Jump to content
Planeta.Ge

ჯავშანტექნიკა (განხილვა, სურათები)


Recommended Posts

http://b.pix.ge/d/35ght.jpg

 

 

PARS-ი (ქართულად - ლეოპარდი) არის ახალი თაობის, თვლიანი, ამფიბიური ჯავშანტრანსპორტიორი, რომელიც დაპროექტებულია და იწარმოება თურქული კომპანიის FNSS Savunma Sistemleri-ის მიერ. მანქანა განკუთვნილია, როგორც თურქეთის არმიისათვის, ასევე საექსპორტო ბაზრებისათვისაც.

 

ჯავშანტრანსპორტიორის შექმნისას ძირითადი ყურადღება მის მობილურობაზე, დაცულობაზე, მანევრულობაზე, საიმედოობასა და შიდა მოცულობის გაზრდაზე გამახვილდა. მაქანას აქვს თანამედროვე დიზაინი და მასში უახლესი ტექნოლოგიები გამოიყენება.

 

ჯავშანტრანსპორტიორ PARS-ზე მუშაობა 2002 წელს დაიწყო. PARS-ის 8 x 8 კონფიგურაციის მოდელი ფართო საზოგადოებამ პირველად 2005 წლის თებევალში, თავდაცვითი აღჭურვილობის გამოფენაზე - IDEX-ზე იხილა, რომელიც აბუ დაბიში ჩატარდა. 6 x 6 კონფიგურაციის PARS-ი კი თურქეთის არმიას ახლახანს შესთავაზეს.

 

PARS 8 x 8 2006 წელს მალაიზიის არმიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, შვეიცარიულ ჯავშანტრანსპორტიორ Piranha IIIC-სა და ფინურ ჯავშანტრანსპორტიორ Patria AMV-სთან ერთად იღებდა მონაწილეობას. 2008 წელს კი საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოუხდა, მაშინ ჯაშანტრანსპორტიორმა 11 000 კილომეტრი უდაბნოში დაფარა. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ტესტირების გავლა ჯავშანტრანსპორტიორს 2010 წელსაც მოუხდა.

 

ჯავშანტრანსპორტიორის ორი კონფიგურაცია არსებობს, ესენია: PARS 6 x 6 და PARS 8 x 8. მათი ტრანსპორტირება ადვილადაა შესაძლებელი C130-ის (PARS 6 x 6), A400-ის, C17-ისა და C5 Galaxy-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით. ჯავშანტრანსპორტიორის ორივე მოდიფიკაციის ეკიპაჟი ორი-ორი კაცისგან, მძღოლისა და მეთაურისაგან, შედგება. ეკიპაჟის განყოფილება ჯავშანმანქანის წინა ნაწილში მდებარეობს. განსხვავებული კონფიგურაციის გამო, განსხვავებულია მათი ზომებიც და შესაბამისად ჯავშანტრანსპორტიორთა დესანტის რაოდენობაც, PARS 6 x 6-ს 8-დან 11-მდე, ხოლო PARS 8 x 8-ს 13-დან 16-მდე სრულად აღჭურვილი მედესანტის ტრანსპორტირება შეუძლია. ჯავშანტრანსპორტიორში ასევე შესაძლებელია 8 ტონა ტვირთის განთავსება, რომელიც სადესანტო ნაკვეთურში თავსდება.

 

საბაზისო, 8 x 8 კონფიგურაციის PARS-ის კორპუსი ფოლადის ჯავშნითაა დაცული. ჯავშანტრანსპორტორის ჯავშანი ნებისმიერ ადგილას 7.62 მმ-იანი ჯავშანგამტანი ტყვიებისაგან დაცვას უზრუნველყოფს. მასზე, საჭიროების შემთხვევაში, ასევე შესაძლებელია დამატებითი ჯავშნის დამონტაჟებაც. მანქანის კორპუსს აქვს V-ს ფორმის ფსკერი, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ჯავშანტრანსპორტიორის დაცულობას ნაღმებისა და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების წინააღმდეგ.

 

ჯავშანტრანსპორტიორის მოდულარული დიზაინი საშუალებას იძლევა მასზე დაყენებულ იქნას მრავალი სხვადასხვა ტიპისა და კალიბრის შეიარაღება, იქნება ეს დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდულები თუ ერთ ან ორკაციანი კოშკურები. შეიარაღების სახეობა მთლიანად მყიდველის მოთხოვნილებებზეა დამოკიდებული.

 

ჯავშანტრანსპორტიორზე შესაძლებელია დამონტაჟდეს, როგორც 7.62 მმ-იანი ტყვიამფრქვევი, ასევე საზენიტო ქვემეხები და საზენიტო რაკეტებიც კი. PARS-ის ზოგიერთ ვარიანტი აღჭურვილია FNSS Sharpshooter-ის ტიპის ორკაციანი კოშკურით, რომელიც 25 მმ-იანი ქვემეხითაა შეიარაღებული. ქვემეხის მაქიმალური სწაფსროლა წუთში 200 გასროლას შეადგენს.

 

ძლიერი ღერძების წყალობით, ჯავშანმანქანაზე მძიმე შეიარაღების დაყენებაცაა შესაძლებელი, მათ შორის: 120 მმ-იანი ნაღმმტყორცნის, სარაკეტო სისტემებისა და 90 მმ-იანი ქვემეხისაც კი.

 

ძალური დანადგარის სახით ჯავშანტრანსპორტიორი აღჭურვილია Deutz-ის ტიპის დიზელის ძრავით, რომელიც 530 ცხ.ძალას გამოიმუშავებს. PARS-ის ტიპის ყველა ჯავშანტრანსპორტიორში კომპონენტების უმრავლესობა უნიფიცირებულია. კომპანია FNSS-ი ირწმუნება, რომ ჯავშანტრანსპორტიორს საწვავის ერთი გაწყობით 1500 კილომეტრზე მეტი მანძილის დაფარვა შეუძლია, რაც არაჩვეულებრივ მახასიათებლად ითვლება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მანქანის კლირენსის სიმაღლე შესაძლებელია რელიეფის ტიპის მიხედვით იქნას დარეგულირებული. მანქანა სრულად ამფიბიურია და წყლიანი დაბრკოლების გადალახვისას მას არანაირი წინასწარი მომზადება არ ჭირდება. ჯავშანტრანსპორტიორის ცურვის შესაძლებლობას წყალმტყორცნები უზრუნველყოფს, თუმცა ამაში მანქანის ბორბლებიც ღებულობს მონაწილეობას.

 

თურქეთის არმიამ კონტაქტი 1000 ერთეულზე მეტი PARS-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორის შესყიდვის თაობაზე გააფორმა, ასევე 50 ერთეულამდე მანქანაის შესყიდვას აპირებს თურქეთის საზღვაო ძალებიც. 257 ერთეული მანქანის შესყიდვაზე კონტრაქტი გააფორმა მალაიზიამაც, სულ 559 მილიონი დოლარის ღირებულების.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძირითადი საბრძოლო ტანკი მერკავა მკ.4 ისრაელის არმიამ შეიარაღებაში 2004 წელს მიიღო. ტანკი წარმოადგენს ძირითადი საბრძოლო ტანკ მერკავა მკ.3.-ის ღრმად მოდერნიზებულ, განვითარებულ და გაუმჯობესებულ ვარიანტს.

 

 

უახლესი მერკავა ცოტათი უფრო დიდია, ვიდრე მისი „წინაპარი’“ მკ.3. ახალი ძირითადი საბრძოლო ტანკი არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაცული ტანკი მსოფლიოში. ტანკს აქვს უახლესი ჯავშანი, მას ასევე გააჩნია ახალი ძრავა, რომელიც მდებარეობს ტანკის წინა ნაწილში და ერთგვარად აძლიერებს ტანკის შუბლა ჯავშანს. აქვს უახლესი მოდულარული ჯავშანი. ფსკერის დაჯავშნაც ასევე გაძლიერებულია და ის უკეთ იცავს მას ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებისაგან.

 

ტანკი შეიარაღებულია 120 მმ-იანი გლუვლულიანი ქვემეხით, რომელსაც შეუძლია გაისროლოს სხვადასხვა დანიშნულების 120 მმ-იანი ჭურვები. ტანკში ათი ჭურვი მოთავსებულია ნახევრადავტომატურ რევოლვერულ დამტენში და ნებისმიერ დროს მზადაა სასროლად. დანარჩენი ჭურვები ცალ-ცალკე მოთავსებულია სპეციალურ დაჯავშნულ კონტეინერებში, რაც იცავს ეკიპაჟს ამუნიციის აფეთქებისაგან.

 

მერკავა აღჭურვილია უახლესი ცეცხლის მართვის სისტემით. ტანკს აქვს მაღალი შედეგიანობა საჰაერო სამიზნეებთან, განსაკუთრებით კი შვეულმფრენების წინააღმდეგ ბრძოლაში. ტანკის ეკიპაჟი ოთხი კაცისაგან შედგება, ესენია: ტანკის მეაური, მსროლელი, დამტენი და მძღოლი. ამასთან ერთად, ტანკს შეუძლია გადაიყვანოს რვა სულად აღჭურვილი ჯარისკაცი ან სამი დაჭრილი მებრძოლი, რომლებიც ავტოდამტენის ადგილას თავსდებიან. დესანტს ტანკში შესვლა და მისი დატოვება შეუძლია ტანკის უკან განთავსებულ საავარიო გასასვლელიდან. მერკავა მკ.4 არასოდეს გასულა ექსპორტზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძირითადი საბრძოლო ტანკი მერკავა მკ.4 ისრაელის არმიამ შეიარაღებაში 2004 წელს მიიღო. ტანკი წარმოადგენს ძირითადი საბრძოლო ტანკ მერკავა მკ.3.-ის ღრმად მოდერნიზებულ, განვითარებულ და გაუმჯობესებულ ვარიანტს.

 

 

უახლესი მერკავა ცოტათი უფრო დიდია, ვიდრე მისი „წინაპარი’“ მკ.3. ახალი ძირითადი საბრძოლო ტანკი არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაცული ტანკი მსოფლიოში. ტანკს აქვს უახლესი ჯავშანი, მას ასევე გააჩნია ახალი ძრავა, რომელიც მდებარეობს ტანკის წინა ნაწილში და ერთგვარად აძლიერებს ტანკის შუბლა ჯავშანს. აქვს უახლესი მოდულარული ჯავშანი. ფსკერის დაჯავშნაც ასევე გაძლიერებულია და ის უკეთ იცავს მას ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებისაგან.

 

ტანკი შეიარაღებულია 120 მმ-იანი გლუვლულიანი ქვემეხით, რომელსაც შეუძლია გაისროლოს სხვადასხვა დანიშნულების 120 მმ-იანი ჭურვები. ტანკში ათი ჭურვი მოთავსებულია ნახევრადავტომატურ რევოლვერულ დამტენში და ნებისმიერ დროს მზადაა სასროლად. დანარჩენი ჭურვები ცალ-ცალკე მოთავსებულია სპეციალურ დაჯავშნულ კონტეინერებში, რაც იცავს ეკიპაჟს ამუნიციის აფეთქებისაგან.

 

მერკავა აღჭურვილია უახლესი ცეცხლის მართვის სისტემით. ტანკს აქვს მაღალი შედეგიანობა საჰაერო სამიზნეებთან, განსაკუთრებით კი შვეულმფრენების წინააღმდეგ ბრძოლაში. ტანკის ეკიპაჟი ოთხი კაცისაგან შედგება, ესენია: ტანკის მეაური, მსროლელი, დამტენი და მძღოლი. ამასთან ერთად, ტანკს შეუძლია გადაიყვანოს რვა სულად აღჭურვილი ჯარისკაცი ან სამი დაჭრილი მებრძოლი, რომლებიც ავტოდამტენის ადგილას თავსდებიან. დესანტს ტანკში შესვლა და მისი დატოვება შეუძლია ტანკის უკან განთავსებულ საავარიო გასასვლელიდან. მერკავა მკ.4 არასოდეს გასულა ექსპორტზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისტორიული ცნობა.

1972 წელს ისრაელმა წამოიწყო საკუთარი ტანკის შემუშავება, რომელიც გაგრძელდა 1977 წლამდე, როდესაც პრესას გადაეცა მონაცემები და სურათები საცდელი ტანკის “merkava”.ტანკის პირველი საჯარო ჩვენება შედგა 1979 წლის ივლისში,ისრაელის დამოუკიდებლობის დღეს,იერუსალიმის ცენტრალურ სტადიონზე. “merkava” -ს კონსტრუქციაზე ზეგავლენა იქონია ებრაელთა ომის წარმოების წესებმა, რომლებიც უპირატესობას ანიჭებდნენ თავდაცვით და პოზიციურ ბრძოლებს რომელიც მოითხოვდა გამაგრებული ადგილების მოწყობას ამაღლებულ პოზიციებზე.ასეთი ბრძოლისას დიდი ალბათობაა ტანკის გუმბათის დაზიანებისა. რისი შედეგიც იყო ეკიპაჟისა და საბრძოლო ნაწილის გუმბათიდან ტანკის უკანა ნაწილში გადატანისა,ასევე შემცირდა გუმბათის ფრონტალური სილუეტი.

მეორე ფაქტორი რომელმაც განაპირობა ტანკის კონსტრუქციის შეცვლა იყო ეკიპაჟის უსაფრთხოება.ამ მიზეზით ეკიპჟი განათავსეს დაბლა და უკან,ძრავა და ტრანსმისია განთავსებულია წინა ნაწილში და დაცულია ჩამოსხმული ერთიანი მძიმე ჯავშნით,რომლის შიგნითაც ოდნავ მოშორებით ასევე ჩამონტაჟებულია დაჯავშნული 60-მმ ფილა,ამ ორ ჯავშანს შორის განთავსებულია საწვავის ავზი.ძრავის უკან განთავსებულია კიდევ ერთი 20-მმ ჯავშან – ტიხარი,ასეთი სახით ეკიპაჟი დაცულია ჭურვის პირდაპირი მოხვედრისაგან. ტანკის სქელი ჯავშანი წარმოადგენს ერთიან ჩამოსხმულ მონოლითს,ასევე ჩამოსხმულია გუმბათის ძირითადი ნაწილიც,შედუღება გამოყენებულია გუმბათის წინა ნაწილის რამოდენიმე ფილაზე ლულის გუმბათთან მიერთების ადგილებში.შეიარაღება.

 

ტექნიკურ-მატერიალური გამარტივებული უზრუნველყოფისათვის ტანკზე დამონტაჟდა 105-მმ ამერიკული ქვემეხი М68 (ინგლისურის ლიცენზირებული ვარიანტი L7A1). მაგრამ ტანკის გუმბათი ისე იყო კონსტრუირებული რომ საჭიროების შემთხვევაში მასზე შესაძლებელი იყო უფრო დიდი კალიბრის მქონე ქვემეხის მონტაჟი. “merkava”-ს საბრძოლო მარაგი შეადგენს 62 გასროლას, საწიროების შემთხვევაში საბრძოლო მარაგის გაზრდა 85 ჭურვამდეა შესაძლებელი. საბრძოლო მარაგში შედის 5 ტიპის ჭურვი:ჯავშანგამტანი, ჯავშანგამტანი-ქვეკალიბრი,კუმულატიური, ჯავშანგამტანი-ფუგასური დეფორმირებადი საბრძოლო თავით.

სპეციალურად “merkava”-სათვის ,ამერიკული БПС М735-ის ბაზაზე შეიქმნა ჯავშანგამტანი-ქვეკალიბრის ჭურვი,გაშლადი სტაბილიზატორებით, წინმძღოლით М111 “ხეც” (ისარი).ჭურვის ვოლფრამის გული(დიამეტრი 33-მმ) ებრაული ფირმა IMI-ს სპეციალისტების თქმით, 2000 მეტრის მანძილზე ხვრეტს 60 გრადუსის კუთხით განლაგებულ 150-მმ ფოლადის წინაღობას .ქვემეხის მარცზნივ განთავსებულია მასთან შეწყვილებული 7,62-მმ ტყვიამფრქვევი,გუმბათის მარცხენა და მარჯვენა მხარეს ასევე შესაძლებელია 2 ტყვიამფრქვევის FN MAG-ს მონტაჟი, სამივე ტყვიამფრქვევი საბრძოლო მარაგი შეადგენს 2000 ვაზნას.ასევე საცეცხლე სიმძლავრის გასაზრდელად ქვემეხის თავზე მაგრდება მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევი М2НВ. ასევე დამონტაჟებულია ქვეითთა საწინააღმდეგო 60-მმ ნაღმტყორცნი,რომელიც განთავსებულია გუმბათის მარჯვენა ბორტზე მეთაურის ლუქის გვერდით.მანევრულობა

 

თითქმის ყველა ებრაულ ტანკზე დგას “ტელედაინ კონტინენტალი”-ია ფირმის დიზელის ძრავა AVDS-1790 , მერკავას სერიული 60 ტონიანი მოდელისათვის არ იყო საკმარისი და გააძლიერეს 900 ც/ძ-ამდე.

სავალი ნაწილი “merkava”-სთვის შეიმუშავა ინგლისურმა ფირმამ ებრაელი სპეციალისტების თანამონაწილეობით , რომლებმაც სამუშაო მოდელად აიღეს ტანკ ცენტურიონის სავალი ნაწილი.

 

მოდიფიკაციები:

 

“merkava siman 1” (“merkava Мк.1”)

 

პირველი მოდელი. ძრავა “ტელედაინ კონტინენტალი”AVDS-1790-6A в 908-ც/ძ.ჰიდრომექანიკური ნახევრადავტომატური ტრანსმისია “ელისსონ” CD850-6BX, 105-მმ დაღარული ქვემეხი М68, СУО “matador Мк.1”

 

“merkava siman 2” (“merkava Мк.2”)

 

მეორე მოდელი, СУО “matador Мк.2”, ახალი საბორტე ჯავშანი, ებრაული ფირმის “ashot” ახალი ავტომატური ტრანსმისია , გუმბათს დაემატა ჯავშანი ,ნაღმტყორცნი განთავსდა კორპუსის შიგნით,ასევე დაემატა თბოვიზორი.

 

“merkava siman 2 bet dor dalet” (“merkava Мк.2В მე-4-ე თაობის ჯავშნით”)

 

ადრეული მოდელების “merkava Мк.2В”-საგან ძირითადად განსხვავდება; გუმბათისა და კორპუსის დამატებითი ჯავშნი,მიუხედავად ტანკის საიმედოობისა გადაწყდა მისი გაუმჯობესება. ტანკზე დამონტაჟდა ეგრედწოდებული “მოდულური ჯავშანი ” რომელიც მაგრდება სპეციალური სამაგრებით ტანკის კორპუსზე,რომელიც წარმოადგენს მრავალშრიან ჯავშანს. მისი უპირატესობა მდგომარეობს იმაში რომ კორპუსზე ჭურვის მოხვედრისას ადვილად შეიძლება დაზიანებული ადგილის შეცვლა სხვა ფილით.

სხვა ფაქტორი რომელიც განაპირობებს ტანკის სიცოცხლისუნარიანობას ბრძოლის ველძე არის ის რომ გამოყენებულ იქნა მოწინააღმდეგის აღმოსაჩენი მილიმეტრული დიაპაზონის რადიოლოკაციური სადგური რომელიც ეკიპაჟს საშუალებას აძლევდა დროული გადაწყვეტილების მიღებაში.

ტანკზე დამონტაჟდა გერმანული ვარიანტის 120 მმ ქვემეხი MG251 -ის ებრაული ვარიანტი, რომელიც ორიგინალისგან განსხვავდებოდა იმით რომ მას შეეძლო გაესროლა როგორც ამერიკული ისე გერმანული ჭურვები. მხოლოდ საბრძოლო მარაგი შემცირდა 48 ჭურვამდე.

ძრავა AVDS-1790-9AR ფირმა“ტელედაინ კონტინენტალი” 1200 ც/ძ, გაუმჯობესდა ჰიდრომექანიკური ტრანსმისია..

 

“merkava siman 3”-ის პირველი პარტია ისრაელის არმიას მიეწოდა 1990 წელს და მისი ფასი შეადგენდა 2,3 მილიონ დოლარს.ტანკი merkava არასოდეს არ გაყიდულა ექსპორტზე ამჟამად ისრაელის განკარგულებაშია 1,050-“merkava siman 2” და 700-“merkava Мк.3”.

 

“merkava siman 3 bet” (“merkava Мк.3В”)

“merkava Мк.3В”-მ შეცვალა სერიული წარმოებიდან “merkava Мк.3” გააჩნია გაუმჯობესებული ჯავშანი..

 

“merkava siman 3 bet bazz” (“merkava Мк.3В bazz”)

 

“merkava Мк.3В bazz”-მ შეცვალა სერიული წარმოებიდან “merkava Мк.3В” . ძირითადი განსხვავებები ახალი ცეცხლის მართვის სისტემა “ bazz” (კომერციული სახელწოდდება – “Knight Mk.3”). “bazz”-ს შეუძლია ავტომატურ რეჟიმში გააცილოს მოძრავი სამიზნე ,რაც ერთი ორად ზრდია მათი განადგურების ალბათობას ,ასევე შესაძლებელს ხდის დაბლა მფრენ ვერტმფრენებთან ბრძოლას.ასევე მეთაურს გააჩნია დამოუკიდებელი პანორამული სამიზნე.ახალი ტანკი “Меркава” Mк 4 საზოგადოებას წარუდგინეს 2002 წელს. 2004 წელს პირველი ბატალიონი აღიჭურვა ახალი ტანკებით.

“Меркава” Mк 4 აღჭურვილია დიზელის ვ-12 ტიპის 1500 ც/ძ ძრავით. ძრავის კომპონენტებს ამზადებს გერმანული ფირმა MTU,შემდეგ ლიცენზიით ხდება აწყობა ამერიკულ ფირმა General Dynamics Land Systems-სში შემდეგ იგზავნება ისრაელში როგორც ძალური დანადგარი GD 883. ძრავა განთავსებულია კორპუსის წინა ნაწილში.

 

ტანკ Mk 4-ზე დაყენებულია 120 მმ გლუვლულიანი ქვემეხი.გადატენვა ხდება ნახევრადავტომატური სისტემით.მბრუნავი ნახევრადავტომატური დამტენი სისტემა , მექანიზმი გათვლილია 10 გასროლაზე.

ტანკი Mk 4 დიდია ტანკ Mk 3-ზე და აქვს მხოლოდ ერთი ლუქი გუმბათში,რომელსაც იყენებს მეთაური.. წარმოების წარმომადგენლის თქმით გუმბათი შეიცვალა იმის გამო რომ წინა მოდელების გუმბათებს გააჩნდათ პრობლემები სტაბილიზაციასთან დაკავშირებით.მეთაურის მცირე გუმბათი.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, ტანკის საუკეთესო თვისებათაგან მთავარია მისი დაცვა, მასში ჩართულია ელექტრო მაგნიტური დასხივების აღმომჩენი და გამაფრთხილებელი სისტემა.გუმბათი აღჭურვილია სპეციალური მოდულური ჯავშნით. ყველა 48 ჭურვი შენახულია სპეციალურ კონტეინერში ,რათა არ მოხდეს მათი ერთდროულად დეტონაცია ჭურვის მოხვედრის შემთხვევაში.Мk 4-ის მოდულური ჯავშანი,ერთერთი მათგანის დაზიანების შემთხვევაში მისი შეცვლა შესაძლებელია ძალიან მცირე დროში.მერკავა-4 -ზე დაყენდა აქტიური დაცვის კომპლექსი Trophy.იგი გათვალისწინებულია ტანკის დასაცავად, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებისა და ყუმბარმტყორცნებისაგან.

კომპლექსის სამუშაო რეჟიმი ავტომატურია და შეუძლია მიზნის ავტომატური გაცილება . დაცული სექტორი 360 გრადუსი.4 რადიოლოკაციური სადგური რომელიც განთავსებულია გუმბათის პერიმეტრზე, მუდმივად აკონტროლებს ახლომდებარე ტერიტორიების ელექტრო მაგნიტურ ველს.სადგორი რამოდენიმე ათეული მეტრის მანძილზე აფიქსირებს ტანკისკენ გამოსროლილ რაკეტას და აძლევს ბრძანებას სისტემა Trophy-ს მის გასანადგურებლად.

ტანკის სავარაუდო ფასი 3,7 მილიონ დოლარს შეადგენს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ ტანკზე რა აზრისა ხარ ძმა

leclerc(საფრანგეთი)

http://b.pix.ge:81/v/g6nbf.jpg

http://b.pix.ge:81/t/y850x.jpg

აგერ აქ არის სრული ინფორმაცია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

barbarosa

მ ტანკზე რა აზრისა ხარ ძმა

საკამოდ ეფექტური და წარმატებული ტანკია ნუ ევროპულ უძლიერეს ინგლისურ ჩელენჯერს და გერმანულ ლეოპარდს ვერ ჯობნის

 

მაგრამ ის ამოცანები რაც საფრანგეტის თავდაცვის სამინისტროს აქვს სრულად აკმაყოფილებს აღნიშნულ ამოცანებში მონაწილეობის მისაღებად წაყენებულ მოთხოვნებს

 

თუმცა დავამატებდი რომ ტანკის განახლება არ იქნებოდა ურიგო როდის განახლდა მოდელი ბოლოს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს ტანკი დღესდღეობით ყველაზე ძვირადღირებული ტანკია,და დაწუნებულ იქნა მხოლოდ მისი მაღალი ფასის გამო,დანარჩენი ყველაფერი უმაღლეს დონეზე აქვს და არაფრით არ ჩამოუვარდება არც ჩელენჯერს და არც აბრამსს,მაგრამ ლეოპარდი მაინც პირველია :yes:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს ტანკი დღესდღეობით ყველაზე ძვირადღირებული ტანკია,და დაწუნებულ იქნა მხოლოდ მისი მაღალი ფასის გამო,დანარჩენი ყველაფერი უმაღლეს დონეზე აქვს და არაფრით არ ჩამოუვარდება არც ჩელენჯერს და არც აბრამსს,მაგრამ ლეოპარდი მაინც პირველია

ძალიან კარგი ფრანგებმა იციან საქმე

 

ლეოპარდი უმაგრესია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...