verusi Posted June 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 17, 2011 ხალხო საქართველოსთვის კობრა უფრო კარგია თუ ჩვენი დიდგორი? საერთო ჯამში რო შევადაროთ რომელს რამდენ ქულას დაუწერდით?რაც მე ვნახე ვიზუალურად, ჰამერთან შედარებით ერთი მცირე პლუსი აქვს, დაქანებული ჯავშანი აქვს, რაც ასხლეტვის საშვალებას იძლევა ტყვიის ან ჭურვის ზოგ შემთხვევაში.კობრასაც ეგრე აქვს.მაგრამ იმხელა ფართობი აქვს შუშით დაფარული, რომ უფრო საგულაო მანქანას ჰგავს და არა საბრძოლოს.თვალით ვერ შევამჩნიე ასევე ის, რომ საცეცხლე წერტები ქონდეს სხვადასხვა მხარეს. იმხელა ფანჯრებს თუ გააღებენ კიდო(თუ იღება) არა მგონია ეს კარგი დარჩეს ბრძოლაში.ისევე არა მგონია რომ 12.7 კალიბრსაც გაუძლოს, 7.62საც კი, პკმიდან ნასროლს კარგი ჯერებით. ჯავშნის სხვა ნაწილიც არ ვიცი, რა სისქისაა.თან შეგახსენებთ რომ, 12.7 კალიბრი 1000მეტროზე 2სმ ჯავშანს ხევს. მაგ ტყვიაგაუმტარ შუშებს კი სულ ბრდღვირს ადენს ისე, რომ ტყვია თუ არ მოხდა მანქანაში ვინმეს, ის შუშის ნამსხვრევები დააზიანებს.ნუ რგპ7 აღარ ვამბობ, ნაწილებად დაშლის მაგ დიდგორებს და ნაღმზეც სუსტი იქნება, რადგან ჩვეულებრივი ფორდის ბაზა აქვს. ასევე რამდენად სანდოა სავალი ნაწილი დაზიანების დროს? ჰამერს 50 კმ გავლა შეუძლია დახვრეტილი საბურავებით. რუსულ ბმდრს კი მე5ე სათადარიგო ბორბალი აქვს, რომელსაც დაზიანებულის ნაცვლად(მოგლეჯილი) იყენებს. აქედან რაა ჩვენს დიდგორებში გათვალისწინებული, არ ვიცი.მოკლედ სულ არაფერს, ალბათ ჯობია. თუ კი ზედ ნორმალური იარაღი იქნება დაყენებული.12.7 კალიბრი, ან მარკ19 ან აგს რუსული. კარგი იქნებოდა ტანკსაწინააღმდეგო ფაგოტების დაყენებაც ზედ თუ გამოვა ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტებიც.ხელის მაინც რომ იყოს ყოველი შემთხვევისთვის მის შეიარაღებაში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
CODE RED Posted June 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 20, 2011 ესენი თავიდან აგებული კონსტრუქციებია. ბაზად ალბათ მარტო შასები არის გამოყენებული, უკვე აწყობილის გადაკეთება კი არ მგონია შესაძლებელი იყოს. უბრალოდ ვერ წარმომიდგენია ხალხი სად უნდა ჩასვან? ახალის აწყობაც უფრო ნაკლები დაჯდება, ვიდრე ძველის დაჭრა, მერე თავიდან აწყობა.ეგრე ჩვენი დიდგორებიც ფორდის პიკაპის ბაზაზეა და რა, ამით ისინი ფორდებია გადაკეთებული? ხომ არა? არა რა თქმა უნდა, სულ სხვა კონსტრუქციაა.ისრაელი ტ55ებს არ უშვებს მაგრამ მათ გადააკეთეს ტ55ები რომლებიც არაბებს წაართვეს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted June 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 24, 2011 ისრაელი ტ55ებს არ უშვებს მაგრამ მათ გადააკეთეს ტ55ები რომლებიც არაბებს წაართვესტ-55ში ორი იმოდენა ძრავია და იმხელა ადგილი უკავია... ნუ ისინიც თუ ამოიღეს, მიჭრეს, მოჭრეს და სხვა ახალი უფრო მცირე ზომის და ძლიერი ჩასვეს, შეიძლება... მოკლედ მასეთ გადაკეთებას მაგ ტანკების გადადნობა და ახალის გაკეთება ჯობია)) ხო მართლა გაჭირვების დროს ყველაფერი ივარგებს.ეგრე ოსებს ქონდათ ტრაქტორები გადაკეთებული ჯავშანმანქანებად კონფლიქტის დასაწყისში, "გენერალ როდიონოვი" ქვიოდა ))) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
CODE RED Posted June 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 25, 2011 ეგრე ოსებს ქონდათ ტრაქტორები გადაკეთებული ჯავშანმანქანებად კონფლიქტის დასაწყისში, "გენერალ როდიონოვი" ქვიოდა )))ეგ არაფელია იმასთან შედარებით რასაც სერბები შვებოდნენ კრაზი ჯავშანში ჩაფლეს და მიიღეს უზარმაზარი მახინა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Michael Wittmann Posted July 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 19, 2011 თვალით ვერ შევამჩნიე ასევე ის, რომ საცეცხლე წერტები ქონდეს სხვადასხვა მხარეს. ერთს აქვს (უფრო დახრილი ბორტები რომ აქვს იმას), მეორეს მემგონი არა. ისევე არა მგონია რომ 12.7 კალიბრსაც გაუძლოს, 7.62საც კი, პკმიდან ნასროლს კარგი ჯერებით. 12,7 მმ-იანის წინააღმდეგ "დიდგორის" ჯავშანი არ არის გათვლილი. მისი ჯავშანი 7,62X54მმ-იანი ჯავშანგამტანი ტყვიებისაგან დაცვას უზრუნველყოფს. ნუ რგპ7 აღარ ვამბობ, ნაწილებად დაშლის მაგ დიდგორებს და ნაღმზეც სუსტი იქნება, რადგან ჩვეულებრივი ფორდის ბაზა აქვს.ასევე რამდენად სანდოა სავალი ნაწილი დაზიანების დროს? 6 კილოგრამი ტროტილის აფეთქებას უძლებს. მისი ფსკერი V-ს ფორმის არ არის, თუმცა სამმაგი შრისაგან შედგება. ჰამერს 50 კმ გავლა შეუძლია დახვრეტილი საბურავებით. მასეა "დიდგორის" საბურავებიც. 10-მდე ტყვიის მოხვედრას უძლებს და 60 კმ-მდე მანძილის გვლას უზრუნველყოფსო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Augustus Posted July 27, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 27, 2011 მაგეებში ფულის ფლანგვას ჯობდა აპაჩები ან კრაკადილები შეეზინათ ან კიდე მოიერიშე ვინაიდან და რადგანაც ეხლა ამ დროში მძიმე ტექნიკას ჩალის ფასი აქვს ორი კრაკადილი მთელს სატაკნო დივიზიას დაადუღებს ან ერთი სუ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Michael Wittmann Posted July 30, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 30, 2011 მაგეებში ფულის ფლანგვას ჯობდა აპაჩები ან კრაკადილები შეეზინათ ან კიდე მოიერიშე ვინაიდან და რადგანაც ეხლა ამ დროში მძიმე ტექნიკას ჩალის ფასი აქვს ორი კრაკადილი მთელს სატაკნო დივიზიას დაადუღებს ან ერთი სუ... ან ვინ მოგყიდის ან რით ყიდულობ? ერთი "აპაჩი" 20 მილიონამდე ჯდება და ტანკსაწინააღმდეგო ჯგუფში კი 6 ერთეული შედის. პლუს ამას "კაიოვები". "აპაჩების" სამოქმედოდ ჩვენი რელიეფი ხელსაყრელ პირობებს ქმნის, თუმცა არავინ მოგვყიდის და მორჩა. ჯავშანსატანკო კოლონებს ყოველთვის ახლავს, როგორც თვითმავალი საზენიტო დანადგარები, ისე გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსები, რომლებიც განსაკუთრებით ეფექტურნი სწორედ შვეულმფრენების წინააღმდეგ არიან. ნებისმიერი ტიპის სამხედრო ტექნიკას აქვს განსაზღვრული დანიშნულება. თუ გინდა ძლიერი არმია გყავდეს ყველა სფერო უნდა განავითარო. ჩვენდა სამწუხაროდ არც შესაძლებლობები გვაქვს ამისთვის და არც მომწოდებელი მხარე. რაც შეძლეს ის გააკეთეს. ისიც უნდა იცოდე, რომ ომს საჰაერო ძალებით ვერ მოიგებ, მიუხედავად ყველაფრისა საბოლოო სიტყვას მაინც სახმელეთო ძალები ამბობს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Augustus Posted July 30, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 30, 2011 ან ვინ მოგყიდის ან რით ყიდულობრავიცი რაც აქვთ ის ვისგან იყიდეს სხვა ქვეყნები მაგალითად ლათინური ამერიკის ქვეყნები სად ყიდულობენ იარაღს რო შეხედავ რუსული წარმოების არაფერი აქვთ ყველაფერი ამერიკული რო აქვთ ... სახმელეთო ჯარები ეგ ხო მარა ეგეთი სახმელეთო ჯარი რათ გინდა ჰაერს რო დაიძახებენ და ყველა ნაძვებში რო შერბის თუ საჰაერო თავდაცვა არ გაქ და მაგ მხრივ თავს გრძნობ დაუცველად მასეთ ომში წასვლა დიდი სისულელეა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Michael Wittmann Posted July 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 31, 2011 რავიცი რაც აქვთ ის ვისგან იყიდეს სხვა ქვეყნები მაგალითად ლათინური ამერიკის ქვეყნები სად ყიდულობენ იარაღს რო შეხედავ რუსული წარმოების არაფერი აქვთ ყველაფერი ამერიკული რო აქვთ ... სახმელეთო ჯარები ეგ ხო მარა ეგეთი სახმელეთო ჯარი რათ გინდა ჰაერს რო დაიძახებენ და ყველა ნაძვებში რო შერბის თუ საჰაერო თავდაცვა არ გაქ და მაგ მხრივ თავს გრძნობ დაუცველად მასეთ ომში წასვლა დიდი სისულელეა... რაც გვაქვს თურქეთისაგან, უკრაინისაგან, ისრაელისაგან და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნისაგან შევიძინეთ 2008 წელის ომამდე. ომის შემდეგ თურქეთი და ისრაელი თავს იკავებენ შეიარაღების მოყიდვისაგან, უკრაინიშა ხელისუფლება შეიცვალა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს გასაყიდი ბევრი არფერი აქვთ. ლათინური ამერიკის ქვეყნების ნაწილი ან თვითონ აწარმოებს, ან ამერიკა აწვდის. პრორუსულებს კი რუსეთი ამარაგებს. საჰაერო თავდაცვა გვაქვს, მარა ისეთი არა, რომ რუსებს დიდად მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენო. დაიძახებენ და ყველა ნაძვებში რო შერბის ყოფილიყავი იქ და სად გაიქცეოდი ვნახავდი. მე მაგას გამოუცდელობას ვაბრალებ. ჯარი აშკარად მოუმზადებელი იყო ამ მაშტაბის ომისათვის. თავს გრძნობ დაუცველად მასეთ ომში წასვლა დიდი სისულელეა... თავს დაცულად სახლშიც ვერ იგრძნობ და ომში როგორ უნდა იგრძნო? ბრძოლა ყოველთვის ღირს, როდესაც საქმე სამშობლოს ეხება. თუნდაც 100%-იან სიკვდილზე მიდიოდე. გარდა ამისა, ჩემი დიდი თხოვნა იქნება, რო სისულელედ არ მოიხსენიო ომში წასვლა, იქ ახალგაზრდა ბიჭები ვაჟკაცურად დაიხოცნენ იარაღით ხელში და შენი ნათქვამიდან გამოდის, რომ ისინი სულელები იყვნენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Augustus Posted July 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 31, 2011 (edited) ბრძოლა ყოველთვის ღირს, როდესაც საქმე სამშობლოს ეხება. თუნდაც 100%-იან სიკვდილზე მიდიოდე. გარდა ამისა, ჩემი დიდი თხოვნა იქნება, რო სისულელედ არ მოიხსენიო ომში წასვლა, იქ ახალგაზრდა ბიჭები ვაჟკაცურად დაიხოცნენ იარაღით ხელში და შენი ნათქვამიდან გამოდის, რომ ისინი სულელები იყვნენარა მე მაგას არ ვამბობ ომში ვინც ეგენი წაიყვანა ისინი იყვნენ სულელები და ეგ ომიც სისულელე იყო ჭიანჭველა რო სპილოს ომს გამოუცხადებს იმ ჭიანჭველას საქმე წასულია რუსებს ომს ვერ მოუგებდნენ და ჯარების სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შეყვანა დიდი სისულელე იყო.. და მერე მაგათ მშობლებს უყვებიან ზღაპრებს რო მათი შვილები სამშობლოს შეეწირნენ სინამდვილეში არ უნდათ იმის აღიარება რო მაგ ადამიანების სიკვდილი მაგათი სისულელების გამო მოხდა და მთელი ეს ტრაგედია მაგათ ( მთავარსარდლობის) კისერზეა... სამშლობლოს შეეწირნენ სამშობლოს თუ მთავრობის სისულელეს? ეს იგივეა კვიპროსმა რო ჯარები შეიყვანოს ჩ.კვიპროსზე ხო გადაუვლის თურქეთი მარა კვიპროსელებს ჩვენზე მეტი ჭკუა აქვთ და საკუთარ ხალხს არ წირავენ ჩვენები კიდე წირავენ საკუთარ ჯარისკაცებს თუნდაც ამისთვის ჩემი ბმული და ეს არის საქართველოს და თავდაცვის სირცხვილი ყველაფერი მთავრობის სისულელებიის და უგუნურობის გამო Edited July 31, 2011 by scipion098 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Michael Wittmann Posted August 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 1, 2011 არა მე მაგას არ ვამბობ ომში ვინც ეგენი წაიყვანა ისინი იყვნენ სულელები და ეგ ომიც სისულელე იყო ჭიანჭველა რო სპილოს ომს გამოუცხადებს იმ ჭიანჭველას საქმე წასულია რუსებს ომს ვერ მოუგებდნენ და ჯარების სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შეყვანა დიდი სისულელე იყო.. და მერე მაგათ მშობლებს უყვებიან ზღაპრებს რო მათი შვილები სამშობლოს შეეწირნენ სინამდვილეში არ უნდათ იმის აღიარება რო მაგ ადამიანების სიკვდილი მაგათი სისულელების გამო მოხდა და მთელი ეს ტრაგედია მაგათ ( მთავარსარდლობის) კისერზეა... სამშლობლოს შეეწირნენ სამშობლოს თუ მთავრობის სისულელეს? ეს იგივეა კვიპროსმა რო ჯარები შეიყვანოს ჩ.კვიპროსზე ხო გადაუვლის თურქეთი მარა კვიპროსელებს ჩვენზე მეტი ჭკუა აქვთ და საკუთარ ხალხს არ წირავენ ჩვენები კიდე წირავენ საკუთარ ჯარისკაცებს თუნდაც ამისთვის ჩემი ბმული და ეს არის საქართველოს და თავდაცვის სირცხვილი ყველაფერი მთავრობის სისულელებიის და უგუნურობის გამო ჩვენ არ დაგვიწყია ომი! ჩვენ არ დაგვიბყრია სხვისი მიწები! ჩვენ არ შეგვიყვანია ჯარი სხვის ტერიტორიაზე! ეგ ომი დიდი ხნის დაგეგმილი იყო რუსების მხრიდან და მაგის თავიდან აცილება ცალმხრივად შეუძლებელი იყო. რუსები უკვე აღარც მალავენ, რომ ომი მათ დაიწყეს და იმასაც ამბობენ , რომ ეგ ომი მათი სახელმწიფო ძლიერების დასამტკიცებლად აუცილებელი იყო. სხვა რა უნდა ქნა, როდესაც შენს ხალხს ხოცავენ და შენს ტერიტორიაზე უზარმაზარი სატანკო არმადები შემოდის? უნდა იბრძოლო მანამ, სანამ შეგეძლება. არავინ არავის არ უყვება ზღაპრებს, ეგ ხალხი ვისი ვიდეოც შენ ატვირთე ახლა ცოცხლები არიან. ოთხი თუ ხუთი ლაჩრით ყველას ხაზს ნუ გადაუსვამ. და საერთოდაც ეგ ვიდეო არ უნდა აგეტვირთა. ეხლა მაგ ომის დაწყებაც მთავრობას დაბრალე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Augustus Posted August 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 1, 2011 ჩვენ არ დაგვიწყია ომი! ჩვენ არ დაგვიბყრია სხვისი მიწები! ჩვენ არ შეგვიყვანია ჯარი სხვის ტერიტორიაზე!თავიდან იმატმა რო გახსნეს ცეცხლი თქვენც ადგილიდან უნდა გეპასუხათ მარა თქვენ ჯარები სამხრეთ ოსების ტერიტორიაზე შეიყვანეთ რასაც რუსების მხრიდან ადეკვატური რეაქცია მოყვა და რამის თბილისამდე მოგვადგნენ..სხვა რა უნდა ქნა, როდესაც შენს ხალხს ხოცავენ და შენს ტერიტორიაზე უზარმაზარი სატანკო არმადები შემოდის? უნდა იბრძოლო მანამ, სანამ შეგეძლება.ხოდა სწორედ უზარმაზარი სატანკო არმადები რო შემოვიდა მაშინ დაყარეთ იაღაღი და ქართული სოფლები და ქალაქებო ოსებს და რუსებს შეატოვეთ იმ ხალხის დაცვაზზე კი ვინც იქ დარჩა არ უფიქრია თქვენს მთავარსარდლობას..არავინ არავის არ უყვება ზღაპრებს, ეგ ხალხი ვისი ვიდეოც შენ ატვირთე ახლა ცოცხლები არიან.ჯერ ეგერთი ეგ ვიდეოები მე არ ამიტვირთავს და მეორე შენ რო იქ ყოფილიყავი მაგათ ადგილას ვინ იცის რას გააკეთებდი... სწორედ მთავრობის ლაჩრული საქციელის გამო დაიტანჯნენ ეგ ადამიანები და შენი შეფასებით ლაჩრებს არ იმსახურებენ ეგ ადამიანები...ჩვენ არ შეგვიყვანია ჯარი სხვის ტერიტორიაზე!სხვის ტერიტორიაზე ეხლაც ხო შენი ტერიტორიაა აფხაზეთი და ოსეთი რატომ არ იპყრობთ? მიშა რო სარკოზისთან გაიქცა არიკა სარკოც მიშველე სანამ არ გამირჩესო რატო მანამდე არ გაიქცა სანამ ისინი გვესროდნენ შეაჩერე აგრესია სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის მხრიდანო? როცა მიხვდა რო მიჰქარა და უსათუოდ გაიჟიმებოდა მაშინ დააღო პირი ევროპავ და ამერიკავ მიშველეო... ასეა როცა მთავარსარდლობას გონია რო ომს ლამაზი ფორმიტ ან 100 სეპარატისტის განადგურებით მოიგებს.. არა ომს დიდი ხორცის მასა იგებს დიდი რკინის და ჟანგის მასა ხოლო ეს დიდი ხორცის და ჟანგის მასა კი რუსეთია და პატარა საქართველო მასთან ვერაფერს გახდება... ეხლა მაგ ომის დაწყებაც მთავრობას დაბრალე.აბა ვის უნდა დავაბრალო რუსებს? პირველად ჯარები და არმიები საქმა შეიყვანა ცხინვალსი და არა რუსებმა ისინი მხოლოდ პროვოკაციებით და ადგილიდან სროლით იყვნენ გართულები და როცა მიხვდნენ რო მიშა ყულფში გაება მხოლოდ მაშინ დაძრეს ხორცის და რკინის მასა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Michael Wittmann Posted August 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 1, 2011 თავიდან იმატმა რო გახსნეს ცეცხლი თქვენც ადგილიდან უნდა გეპასუხათ მარა თქვენ ჯარები სამხრეთ ოსების ტერიტორიაზე შეიყვანეთ რასაც რუსების მხრიდან ადეკვატური რეაქცია მოყვა და რამის თბილისამდე მოგვადგნენ.. ანუ ჩვენ თუ ჩვენს ტერიტორიაზე ჯარს შევიყვანთ რუსეთმაც ''ადეკვატურდ'' უნდა იმოქმედოს? მემგონი შენ სიტყვა ადეკვტაურის მნიშვნელობა არ გესმის. სამხრეთ ოსეთს სამაჩაბლო ქვია და საქართველოს საკუთრებას წარმოადგენს! არანაირი სამხრეთ ოსეთის ტერიტორია არ არსებობს. ხოდა სწორედ უზარმაზარი სატანკო არმადები რო შემოვიდა მაშინ დაყარეთ იაღაღი და ქართული სოფლები და ქალაქებო ოსებს და რუსებს შეატოვეთ იმ ხალხის დაცვაზზე კი ვინც იქ დარჩა არ უფიქრია თქვენს მთავარსარდლობას.. სანმდეც შეგვეძლო ვიბრძოდით, მარა ძალა აღმართს ხნავს. ერთზე ორმოცდაათი რო მოდის გინდა თუ არა მოგიწევს უკან დახევა. ორი-სამი კაცი იყო სოფლებში დარჩენილი.და, რომ ეფიქრა მთავარსარდლობას, რა სიტუაცია შეიცვლებოდა? რუსეთთან ომი წაგებული იყო და მაგის მოგების ილუზია არავის ქონია, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ბრძოლა, ჩემთვის პირადად, ნებისმიერ პირობებში ღირს. ჯერ ეგერთი ეგ ვიდეოები მე არ ამიტვირთავს და მეორე შენ რო იქ ყოფილიყავი მაგათ ადგილას ვინ იცის რას გააკეთებდი... სწორედ მთავრობის ლაჩრული საქციელის გამო დაიტანჯნენ ეგ ადამიანები და შენი შეფასებით ლაჩრებს არ იმსახურებენ ეგ ადამიანები... არა აქვს მნშვნელობა თუ ვინ ატვირთა (ჩემი ბმულიო ეწერა და შენი მეგონა). ჯერ ერთი მე ტყვედ ჩავარდნას არც ვაპირებ, ჩემს ჯიბეში ადგილი ერთი ტყვიისთვის ყოველთვის მოიძებნებადა თუ მაინც ზუსტად ვიცი რასაც გავაკეთებ. ესეც რომ არ იყოს იქ სხვა ტყვეებიც იყვნენ და მსგავსი საქციელის ჩადენაზე უარი რომ განაცხადეს აწამეს და შემდეგ დახვრიტეს. იცი? მთავრობას რაღას ერჩი. ჯარში რომ მიდიხარ მოვალეობა გათვითცნობიერებული უნდა გქონდეს. უნდა იცოდე, რომ შეიძლება მოგკლან, ან უარესიც, ტყვედ ჩავარდე. ზუსტადაც რომ იმსახურებენ. კაცმა კაცობა არ უნდა დაკარგო დამპალი სიცოცხლის გამო. ამ ქვეყანაზე ერთხელ მოდიხარ და უნდა ეცადო კაცურად მაინც მოკვდე. ფუ მაგნაირ სიცოცხლეს. სხვის ტერიტორიაზე ეხლაც ხო შენი ტერიტორიაა აფხაზეთი და ოსეთი რატომ არ იპყრობთ? მიშა რო სარკოზისთან გაიქცა არიკა სარკოც მიშველე სანამ არ გამირჩესო რატო მანამდე არ გაიქცა სანამ ისინი გვესროდნენ შეაჩერე აგრესია სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის მხრიდანო? როცა მიხვდა რო მიჰქარა და უსათუოდ გაიჟიმებოდა მაშინ დააღო პირი ევროპავ და ამერიკავ მიშველეო... ასეა როცა მთავარსარდლობას გონია რო ომს ლამაზი ფორმიტ ან 100 სეპარატისტის განადგურებით მოიგებს.. არა ომს დიდი ხორცის მასა იგებს დიდი რკინის და ჟანგის მასა ხოლო ეს დიდი ხორცის და ჟანგის მასა კი რუსეთია და პატარა საქართველო მასთან ვერაფერს გახდება... ეგ დროებითია. საქართველოს დალხენილი ცხოვრება არასდროს ქონია, დანაწევრებულიც მრავალჯერ ყოფილა, ახლაც ასეა, თუმცა ეგ არაფერი, ბევრი მოუნელებია და ბევრსაც მოინელებს! არსადაც არ გაქცეულა, მგონი რაღაც გეშლება. თუ კარგად მახსოვს სარკოზი თავად იყო ჩამოსული. რუსეთმა მოიგო ეგ ომი, უფრო სწორად კი ბრძოლა ეგ ლოგიკურიც იყო, მარა წაგებითაც ბევრი წააგო. აბა ვის უნდა დავაბრალო რუსებს? პირველად ჯარები და არმიები საქმა შეიყვანა ცხინვალსი და არა რუსებმა ისინი მხოლოდ პროვოკაციებით და ადგილიდან სროლით იყვნენ გართულები და როცა მიხვდნენ რო მიშა ყულფში გაება მხოლოდ მაშინ დაძრეს ხორცის და რკინის მასა კი, რუსებს. მიშამ მორატორიუმიც გამოაცხადა და ჯარიც გამოიყვანა, მარა მაინც გახსნეს ცეცხლი. რატომ? ომი უნდოდათ და იმიტომ. პროვოკაციებიც მაგის გამო მოაწყვეს. ეგ ომი დიდი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა. ყულფში გაება კი არა უნდოდათ ომის დამწყების იარლიყი საქართველოსთვის მიეწეპებინათ. რაის სროლით იყვნენ გართულები, რვაში და ცხრაში დილამდე სად გარბოდნენ ვერ დაინახავდი. ყველგან ქართველები ელანდებოდათ. მერე დახმარება მოუვიდათ და ქალაქი მაგათი აქოთებული ჯარისკაცებითა და დამპალი ტექნიკით გაივსო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted August 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 4, 2011 http://www.youtube.com/watch?v=t111Sbs67Pw&feature=related http://www.youtube.com/watch?v=t111Sbs67Pw&feature=related Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted August 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2011 პირველი ადგილი გერმანული ლეოპარდი 2A6 http://www.youtube.com/watch?v=4U9PDuzvwiw&feature=related Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.