პლანეტა.გე Posted January 1, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 1, 2022 ” ყოველ ახალ წელიწადს მე გპირდებით თქვენ სიახლეს, მაგრამ პრობლემები მაინც რჩება”- განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საახალწლო მილოცვისას.”ძმანო და დანო, გილოცავთ ახალ წელს. ყოველ ახალ წელიწადს მე გპირდებით თქვენ სიახლეს, მაგრამ პრობლემები მაინც რჩება. ჩვენ უნდა ვისწავლოთ წინგანჭვრეტა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ რეალურად, არსებობს სიძნელეები და ჩვენ უნდა გვქონდეს უნარი, რომ დავძლიოთ ეს წინააღმდეგობები.არ უნდა შევუშინდეთ სიძნელეებს, სიძნელე მოდის და მიდის. ასევე, სიხარული მოდის და მიდის. ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები, სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავვარდეთ. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს და არა მარტო მატერიალურად, არამედ სიტყვიერადაც, განსაკუთრებით, იმ ადამიანებს, რომელნიც არიან საავადმყოფოში და ციხეებში, გაჭირვებაში. ჩვენი ახალგაზრდობა, ბავშვები უნდა დავლოცოთ დედისა და მამის მიერ. დალოცვილი ბავშვები მართლა ბედნიერი იქნებიან. განსაკუთრებით ვლოცავ ჩემს ნათლულებს, ჩემი ნათლულები უნდა გამოირჩეოდნენ მომავლის რწმენით, სარწმუნოებით, ლოცვით. მომავალი საიმედო უნდა იყოს ჩვენთვის, უნდა გახსოვდეთ, რომ მომავალი ჩვენია, გისურვებთ ჯანმრთელობას პირველ რიგში.მე უნდა დაგლოცოთ, კურთხევა უფლისა თქვენ ზედა, მისითა და მადლითა და კაცთმოყვარეობითა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნისამდე, ამინ.” – განაცხადა ილია მეორემ. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts