პლანეტა.გე Posted January 3, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 3, 2022 “თუ კომისია ინსპექტორის სამსახურის ჩანაცვლებას შეძლებს, შევალთ პარლამენტში “- ამის შესახებ ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისი თქმით პარტია პარლამენტში შესაძლოა შევიდეს საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად, თუ ნახავენ, რომ აღნიშნული კომისია ექსპრეზიდენტის საქმესთან მიმართებაში სახელმწიფო ინსპექტორის ფუნქციების ჩანაცვლებას შეძლებს. “დიდი იმედი მაქვს, რომ 50 ხმა მოგროვდება ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ, პრინციპში, ვხედავთ და დავინახეთ უკვე, რომ ასე ვთქვათ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩანაცვლება შესაძლებელია საგამოძიებო კომისიით, რა თქმა უნდა, ჩვენ შევალთ პარლამენტში და ეს იქნება ჩვენი, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობა”. – თქვა დეკანოიძემ. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts