პლანეტა.გე Posted December 28, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 28, 2021 პოლიტიკის ანალიტიკოსი, დავით ზურაბიშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ფეისბუქ სტატუსით ეხმაურება:“პატივცემულო საქართველოს ხელისუფლებავ, ფორმალურო და არაფორმალურო.ცოტა გრძლად კი გამომივა, მაგრამ შევეცდები შეძლებისდაგვარად კორექტულად გითხრათ. მაინცდამაინც კი არ იმსახურებთ ამ კორექტულობას, მაგრამ მაინც.ამერიკის ელჩმა პირდაპირ მოუწოდა პარლამენტს გადადონ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონპროექტის განხილვა.იგივე მოუწოდა პარლამენტს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარმამაგრამ უმრავლესობის დეპუტატებს გინდა მოუწოდე გინდა არა, რამდენადაც ამ ხალხს ელემენტარული პოლიტიკური პასუხისმგებლობაც არ გააჩნიათ იმ ქვეყნის მიმართ, რომლის კანონმდებლებიც არიან (ბევრმა ესეც არ იცის ალბათ და დეპუტატობა შაჰინშაჰი რომ ხალათს უბოძებდა რომელიმე ქვეშევდრომს, რაღაც ამის მსგავსი ჯილდო ჰგონია). ეს ხალხი პასუხისმგებლობას და ანგარიშვალდებულებას გრძნობს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომლის კეთილი ნების წყალობითაც მიიღეს ამხელა თანამდებობა (აბა ისე ვინ ვის სად დაკარგვია და რას წარმოადგენენ?), თუმცა ცოცხალი ბიძინას ხილვა და მასთან საუბარი ეს ის უმაღლესი პრივილეგიაა, რომელიც ამ დეპუტატთა აბსოლუტურ უმრავლესობას არც ღირსებია ცხოვრებაში და დიდის ალბათობით არც ეღირსება. როგორც ძველ აღთქმაში ღმერთი ესაუბრებოდა რჩეულ ერს მოსეს პირით, ისე დეპუტატებსა და ბიძინას შორის უზენაესი ნების განმსიტყვებელი არის კობახიძე (შიგადაშიგ შეიძლება ვოლსკიც და აქა-იქ პაპუაშვილი). ჰოდა, როცა კობახიძე ამბობს, რომ ვინცხა ინსპექტორი გოგო აღმოჩნდა ფარული ნაცი და ის უნდა გააუქმონ როგორც კლასი, ეს ცხადია ეგრევე აღიქმება ბიძინას დანაბარებად და განსჯას და გარჩევას არ ექვემდებარება.ამიტომაც ამ დეპუტაციისთვის გინდ ამერიკის ელჩს უთქვამს რამე და გინდ ჩემს მეზობელ შურიკას. ისინი გააკეთებენ მხოლოდ იმას, რაც დაბარებული აქვს კობახიძეს.მაგრამ ახლა აქ არის ასეთი ამბავი: რახან ამერიკის ელჩი და ევროპის საბჭოს კომისარი ცალსახად, უნისონში და, მე ვიტყოდი, არცთუ დიპლომატიურად, ითხოვენ ამ კანონპროექტის გადადებას, ეს ნიშნავს რომ დასავლეთის ინტერესი აქ არის ძალიან სერიოზული. მათ ფეხებზე დაკიდებას კი აუცილებლად მოჰყვება რეაგირება და ეს რეაგირება მოხდება არა ჭანჭიკა დეპუტატების, არამედ პირადად ბიძინა ივანიშვილის და მასთან დაახლოებული პირების მიმართ, რამდენადაც დასავლეთში ძალიან კარგად იციან ვის მიჰყავს რეალურად აქ პარადი.პირველად არ მოგდით ასეთი სისულელე, როდესაც შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას ავლენთ არა კონკრეტული პერსონების, არამედ პირდაპირ ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის მიმართ და თქვენ ეგენი ჩვენებური ნაცები ხომ არ გგონიათ? ეგღა აკლიათ მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს ვიღაც ახირებული მილიარდერის ხუშტურების გამო გაიმასხარაონ თავი! ეს საქართველოშია ბიძინა ერთადერთი და განუმეორებელი, თორემ მაგისთანა მილიარდერები კონა ათ შაურად ჰყავთ მარტო კალიფორნიის შტატში. ჰოდა, დაკიდება ეგრე არ უნდაო და იმისთანა მოგხვდებათ მალე ცხვირში, კარგა ხნით დაგეკარგებათ სხვის საქმეში მისი ჩაყოფის სურვილი და ამას ვინ ჩივის, თქვენს მამა-მარჩენალს რომ სერიოზული პრობლემები შეექმნება და თქვენვე რომ მოგიტრიალდებათ, ეს რა დღეში ჩამაგდეთ თქვე იდიოტებო (აბა თავის თავს ხომ არ გაამტყუნებს?), მერე ნახეთ თქვენ…მოკლედ, ბატონო კობახიძევ, პაპუაშვილო, ოხანაშვილო და სხვანო და სხვანო (ვიცი თვითონ თუ არ წაიკითხავთ ტროლ-ბოტები მოგირბენინებენ), მე ჩემდა თავად გამიფრთხილებიხართ და დროზე თუ მოხვალთ აზრზე და შეაჩერებთ ამ ყოვლად უსინდისო კანონპროექტის განხილვას, ხომ კარგი (იმ კაცსაც როგორმე აუხსენით, რომ ძალიან სახიფათო თამაშში შედიხართ) თუ არა და ადრე ხომ ორჯერ გაგაფრთხილეთ, პროპორციულის ჩაგდების შემდეგ და მელიას დაჭერის წინ და ისე ამიხდეს მე ყველაფერი კარგი, როგორც მაშინ აგიხდათ (ისიც გადაამოწმეთ, აქ რომ გეუბნებოდით მაინც მოგიწევთ მიშას გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში მეთქი). ჰოდა, ახლაც გეუბნებით: მონაგონი იქნება ის რაც აქამდე იყო. მარტო ბიძინაზე კი არ იქნება ზეწოლა, თქვენც ვერ გადარჩებით, მის მოციქულებად ვინც მუშაობთ პარლამენტში.სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა. ამაზე კორექტულად მე ვერ გეტყვით და დანარჩენი თქვენ იცით.“– წერს დავით ზურაბიშვილი. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts