპირისპირებაში და მეორე, რატომ გაუკვირდა თუ შვილისგან დედის გინებაზე პასუხი მიიღო.

“ჩემთვის არის ძალიან ცხადი, რომ თაკო ჩარკვიანი ასრულებს ხელისუფლების დავალებას. თაკო ჩარკიანი კონკრეტულად ირაკლი ღარიბაშვილთან არის გარიგებული. მან მიაღწია იმას, რაც უნდოდა 2013 წელს, როდესაც იგივე ნინო ჯღარკავას სთხოვდა, რომ ღარიბაშვილთან დაელაგებინა მისი ურთიერთობა და უდესიანზე ჩვენებას მისცემდა.

მე როგორც ვიცი და როგორც მან აღიარა ჩვენი ერთ-ერთი სატელევიზიო დებატებისას, ჯონი გიგანმა მისცა უკვე ჩვენება გია უდესიანის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურას. იმ პროკურატურასა და სასამართლოს, რომელსაც ჩარკვიანი აცხადებდა ივანიშვილის მორჩილ და მართულ უწყებებად”,– აცხადებს კილაძე Newsreport.ge-სთან.

ის ასევე აღნიშნავს, რომ თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო მის შვილს დაიბარებს, გამოკითხვაზე ადვოკატთან ერთად მივა.

 

newsreport.ge/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...