პლანეტა.გე Posted December 29, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 29, 2021 ”სხვა რესურსი აღარ არის. ეს ხალხი ხელის მომწერია მკვლელობაზე” – ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხეში გადაყვანას ეხმაურება და საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს მიმართავს თხოვნით, რომ “ახლა მაინც თქვას სათქმელი”.”ჩემი უმორჩილესი თხოვნაა, მისი ავტორიტეტიდან გამომდინარე, მას ნამდვილად შეუძლია ამ სიგიჟის და ბოროტების დასრულება. ეს არის წარმოუდგენელი სიძულვილი და ბოროტება ვლაპარაკობთ შერიგებაზე, ეროვნულ თანხმობაზე და ესენი ლაპარაკობენ უნდა მოვკლათ. მე მინდა მივმართო ერთი რიგითი ადამიანის სახელით პატრიარქს რომ ახლა მაინც თქვას სათქმელი. სხვა რესურსი აღარ არის! ეს ხალხი ხელის მომწერია მკვლელობაზეე და ამ ყველაფერს პუტინის საამებლად აკეთებენ. ეს ჩემი გულწრფელი ემოციაა და დავიტოვებ იმედს რომ რეაგირება იქნება.”- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts