Jump to content
Planeta.Ge

ფრიდრიხ ნიცშე


Recommended Posts

http://i003.radikal.ru/0804/88/c1520a55d94e.jpg

 

ნიცშეს ცხოვრება მისი საკუთარი აზროვნების დრამის განცდაა, იგი თვითონ არის თავისი სულიერი ტრაგედიის გმირი, ჯალათი და მსხვერპლი. მისი ყოველი აზრი პერსონაჟია, რომელიც ლანდის სახით კვლავ იზიდავს მას მომხიბლავი მაცდურობით შემეცნების წარმტაც, მაგრამ სახიფათო მწვერვალებისაკენ...

ახალგაზრდობაში გატაცებული იყო ფრანკფურტელი პესიმისტით, შოპენჰაუერით. მისი ზეგავლენით ნიცშე ანტიკურ საბერძნეთში ეძიებდა სფინქსის ამოცანას, ადამიანის და არსებობის საიდუმლობას. შემდეგ ნიცშე გაიტაცა ვაგნერმა, მისმა ტიტანურმა პიროვნებამ და ძლიერმა მუსიკამ იგი სხვა მიამრთულებით წაიყვანა.

პირველი წიგნი "Die Geburt Der Tragodie" (1872) დაწერილია ვაგნერის და შოპენჰაუერის ძლიერი გავლენით. ეს იყო ნიცშეს პირველი ნაბიჯი ფილოსოფიურ სამყაროში, რომელიც გაშმაგებულ კრიტიკას იწვევს. შემდეგ წლებში ნიცშე აღრმავებს თავის პირველ წიგნში გამოთქმულ აზრებს, ფილოსოფიაში ის კვლავ შოპენჰაუერის ერთგული მოწაფეა. მიდის ღმერთისა და ადამიანის სულის უკვდავების უარყოფისაკენ. უსმენს ვაგნერს და ცხოვრობს მისი ცხოვრებით.

მაგრამ ათი წლის შემდეგ ნიცშე ვაგნერს უწოდებს თანამედროვე მუსიკის გამრყვნელს და უარყოფს მის შემოქმედებას.

1878-ში შექმნილი "Menschliches, Allzumenschliches" მთლიანად მეტამორფოზაა. აქ მას უკვე აღარ სწამს არც გენიალობა, არც მეტაფიზიკა და კაცობრიობა. უფრო სკეპტიკოსია, ვიდრე აღფრთოვანებული იდეალისტი.

"Die frohliche Wissenschaft" (1882) მეტაფომორფოზაა, მხოლოდ ახლებურად დანახული. "მე მინდა ვიფრინო, მხოლოდ ვიფრინო" ამბობს ის. მას აღარ აკმაყოფილებს პოზიტივიზმი, "ძირს სოკრატე და გუმარჯოს ინსტიქტს".

შემდეგ იქმნება "ასე იტყოდა ზარატუსტრა", ამ წიგნით ნიცშემ "მოკლა" ღმერთი და ომი გამოუცხადა წასრულს...

"რა დაემართა ღმერთს? მე გეტყვით! ჩვენ ის მოვკალით! ჩვენ ყველანი მისი მკვლელები ვართ!"

ენგანდინის სიმაღლეზე, მის პატარა, უძრავ ტბათა შორის, რომელთა სიღრმიდან მარტოობა ლაპარაკობს, ნიცშემ იგემა ზარატუსტრას სიზმარი და შეასხა თავის სულს არწივის აღმაფრენა...

 

თუ კითხულობთ ნიცშეს და იზიარებთ თუ არა მის მსოფმხედველობას? :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი საყვარელი პილოსოფოსია ეს კაცი

თავიდან იყო ისე რომ ვერ ვიგებდი... მერე რაღაცეებში გავერკვიე...

მოკლედ მიყვარს ნიცშე :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორც ვიცი ნიცშემ ღმერთმკვდარი აზროვნების ტენდენცია შემოიტანა, როცა ადამიანმა თავისი თავი დააყენა ყველაზე და ყველაფერზე მაღლა :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორც ვიცი ნიცშემ ღმერთმკვდარი აზროვნების ტენდენცია შემოიტანა, როცა ადამიანმა თავისი თავი დააყენა ყველაზე და ყველაფერზე მაღლა :)

ახალი ზეკაცის მოდელი რომლისთვისაც ღმერთი მკვდარია და აიდიალებს საკუთარ თავს ასეთი იდეალია ნიცშესთვის ზარატუსტრა რომელიც მაზდიანობიდან მომდინარეობს წარმართული ფესვები აქვს.

ნიცშეს აქვს დაწერილი როგორ უნდა იქცეს აქლემი ლომად და ლომი ბავშვად

აქლემი ადამიანია რომელიც აქლემივით ემორჩილება პატრონს და დააქ საპალნე [ის დოგმები რაც ღმერთმა დააკისრა]

ლომი ცხოველია მებრძოლი და მეომარი ანუ განდგომილია და იღწვის ახლისკენ ეს ადამიანია რომელიც ნიცშეს აზრით ნელნელა ეგება გონს

და ბოლოს ბავშვი რომელიც სიცოცხლის ახალი საწყისია პატარა არსება რომელიუც თავიდან იწყებს ცხოვებას და სწორედ ასე უნდა დაიწყოს თავიდან ცხოვრება ბავშვმა ნიცშეს რწმენით.

კიდევ არის მაგ წიგნში ბევრი საინტერესო რაღაცა და დავწერ მერე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ახალი ზეკაცის მოდელი რომლისთვისაც ღმერთი მკვდარია და აიდიალებს საკუთარ თავს ასეთი იდეალია ნიცშესთვის ზარატუსტრა.

კიდევ არის მაგ წიგნში ბევრი საინტერესო რაღაცა და დავწერ მერე.

ზარატუსტრა არის ზეწიგნი

და კიდევ იმაზე უფრო მეტი რაც შეიძლება უბრალოდ წიგნზე მაღლა იდგეს.

 

 

ზარატუსტრა მიმართავს ხალხს:

"თქვენ განვლეთ გზა ჭიაყელიდან ადამიანამდე და ბევრი თქვენგანი უფრო მაიმუნია, ვიდრე სხვა რომელიმე მაიმუნი... გაფიცებთ ძმანო იყვნეთ ერთგულნი ამა სოფლისა და არ დაუჯეროთ მათ, ვინც საიქიო იმედებზე გელაპარაკებიან! მე თქვენ გასწავლით ზეკაცს, რომელიც არის აზრი ქვეყნიერებისა!"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზარატუსტრა არის ზეწიგნი

და კიდევ იმაზე უფრო მეტი რაც შეიძლება უბრალოდ წიგნზე მაღლა იდგეს.

ზარატუსტრა მიმართავს ხალხს:

"თქვენ განვლეთ გზა ჭიაყელიდან ადამიანამდე და ბევრი თქვენგანი უფრო მაიმუნია, ვიდრე სხვა რომელიმე მაიმუნი... გაფიცებთ ძმანო იყვნეთ ერთგულნი ამა სოფლისა და არ დაუჯეროთ მათ, ვინც საიქიო იმედებზე გელაპარაკებიან! მე თქვენ გასწავლით ზეკაცს, რომელიც არის აზრი ქვეყნიერებისა!"

ვაბშე ნიცშეს შემთხვევაში ათეიზმი ძალიან სხვანაირად იყო რა.

ეს იყო ძალიან "აგრესიული ათეიზმი"

კაროჩე გველივით ცბიერი იყავიო იძახდა და საკამოდ "ცუდ რაღაცეებს" მოუწოდებდა რაღაც გაგებით მაგრამ ნიცშეზეა აგებული მთელი MEIN KAMPF რამაც ხელი შეუწყო ჩემს ნაცისტად ჩამოყალიბებას

საერთოდ ნიჩშემაც მომცა რაღაც მიმართულება

ეს არის შედევრი და გენიალური ნაწარმოები.

ნუ ნიცშე სექსუალურად გარყვნილი ადამიანი იყო და უამრავი დაავადება სტანჯავდა ამას გარდა იყო ბოლოს ფსიქიურად შერყეული და საგიჟედში დაასრულა სიცოცხლე.

ერთერთ ცნობილ პიროვნებასთან (მწერალთან) უნდა ჩასულიყო ქალაქში სოფლიდან ახალგაზრდობაში ნიცშე (დამავიწყდა ვის) ჰოდა მოხდა ისე რომ არ გააჩნდა კაპიკი ფული ადგა და წავიდა იმ ადამიანთან ფეხით.

ძალიან ბევრი იარა ჩავიდა ბოლოს მაგრამ არ მიიღო იმ კაცმა.

მანამდე იმ ადამიაზე ჰქონდა დაწერილი ძალიან სერიოზული სტატია რომ მისი ნაწარმოებები არის გერმანელი ერის განდიდება და საამაყო.

მოკლედ არ მიიღეს ნიცშე მდივანმა არაო არ ცალია შენთვისო...

რას იზამდა ეს ჩვენი ფრიდრიხა ადგა და ფეხითვე(!) დაბრუნდა უკან... სოფელში :)

დაჯდა და ისე მოთხარა ეს მწერალი და გაათახსირა ქვეყნის ნომერ პირველ მტერს რომ არ უზამს კაცი...

 

ადოლფ ჰიტლერი ქორწინდებოდა ჩემს ზემოთქმულ კაცის ქალიშვილზე.

მიიყვანეს ამ კაცთან (ახალი შეგრძნობილი ჰქონდა თანამდებობის გემო ჩვენს ფიურერს) და შევიდა ცხენის მათრახი ეჭირა მოკლედ ზმანზე იდგა ბიჭი :D: არადა ცხენზე არ მჯდარა ცხოვრებაში :rolleyes:

მოკლედ მოხდა ისე რომ შევიდა ამალით და გასვლისას გაიგონეს ჰიტლერის დამქაშებმა ამ პოტენციური საცოლის ხმა ახლა ფანჯრები გაანიავეთო.

მოკლედ მაგას ფიურერს ვინ ეტყოდა მაგრამ მოძებნეს ეს ნიცშეს სტატია და გამოუქვეყნეს პრესაში :D:

 

მოკლედ ახლა ნიცშეს ეს 2 სტატია არის ჟურნალისტიკის ფაკულტეტებზე ეტალონად მიჩნეული ერთი თემის ორი ძალიან რადიკალური სტატია :)

 

ბოდიშს ვიხდი იმ კარგ მოტ**ული მწერლის გვარი რომ არ მახსოვს :rolleyes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთი ნაწარმოები აქვს "სიკეთისა და ბოროტების მეორე მხარე" ფრიდრიხას ძალიან სერიოზული რამეა მარა მეინ კამპფთან ერთად მეოცე საუკუნის უარყოფიტი წიგნების ათეულში მოხვდა :D

არადა ახალგაზრდებს ცოტა ასეთებისკენ ურჩევნიათ გადახრა (16-17 წლის ასაკში) ვიდრე ისეთი ძალით მწერლების და მასხარების როგორც ბატონი პაოლო კოელიოა :rolleyes: უბადრუკი და უზრდელი მასხარა :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვაბშე ნიცშეს შემთხვევაში ათეიზმი ძალიან სხვანაირად იყო რა.

ეს იყო ძალიან "აგრესიული ათეიზმი"

მინდა მოგახსენოთ ;):

ნიცშეს ბრძოლა საკუთარ თავთან, საკუთარ ღვთისმოსაობასთან

სწავლის პერიოდში დაიწყო, და სრულებით არ იყო ეს შემთხვევითი

ეს ის პერიოდი იყო როდესაც ევროპაში სრული ანტიქრისტიანიზმი სუფევდა

და ჰეგელის აბსოლიტური იდეალისტური შეხედულებების დასასრულის შემდეგ

განსაკუთრებით იფეთქა ანტირელიგიურმა ტენდენციამ.

ამის განმტკიცებაში დიდი როლი ითამაშა ფოიერბახის "ქრისტიანობის არსებამ"

აქვე გავიხსენოთ

გაცილებით ადრე გამოსული თხზულება "სამყარო როგორც ნება და წარმოდგენა" მისი ავტორი

არტურ შოპენჰაუერი სამყაროს გამოცანის ახსნისათვის

მიმართავს არა ღმერს, არამედ ბრმა ნებას

ტაკ შტო სულაც არ მოუტანია

ნიცშეს ეს ათეიზმი

ჰაერიდან...

:ena:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუ ნიცშე სექსუალურად გარყვნილი ადამიანი იყო და უამრავი დაავადება სტანჯავდა ამას გარდა იყო ბოლოს ფსიქიურად შერყეული და საგიჟედში დაასრულა სიცოცხლე.

სანამ ნიცშე ფილოსოფიურ თხზულებებს ქმნიდა

ღრმად იყო ფილოსოფიაში ჩაფლული

ეძებდა მისი შემოქმედების გამგებთ და შემფასებელთ

მოკლედ ერთ ამბავში იყო, მისი პიროვნება და ნაღვაწი

მაინც უცნობი რჩებოდა საზოგადოებისთვის

1889 წელს გოონება დაუბნელდა

1900 წელს კი გარდაიცვალა ;)

აქედან იწყება ნიცშეს დიდების გზა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მინდა მოგახსენოთ ;):

ნიცშეს ბრძოლა საკუთარ თავთან, საკუთარ ღვთისმოსაობასთან

სწავლის პერიოდში დაიწყო, და სრულებით არ იყო ეს შემთხვევითი

ეს ის პერიოდი იყო როდესაც ევროპაში სრული ანტიქრისტიანიზმი სუფევდა

და ჰეგელის აბსოლიტური იდეალისტური შეხედულებების დასასრულის შემდეგ

განსაკუთრებით იფეთქა ანტირელიგიურმა ტენდენციამ.

ამის განმტკიცებაში დიდი როლი ითამაშა ფოიერბახის "ქრისტიანობის არსებამ"

აქვე გავიხსენოთ

გაცილებით ადრე გამოსული თხზულება "სამყარო როგორც ნება და წარმოდგენა" მისი ავტორი

არტურ შოპენჰაუერი სამყაროს გამოცანის ახსნისათვის

მიმართავს არა ღმერს, არამედ ბრმა ნებას

ტაკ შტო სულაც არ მოუტანია

ნიცშეს ეს ათეიზმი

ჰაერიდან...

:ena:

ხო ბაზარი არაა. ის ამბავი რომ მოვყევი ეგეც მაგის ათეიზმს უკავშირდება ანუ ტანჯული ცხოვრება ქონდა მაგ კაცს თან ეპოქა ხელს უწყობდა და ასეთ გენიოსებს მერე ტვინი ერევათ ხოლმე ხო ხედავ ბოლოს ტიპმა ვბშე გარეკა გადავიდა ჭკუაზე დაასრულა თავისი ტანჯული ცხოვრება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 6 months later...

"ღმერთი ვარაუდია და მსურს, რათა თქვენი ვარაუდი შემოისაზღვროს გააზრებამდიის!"

 

მე ვერ ვიტყოდი ნიცშე რომ ათეისტი იყო.

 

"ჯერ თავი არ მოგიძებნიათ და მპოვეთ მე, ესე იქმიან ყველა მორწმუნენი, ამად აქვს ნაკლები ფასი ყველა სარწმუნოებას!"

 

 

ერთი სიტყვით კარგი ფილოსოფოსი იყო. ფილოსოფოსები რომლებიც უარყოფენ ღმერთს, უფრო ადასტურებენ ღმერთის არსებობას. რაღა დაგიმალოთ და "ასე იტყოდა ზარატუსტრა" - რომ წავიკითხე უფრო დავრწმუნდი ღმერთის არსებობაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 months later...
  • 1 year later...

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...