პლანეტა.გე Posted January 3, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 3, 2022 “სააკაშვილს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია მის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას” – ამის შესახებ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა გიორგი მშვენიერაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.“მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმება ნაჩქარევად, რომელიც ხელისუფლებამ გააკეთა, პირდაპირაა დაკავშირებული მისი საქმის გამოძიებასთან, რადგანაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა ინტენსიურად, მათ შორის, მასთან მიმართებაშიც გამოკითხვა შედგა დეტალურად და ფიქრობს, რომ სწორად ამიტომ გადადგა ხელისუფლებამ ნაბიჯი, რომ შეანელოს პროცესი. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი იქნება მის საქმეზე შეიქმნას პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის მის მიმართ არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ფაქტს და მათ შორის, იმ თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართულები”, – განაცხადა მშვენიერაძემ. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts