DISCOVERY Posted May 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted May 7, 2009 ციცერონი რომაელი პოლიტიკოსი, ადვოკატი და პოლიტიკური მოაზროვნე, ძველი რომის ყველაზე სახელგანთქმული ორატორი და კონსული ძვ. წ. 63 წელს. დაიბადა ძვ. წ. 106, 3 იანვარს, იტალიის პროვინციულ ქალაქ არპინუმში. ადრეული მოღვაწეობა წარმოშობით ციცერონი ტულიუსების პლებეურ გვარს ეკუთვნოდა. მამამისი მხედართა წრის წევრი იყო და საშუალო ზომის მამულს ფლობდა არპინუმთან ახლოს. დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ ციცერონი, მის ძმასთან - კვინტუსთან ერთად მამამ რომში გადაიყვანა სასწავლებლად. რომში ციცერონი სწავლობდა რიტორიკას, რომაულ სამართალს, პოეზიას და ფილოსოფიას. მისი მასწავლებლები იყვნენ გამოჩენილი ბერძენი ორატორები და ფილოსოფოსები. დიდი ორატორული ნიჭით დაჯილდოებულმა ციცერონმა ახალგაზრდობაშივე შექმნა და შემდგომში განავითარა საორატორო ხელოვნების საკუთარი თეორია. თავად იულიუს კეისარი - უნიჭიერესი ორატორი და ციცერონის პოლიტიკური მოწინააღმდეგე აღიარებდა ციცერონის სიტყვის იშვიათ მრავალფეროვნებას. სამხედრო სამსახური ციცერონმა ადრე, 16 წ. ასაკში დაიწყო. სამოქალაქო ომის პერიოდში (სულას და მარიუსის დაპირისპირებისას) ციცერონმა სამხედრო სამსახური მიატოვა და მეცნიერული მოღვაწეობა დაიწყო. საადვოკატო მოღვაწეობა სულას გამარჯვების შემდეგ ციცერონმა საადვოკატო მოღვაწეობა დაიწყო. ციცერონი არ ერიდებოდა სულას და პროცესებზე მისი დიქტატორულ რეჟიმის საგრძნობი კრიტიკით გამოდიოდა. აღსანიშნავია მის მიერ წარმოთქმული სიტყვები პუბლიუს კვინქციუსის დასაცავად, რომელიც სულას რეჟიმის ერთ-ერი მსხვერპლი იყო (Pro Qunctio). ამ პროცესზე ციცერონმა ამხილა სულას ერთ-ერთი დამქაში ქრიზოგენი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა რომი. აღსაღნიშნვია აგრეთვე, როსციუსის პროცესზე წარმოთქმული სიტვები (Pro Roscio Amerino). ციცერონმა ამ პროცესებზე სულას დიქტატურა უმთავრესად დემოკრატიული წრეების პოზიციიდან ძალზედ გაბედულად და მოხერხებულად გააკრიტიკა. ციცერონი იმ დროისთვის მხოლოდ 26 წლის გახლდათ. ამ პროცესებმა ციცერონს სახელი განუთქვა, როგორც შეუპოვარი, სამართლიანი, კეთილსინდისიერი და მოუსყიდავი სახალხო დამცველის. ციცერონი ის პიროვნება გახლდათ, რომელსაც შეეძლო ეთქვა: "Ego Meum Intellegere Nulla Pecunia Vendo" (მე, ჩემს სინდისს არავითარ ფულზე არ ვცვლი). პლუტარქეს ცნობით, ციცერონმა, სულას შიშით რომი დატოვა და საბერძნეთში გაემგზავრა, სადაც საუკეთესო სწავლულთ და ორატორებს უსმენდა. პოლიტიკური მოღვაწეობა ძვ. წ. 78 სულას სიკვდილის შემდეგ ციცერონი კვლავ დაბრუნდა რომში, სადაც პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო. 75 წელს იგი ქვესტორის თანამდებობაზე დაინიშნა სიცილიაში. თავიდან, მას შევიწროვებული და დაჩაგრული მოსახლეობა უნდობლობით შეხვდა, მაგრამ, მერე, როცა გამოსცადეს ციცერონის უწყინარი ხასიათი, მისი მზრუნველობა და სამართლიანობა, ისეთი პატივიცემით ეპყრობოდნენ, როგორიც არასდროს არ ღირსებია სხვა რომელიმე თანამდებობის პირს (Plut. Cicero, 6). ქვესტორის მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებას უდავო მნიშვნელობა ჰქონდა ციცერონის მოღვაწეობის მომდევნო პერიოდში. ძვ. წ. 69 ციცერონი ედილად იქნა არჩეული. აღსანიშნავია ციცერონის გამოსვლა სიცილიის ყოფილი გამგებლის ვერესის წინააღმდეგ. ვერესი 3 წლის განმავლობაში პროპრეტორის მოვალეობას ასრულებდა სიცილიაში და ამ დროის განმავლობაში ხალხის სამართლიანი უკმაყოფილება და დიდი სიძულვილი დაიმსახურა. ვერესი განსაკუთრებით გამოირჩეოდა ადგილობრივი მოსახლეობისადმი უხეში მოპყრობით, ძალმომრეობითა და სისასტიკით, მრუშობით, ტაძართა ძარცვით და სხვ. სიცილიელებმა თხოვნით მიმართეს ციცერონს დაეცვა მათი ინტერესები და გამოსულიყო ამ ბოროტმოქმედი პროპრეტორის ბრალმდებლად. ციცერონმა თავისი მოვალეობა ბრწყინვალედ შეასრულა. მისი სიტყვები ვერესის წინაღმდეგ გამოირჩევა გონებანახვილობით, ღრმა შინაარსით და მაღალმხატვრულობით. "ჩვენ, პროვინციაში ხანდახან ისეთ გამგებლებს ვაგზავნიდით, რომ მათი მოქმედება მცირედ თუ განსხვავდებოდა მტერთა შემოსევებისაგან"... აღნიშნავს ერთგან ციცერონი. ციცერონმა ვერესის პროცესზე მხოლოდ ორი დივინაციო და ერთი სიტყვა წარმოთქვა, დანარჩენი ხუთი კი ლიტერატურულად დაამუშავა და შემდგომში გამოსცა სათაურით "Actio Secunda In Verrem". ვერესის პროცესმა ციცერონს უფრო მეტად განუთქვა სახელი. ამ პერიოდში ციცერონი დაუახლოვდა გამოჩენილ სარდალსა და სახელმწიფო მოღვაწეს - გნეუს პომპეუსს, რომელთანაც მან მეგობრული ურთიერთობა ჯერ კიდევ ჯარში სამსახურის დროს დაამყარა. 66 წელს პომპეუსის მომხრეთა დახმარებით და პირადი პოპულარობის წყალობით ციცერონი პრეტორად იქნა არჩეული. ამ პერიოდში ძალზედ დაძაბული ვითარება შეიქმნა აღმოსავლეთში. 74 წლიდან მიმდინარეობდა მითრიდატეს მესამე ომი. რომაელთა პირველი გამარჯვებანი თანდათან მარცხმა შეცვალა. სახალხო ტრიბუნბა მანილიუსმა კომიციებში წინადადება შეიტანა მითრიდატესთან ომში უმაღლესი მთავარსარდლობა პომპეუსისთვის გადაეცათ. ციცერონმა აქტიურად დაუჭირა მხარი მანილიუსის კანონს (De Imperio Pompeii). ციცერონმა სენატში ბრწყინვალე სიტყვა წარმოთქვა პომპეუსის მხარდასაჭერად. საბოლოოდ, მანილიუსის კანონი ძალაში შევიდა და პომპეუსმა დაიწყო სამხედრო მოქმედებები აღმოსავლეთში (ძვ. წ. 65 პომპეუსმა იბერიასა და კოლხეთშიც გაილაშქრა). კატილინას შეთქმულება ძვ. წ. 63 ციცერონი კონსულად იქნა არჩეული. ამ პერიოდში ციცერონმა კატილინას შეთქმულება გამოაშკარავა. კატილინა, ყოფილი სულანელი, სამხედრო გადატრიალების გზით ცდილობდა ხელისუფლების ხელში ჩაგდებას. ზოგიერთი მონაცემით კატილინას შეთქმულებაში მოაწილეობდნენ კრასუსი და ახალგაზრდა იულიუს კეისარი. კატილინას ძირითადი მიზანი ვალთა კასაცია იყო, რომელიც ძალზედ აქტუალური პრობლემა იყო რომში სამოქალაქო ომის შემდეგაც. ციცერონმა კატილინას წინააღმდეგ რამოდენიმე სიტყვა წარმოთქვა სენატში. ციცერონთან ერთად კატილინარიების წინააღმდეგ აქტიურად იბრძოდა მარკუს პორციუს კატონიც. ციცერონმა შეიპყრო და ამხილა რამოდენიმე შეთქმული, რომლებიც შემდეგ სენატის დადგენილებით, სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასაჯეს მამერტინის ციხეში. კატილინა იძულებული იყო დაეწყო სამხედრო მოქმედებები. ქ. პისტორიასთან შედგა გადამწყვეტი ბრძოლა სენატის ჯარებსა და კატილინას შორის. როცა კატილინას, სალუსტიუსის სიტყვით დაუნახავს, რომ მისი ჯარი უკვე დამარცხებულია და ის მცირერიცხოვანი მეომრების ამარა რჩება, მოგონებია თავისი წარმოშობა და წინანდელი ღირსება, შეჭრილა მტრის შემჭიდროებულ რიგებში და განგმირული დაცემულა. ციცერონის დამსახურება კატილინას შეთქმულების გამოაშკარავებაში უდიდესი იყო. ციცერონი სენატის სხდომაზე "სამშობლოს მამად" გამოაცხადეს (Pater Patriae). ციცერონის გაძევება ძვ. წ. 60 რომში მოქმედებდა პირველი ტრიუმვირატი (სამი უძლიერსი პიროვნების კავშირი - კეისრის, კრასუსის და პომპეუსის). ამ კავშირს მათმა დიდმა მოწინააღმდეგე ციცერონმა "სამთავიანი ურჩხული" შეარქვა. 58 წ. კეისრის ხელშეწყობით სახალხო ტრიბუნად დაინიშნა პუბლიუს პულხერი - ციცერონის პირადი მტერი და პოლიტიკური მოწინააღმდეგე. მან კომიციებს დაამტკიცებინა კანონპროექტი, რომლიც გაძევებით ემუქრებოდა ყველას, ვინც სასამართლოს გარეშე დასაჯა რომაელი მოქალაქე (კატილინას შეთქმულების მონაწილეები ციცერონმა მხოლოდ სენატის დადგენილების, და არა სასამართლო განაჩენის საფუძველზე დასაჯა). კანონპროექტი, ცხადია, პირადად ციცერონის წინააღმდეგი იყო მიმართული. სენატი უძლური აღმოჩნდა წინააღმდეგობა გაეწია ტრიუმვირატისათვის, კლოდიუსმა შეიარაღებული რაზმით სენატის შენობას ალყა შემოარტყა. ბევრმა სენატორმა და მხედართა წოდების წარმომადგენელმა სამგლოვიარო ტანსაცმელი ჩაიცვეს და რომში უბან-უბან იწყეს სიარული ხალხისადმი მუდარით, რომ როგორმე დაეცვათ ციცერონი. ყოველივვე უშედეგო აღმოჩნდა და ციცერონმა რომი ნებაყოფლობით დასტოვა. კლოდიუსმა კომიციებში გაატარა ქონების კონფისკაციის კანონიც, ციცერონის ყველა აგარაკი დაანგრია, ხოლო მისი სახლი პალატინზე დაწვა და მის ადგილზე თავისუფლების ტაძარი ააგო. ციცერონის სიცოცხლის უკანასკნელი წლები და ტრაგიკული აღსასრული ციცერონის დასაბრუნებლად სენატში მრავლად შედიოდა პეტიციები იტალიის ქალაქებიდან. ამ პერიოდში ძალზედ გაუარესდა დამოკიდებულება კლოდიუსსა და პომპეუსს შორის. რომში შეიარაღებული შეტაკებებიც დაიწყო კლოდიუსსა და სენატის მომხრე სახალხო ტრიბუნ მილონს შორის. რომი შინაურ შფოთს მოეცვა. პომპეუსმა ინანა ციცერონის გაძევება და დაიწყო მზადება მის დასაბრუნებლად. პომპეუსი, სხვათაშორის, ციცერონის ძმას - კვინტუს დაუკაშირდა და ხალხისადმი მისამართად, ფორუმზე გამოიყვანა. საბოლოოდ, ძვ. წ. 57 აგვისტოში ციცერონის გაძევების კანონი გაუქმებულ იქნა და იგი რომში დაბრუნდა. მოსახლეობა მას დიდი ოვაციებით შეხვდა. ციცერონს გულთბილად მიეგება კრასუსიც, რომელიც მას ადრე მტრობდა. ციცერონის სახლი და აგარაკები სახელმწიფო ანგარიშზე აღადგინეს. რომში წესრიგის აღსადგენად სენატმა საგანგებო უფლებები მიანიჭა პომპეუსს. მილონი სასამართლოს გადაცეს, სადაც მის დასაცავად გამოვიდა ციცერონი. მიუხედავად ამისა, მილონი დამნაშავედ ცნეს და რომიდან გააძევეს. ამის შემდეგ ციცერონი დროებით ჩამოშორდა პოლიტიკურ მოღვაწეობას და ლიტერატურულ მუშაობას შეუდგა. 54 წ. მან დაიწყო თავისი ცნობილი ტრაქტატი De Republica, რომელიც 51 წ. გამოაქვეყნა. 51 წ. ციცერონის საგამგებლოდ კილიკია ერგო პროკონსულის წოდებით. აქ მან გაილაშქრა მთებში მობინადრე ყაჩაღების წინააღმდეგ და უკუაქცია ისინი. თუმც, რომში დაბრუნებულს ტრიუმფის უფლება არ მისცეს და ციცერონი მხოლოდ სამადლობელი პარაკლისის გადახდით დაკმაყოფილდა. 49 წ. კეისარსა და პომპეუსს შორის დაპირისპირებამ კულმინაციას მიაღწია. ციცერონი ყოველმხრივ ცდილობდა მათ შორის მშვიდობიანი დამიკიდებულება აღედგინა, მაგრამ უშედეგოდ. იულიუს კეისარი მდ. რუბიკონი გადალახა, რითაც სამოქალაქო ომი დაიწყო. ბოლოს ციცერონმა, თავისი რესპუბლიკური შეხედულებებიდან გამომდინარე, ისევ პომპეუსის მხარე დაიჭირა და მის ჯარს გაჰყვა საბერძნეთში. ფარსალოსთან ბრძოლაში ციცერონს მონაწილეობა არ მიუღია, ხოლო როცა პომპეუსი გაიქცა, მას დარჩენილი ჯარისა და ფლოტის ხელმძღვანელობა დაავალეს, ციცერონმა უარი განაცხადა, რის გამოც იგი კინაღამ მოკლეს. ციცერონი ბუნებით სულაც არ იყო ჯარისკაცი, მას ომი სძულდა და ხმალს ხელში იღებდა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში. ციცერონი იტალიაში დაბრუნდა და კეისართან შეხვედრის მღელვარე მოლოდინში რამოდენიმე თვე გაატარა. მისმა თანამებრძოლმა მარკუს პორციუს კატონმა კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ციცერონმა პირად ცხოვრებაშიც ბევრი მწუხარება განიცადა: ცოლმა ქონების დიდი ნაწილი გაფლანგა, რაც საბოლოოდ განქორწინებამდე მივიდა. უდროოდ გარდაეცვალა საყვარელი ქალიშვილი ტულია (ძვ. წ. 45), რამაც მასზე შემაძრწუნებელი გავლენა მოახდინა. ბოლოს, დიდი მოლოდინის შემდეგ შედგა ციცერონის შეხვედრა მსოფლიოს უძლიერეს ადამიანთან - რომის ერთპიროვნულ მმართველთან - გაიუს იულიუს კეისართან. კეისარი პირადად ესტუმრა ციცერონს პუტეოლში, სადაც მას საუცხოო აგარაკი ჰქონდა. შემდგომში, ციცერონი თავის მეგობარ ატიკუსს მისწერს: "ჩვენ, მე და კეისარს, პოლიტიკაზე სიტყვაც კი არ დაგვიძრავს, სამაგიეროდ ბევრი ვისაუბრეთ ლიტერატურაზე"... (Ad Atticum). კეისარმა ციცერონი შეიწყალა. ამის შემდეგ იგი ტუსკულუმში დაბრუნდა, სადაც ლიტერატორულ-მეცნიერული მუშაობა განაგრძო. როცა კეისრის წინააღმდეგ რესპუბლიკელებმა შეთქმულება დაიწყეს რომში, ციცერონს არაფერი არ აცნობეს. პლუტარქეს სიტყვით შეთქმულები მას არ ენდნენ მერყევი ხასიათის გამო. თუმს, კეისრის მკვლელობის შემდეგ ციცერონმა კვლავ აქტიური მოღვაწეობა დაიწყო სახელმწიფო ცხოვრებაში და სათავეშო ჩაუდგა სენატორთა პარტიას. ციცერონს იმედი გაუჩნდა, რომ დიქტატორის მოკვლის შემდეგ კვლავ აღდგებოდა თავისუფალი რესპუბლიკა (Republica Libera). კეისრის შემდეგ რესპუბლიკის უმთავრეს მტრად ციცერონი მარკუს ანტონიუსს თვლიდა. მან, დემოსთენეს მიბაძვით ანტონიუსის საწინააღმდეგოდ 14 სიტყვა ე.წ. "ფილიპიკები" წარმოთქვა სენატში. ამ პერიოდში ციცერონი დაუახლოვდა კეისრის დისშვილს ოქტავიანეს (მომავალში იმპერატორ ავგუსტუსს). ციცერონი ოქტავიანეს გამოყენებას აპირებდა ანტონიუსთან ბრძოლაში. თუმც, პლუტარქეს სიტყვებით ციცერონი დიდებისკენ სწრაფვამ დააახლოვა ოქტავიანესთან. ოქტავიანემ კი თავის სასარგებლოდ გამოიყენა მასთან ურთიერთობა. საბოლოოდ, ანტონიუსი და ოქტავიანე გაერთიანდნენ და ერთად დაიწყეს ბრძოლა კეისრის მტრების - სენატის და რესპუბლიკელთა წინააღმდეგ. 43 წ. შეიქმნა მეორე ტრიუმვირატი. ტრიუმვირებმა კორნელიუს სულას მიბაძეს და მოწინააღმდეგეთა გასანადგურებლად და მათი ქონების დასაუფლებლად პროსკრიბციების (შავი სიების) გამოქვეყნება დაიწყეს. ანტონიუსის დაჟინებული მოთხოვნით ციცერონი პირველი შეიტანეს სიაში. ოქტავიანე ერთხანს ყოყმანობდა, მაგრამ მერე იძულებული გახდა დაეთმო ანტონიუსისთვის. ციცერონმა მოასწრო გაქცევა, მაგრამ იგი ღალატით ჩაუვარდა ხელში მტრებს. ძვ. წ. 43, 7 დეკემბერს ციცერონი ვერაგულად იქნა მოკლული. დაიღუპა მისი ძმა კვინტუსიც. სისხლიან პროსკრიბციებს ასობით სხვა ადამიანის სიცოცხლეც შეეწირა. ანტონიუსის ბრძანებით ციცერონს თავი და მარჯვენა ხელი მოჰკვეთეს, რითაც იგი თავის ცნობილ ფილიპიკებს წერდა. ციცერონის წამებული ნაშთები სენატში, საორატორო ტრიბუნაზე გამოფინეს. ეს შემაძრწუნებელი სანახაობა იყო რომაელთათვის. ასე დაასრულა მშფოთვარე და წინააღმდეგობებით აღსავსე სიცოცხლე უდიდესმა რომაელმა მოაზროვნემ, ორატორმა და კულტურულმა მოღვაწემ მარკუს ტულიუს ციცერონმა. ციცერონი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა ცივილიზაციის ისტორიაში. ციცერონის ნაშრომები ფასდაუდებელი წყაროებია რომის სახელმწიფოს ისტორიის მკვლევართათვის. ციცერონის ნაშრომები და სასამართლო პროცესები (ქრონოლოგიურად) Pro P. Quinctio (ძვ. წ. 81) (ორიგინალი ლათინურ ენაზე)Pro Sex. Roscio Amerino (ძვ. წ. 80)Pro Q. Roscio ComoedoDivinatio In CaeciliumIn Verrem, Actio l (ძვ. წ. 69) (ორიგინალი ლათინურ ენაზე)In Verrem, Actio llPro A. CaecinaPro M. FonteioPro M. TullioPro CluentioPro Lege Manilia (ძვ. წ. 66)In Catilinam I (ძვ. წ. 63)In Catilinam IIIn Catilinam IIIIn Catilinam IVPro MurenaPro C. Rabirio PerduellionisDe Lege AgrariaPro ArchiaPro SullaPro FlaccoDe Domo SuaPost Reditum Ad QuiritesPost Reditum Ad Senatum (ძვ. წ. 57)Pro BalboPro CaelioPro SestioIn VatiniumDe Haruspicum ResponsisDe Provinciis ConsularibusDe Oratore (ძვ. წ. 55)In PisonemPro PlancioPro C. Rabirio PostumoPro MiloneDe Republica (ძვ. წ. 51)De LegibusBrutus (ძვ. წ. 46)Commentariolum PetitionisDe Optimo Genere OratorumOratorParadoxa StoicorumPro LigarioPro MarcelloAcademicaDe FinibusDe Natura DeorumDisputationes TusculanaePro Rege DeiotaroTopicaDe SenectuteDe Amicitia (ძვ. წ. 44)De DivinationeDe OfficiisPhilippicae (ძვ. წ. 44-43) ეპისტოლეები Ad AtticumAd FamiliaresAd QuintumAd Brutum სტატია რუსულ ენაზე: Марк Туллий Цицерон (3 января 106 до нашей эры, Арпинум - 7 декабря 43 до нашей эры, Формиа) Древнеримский политик и философ, блестящий оратор. А также учитель и кумир Аврелия Августина - основателя августинизма. Детство и молодость Цицерона Цицерон (ближе к латинскому произношению - Кикеро) говорил, что у него две родины: на первом месте Римское государство, которому каждый гражданин должен посвятить всего себя, но не менее дорога ему и та местность, где он родился - городок Арпин (ныне Арпино). Город Арпин был отбит римлянами у самнитов в 305 году до нашей эры, в 303 году его жителям было даровано частичное право гражданства. В 188 году до нашей эры Арпин и два других муниципия получают право голосования дополнительно к праву гражданства. Плутарх предполагал, что первый в роду получил прозвище «кикеро», так как форма его носа (широкого и приплюснутого напоминала горошину. Род, принадлежавший к всадникам, происходил из Арпина. Некоторые биографы даже пытались связать его с царём вольсков. Известно, что дед Цицерона выступал в своем муниципии против замены открытого голосования подачей табличек, которую предложил его шурин Марк Гратидий. Он говаривал, что из его современников величайший негодяй - тот, кто лучше всех знает по-гречески. Отец Цицерона, по словам оратора, был слаб здоровьем и провёл жизнь в литературных занятиях, он же отстроил усадьбу близ Арпина. Отца в своих сочинениях Цицерон упоминает редко, мать по имени не называет ни разу. Согласно Плутарху, её звали Гельвия. Цицерон считал недостойным философа отмечать дни рождения. Упомянул он этот день лишь однажды, да и то оплакивая его. Гражданин Римской республики Марк Туллий Цицерон, сын Марка, внук Марка, родился в третий день до январских нон в консульство Квинта Сервилия Цепиона и Гая Атилия Серрана (648 год от основания Города, или 3 января 106 года до нашей эры) в усадьбе своего деда около речки Фибрен неподалёку от городка Арпин. Плутарх пишет, что мать произвела его на свет легко и без страданий, а кормилице явился призрак, возвестивший, что она выкормит великое благо для римлян. Цицерон ни о чем подобном не упоминает. Начальное образование Марк получил в Арпине. Цицерон вспоминал, как выучил наизусть законы XII таблиц. Враги позднее упрекали его, что он вырос в «деревне». Родственник Цицерона (муж его тёти), всадник Гай Акулеон, пользовался уважением оратора Луция Лициния Красса. Цицерон называет Акулеона человеком тонкого ума, хорошо знающим гражданское право. Его сын, двоюродный брат Цицерона, унаследовал от отца знание гражданского права. Цицерон упоминает, как его дядю Акулеона защищал Красс против Гратидиана (97 год). В детстве Цицерон и его брат бывали в Риме, где посещали дом Красса. Дом отца Цицерона в Риме находился на западной стороны Эсквилинского холма, в городском квартале Карины. Плутарх отмечает, что мальчик хорошо учился, что принесло ему славу среди товарищей. Уже в детстве он свободно овладел греческим языком, что позволяло учиться у греческих преподавателей. Когда грамматик Плоций Галл впервые ввел преподавание красноречия и на латинском языке, юный Марк собрался учиться у него риторике. Но латинская школа была закрыта по эдикту цензоров 92 года Красса и Домиция, что позднее Цицерон одобрял. Некоторые процессы второй половины 90-х годов Цицерон описывает настолько ярко, что заставляет исследователей предполагать, что он мальчиком сам на них присутствовал. Тем не менее Цицерон прямо об этом не говорит, и мог получить о них сведения несколькими годами спустя. К ним относятся: Дело Планка, где Цицерон отметил юмор Красса. Речь Красса в защиту Цепиона (95 год), которую Цицерон называл своей наставницей с детства. Дело Курия (93 год), где Квинт Сцевола и Красс исходили первый - из буквы закона, а второй - из духа. Последняя речь Красса (91 год). Цицерон вспоминал, как после его смерти вместе с братом Квинтом он зашел в пустую курию, где ранее выступал Красс, и ему казалось, что он еще слышит его голос. Позднее Цицерон в речах неоднократно называет имена Красса и Антония рядом как самых известных ораторов своего времени. Цицерон надел мужскую тогу в апреле 91 или 90 года. Он постоянно присутствовал на сходках и судебных заседаниях. Там он познакомился со многими сверстниками, включая Тита Помпония, который всю жизнь оставался его лучшим другом. Среди его товарищей был и Гай Марий младший. Также он посещал дом Луция Элия, оратора и знатока словесности и римской древности, и присутствовал при сочинении им речей. Цицерон вспоминал, что уже в юности книги и наставления многих людей убедили его в необходимости стремиться к славе и почестям и ради этого презирать все опасности. Тогда же получил выражение его интерес к поэзии. Он написал небольшую поэму «Главк Понтийский», перевёл с греческого поэму Арата «Явления», а затем взялся за эпос о своем земляке, известном полководце Марии (от двух последних произведений сохранились небольшие отрывки, см. Поэзия Цицерона). Во время союзнической (марсийской) войны юноша служил в войске Суллы. В 89 году Цицерон был свидетелем знамения при жертвоприношении, которое предшествовало победе Суллы под Нолой, а также встречи консула Гнея Помпея с военачальником марсов Веттием Скатоном. В армии он пробыл недолго, не больше года, и вернулся в Рим. Цицерон с юности усердно занимался, собираясь стать оратором. Он упражнялся в декламациях по латыни и по гречески с Марком Пизоном, Квинтом Помпеем и другими знакомыми. Риторику он изучал у Аполлония Молона с Родоса, чьи лекции слушал в Риме в 87 и 81 годах. Тогда же Цицерон взялся за написание большого латинского руководства по риторике, но завершил только две книги, излагавшие учение о нахождении (см. О нахождении (Цицерон)). Гражданское право он изучал у Квинта Муция Сцеволы Авгура начиная с 89 года. Когда в 87 году Сцевола Авгур умер, Цицерон продолжил изучение права у другого известного юриста Квинта Муция Сцеволы Понтифика вместе с Титом Помпонием. Сцевола Понтифик был не только знатоком права, но и любил рассуждать о честности и доверии. Тем временем, когда в 87 году Марий и Цинна заняли город, в Риме начала литься кровь граждан. Знаменитый оратор Марк Антоний был убит по приказу Мария, его отрубленная голова была выставлена на рострах форума. Первым философом, с которым познакомился Цицерон, был эпикуреец Федр, учение которого юноша сначала высоко ценил, но несколько позже, познакомившись с другими системами, перестал ценить как философа, оставаясь лично к нему расположенным. На Помпония Федр и его философия произвела бо́льшее впечатление. Академик Филон из Лариссы прибыл в Рим в 88 году, и Цицерон «целиком вверился ему, движимый необыкновенной любовью к философии». Позже Цицерон причислял себя именно к платоникам. Со стоиком Диодотом он упражнялся в диалектике и под его руководством изучал «все науки», в частности, занимался астрономией. Цицерон очень любил театр, особенно восторгаясь игрой актёра Росция. В своих сочинениях он неоднократно цитирует римских драматургов. Он был знаком со старым трагическим поэтом Акцием, а выступать перед публикой учился у комического актёра Росция и трагика Эзопа. В начале 82 года учитель Цицерона великий понтифик Муций Сцевола был убит марианцами у храма Весты. Перед этим Муций говорил ученикам, что предвидит свою смерть, но предпочитает её приходу с оружием под стены отечества. Об «участи Муция» оратор размышлял в своих письмах 49 года. Что делал Цицерон в 82 году, точно неизвестно, хотя он упоминает, что поддержал сторону Суллы. Вероятно, ужасы и кровопролития гражданской войны произвели сильное впечатление на него. Сам Цицерон говорил, что в молодости решил быть только защитником, а не обвинителем. В те времена, когда многие делали себе состояния на проскрипциях, Цицерон заявлял: «велик в глазах моих тот, кто достиг вершин собственной доблестью, а не взобрался туда по бедам и горестям ближнего». В 81 году Цицерон, обладая уже некоторым опытом, стал впервые браться за гражданские дела и уже несколько раз выступал в суде, но участвовать в первом относительно заметном процессе его уговорил его друг Росций. В этом гражданском деле Цицерон защищал Квинкция, шурина Росция, которому грозило бесчестье за неуплату долга. Цицерон рядом убедительных аргументов обосновал позицию своего клиента, хотя его оппонентом выступал известный оратор Гортензий. В 80 году молодой оратор взял на себя защиту Секста Росция, ложно обвиненного в отцеубийстве, когда другие ораторы, боясь того, что обвинителей поддерживал влиятельный вольноотпущенник Суллы Хрисогон, не решились выступить в суде. Росций был оправдан, а смелое выступление положило начало известности Цицерона. Он часто выступал на форуме, тщательно готовя свои речи. Известно, что одна из ранних речей Цицерона была произнесена в защиту гражданских прав некоей арретинки в суде децемвиров и также могла рассматриваться как вызов политике Суллы. Цицерон сам говорил позднее, что был худ и слаб желудком, и для поправки здоровья поехал в Грецию, куда ранее отправился его друг Помпоний. Плутарх же считает, что упоминание о слабости здоровья было лишь поводом, на деле же Цицерон страшился гнева Суллы, который не простил ему защиту Росция. Это мнение обычно принимают и современные биографы. Беглые упоминания самого Цицерона не позволяют с точностью установить весь его маршрут, хотя больше всего времени он провёл в Афинах и на Родосе. В частности, Цицерон вспоминал, что, когда он приехал вместе с Пизоном в Метапонт, то посетил дом Пифагора. В Пелопоннесе он видел стариков-коринфян, некогда ставших рабами после разрушения их города, но больше его взволновал вид разрушенных стен самого города Коринфа. Цицерон посетил и Спарту, где наблюдал за воспитанием лакедемонских юношей и за тем, как безжалостно они дерутся друг с другом. Плутарх утверждает, что Цицерон даже обращался к Дельфийскому оракулу. Впрочем, сам Цицерон упоминает этот оракул в прошедшем времени. В Афинах Цицерон шесть месяцев слушал лекции платоника Антиоха Аскалонского, который читал лекции в Птолемеевом гимнасии, вместе со своими друзьями Титом Помпонием Аттиком и Марком Пизоном, младшим братом Квинтом и двоюродным братом Луцием. Позднее Цицерон изобразил афинский кружок в пятой книге своего диалога «О пределах блага и зла». Оратор отмечал, что к его времени афинские граждане были безразличны к наукам, а ими занимались только чужеземцы. Хотя Цицерон позднее вспоминал, что в гимнасии охотнее слушают диск, чем философа, но сам он внимательно следил за речами Антиоха, которого называл самым тонким и проницательным из философов и позднее посвятил разногласиям между Антиохом и Филоном диалог «Учение академиков». Кроме того, по совету Филона, рекомендовавшего изучать и противоположную школу для лучшего её опровержения, он слушал и «корифея эпикурейцев» Зенона Сидонского, который жаловался на непонимание современниками учения Эпикура и бранил стоиков и академиков. Параллельно с лекциями по философии он упражнялся в риторике у Деметрия Сира. После Афин Цицерон объехал Малую Азию, посещая знаменитых ораторов (Цицерон выделяет Мениппа Стратоникейского, а также называет Дионисия Магнета, Эсхила Книдского, Ксенокла Адрамиттийского), после чего отправился на Родос. Из достопримечательностей Родоса Цицерону запомнилась картина с изображением Иалиса. На Родосе Цицерон уже в третий и последний раз обучался риторике у Аполлония Молона, а также слушал лекции Посидония. Цицерон вспоминал, что Молон умел как указывать недостатки, так и умерять расплывчатое словообилие ученика и «вводить его в берега». Плутарх рассказывает, что когда однажды Цицерон произнес греческую речь, присутствующие восхваляли его, и лишь Аполлоний был опечален и сказал: Тебя, Цицерон, я хвалю и твоим искусством восхищаюсь, но мне больно за Грецию, когда я вижу, как единичные наши преимущества и последняя гордость - образованность и красноречие - по твоей вине тоже уходят к римлянам. Посидоний был крупнейшим философом и историком своего времени, чью систему обозначают как «стоический платонизм». Он показывал ученику изготовленный им небесный глобус (другой небесный глобус, изготовленный Архимедом, Цицерон ранее видел в Риме). Позднее Цицерон считал его не только своим учителем, но и другом, хотя и нередко возражал ему. За время пребывания в Греции он поправил здоровье, туберкулёзный процесс был остановлен. Его голос, «приобретя отделанность, стал приятным для слуха, мощным и, главное, соразмерным телесному его сложению». Когда умер бывший диктатор Сулла, друзья советовали Цицерону вернуться. Антиох поддержал намерение посвятить себя государственным делам. Приехав в Рим в 77 году, Цицерон продолжил занятия греческими и латинскими декламациями, за что нередко подвергался насмешкам со стороны римлян, которые презрительно называли его «гречишкой» и «учёным». К этому времени относится женитьба Цицерона на Теренции, девушке из известного римского плебейского рода. В приданое за ней он получил 480 тыс. сестерциев. Писем того времени не сохранилось, так что неизвестно, какие чувства он питал к жене. С. Л. Утченко считает, что союз был заключен по трезвому расчёту, Т. А. Бобровникова же убеждена, что Цицерон был пылко влюблен. Вскоре (5 августа, вероятно, 76 года) родилась дочь, которую отец нежно называл Туллиолой. Он возобновил активные выступления в суде и в 76 году принял участие в ряде заметных процессов, в ораторском мастерстве ориентируясь на Гортензия. Из речей этого времени сохранилась лишь произнесенная по гражданскому делу в защиту актёра Росция, где Цицерон восхваляет театр. Когда он искал первой должности, друзья советовали сменить неблагозвучное имя (когномен), но оратор отказался и заявил, что имя Цицерон еще будет звучать громче, чем какие-то Скавр или Катул. Цицерон был избран квестором на 75 год, так началась его политическая карьера. Начало политической деятельности В 75 году до нашей эры Цицерон был избран квестором и получил назначение на Сицилию, где руководил вывозом зерна в период нехватки хлеба в Риме. Своей справедливостью и честностью он заслужил уважение сицилийцев, однако в Риме его успехи были практически не замечены. Плутарх следующим образом описывает его возвращение в столицу: В Кампании ему встретился один видный римлянин, которого он считал своим другом, и Цицерон, в уверенности, что Рим полон славою его имени и деяний, спросил, как судят граждане об его поступках. «Погоди-ка, Цицерон, а где же ты был в последнее время?» - услыхал он в ответ, и сразу же совершенно пал духом, ибо понял, что молва о нём потерялась в городе, словно канула в безбрежное море, так ничего и не прибавив к прежней его известности. Более широкую известность Цицерон приобрел после дела Верреса, бывшего наместника Сицилии. В 70 году, подавая против Верреса иск о вымогательстве, сицилийцы обратились к Цицерону за помощью, помня о его ораторских талантах. Преторы, подкупленные Верресом, так затянули разбирательство, что не оставили Цицерону времени для произнесения обвинительной речи до начала праздников, однако он настолько умело представил судьям доказательства и показания свидетелей, обвинявших наместника во взяточничестве, вымогательствах, прямом грабеже и убийствах сицилийцев и даже римских граждан, что его выступление решило дело, и Веррес был вынужден отправиться в изгнание. В 69 году до нашей эры Цицерон избирается курульным эдилом, а в 66 году до нашей эры - претором. Заговор Катилины В 63 году до нашей эры Цицерон был избран на должность консула, будучи первым за предыдущие 30 лет «новым человеком», достигшим этого поста. Его избранию способствовало то, что его соперник, Катилина, открыто говорил о своей готовности к революционным преобразованиям в случае получения должности консула. Это сильно обеспокоило римлян, и предпочтение было в итоге отдано Цицерону. После поражения на выборах, Катилина начал готовить заговор с целью захвата власти, который Цицерону удалось раскрыть. Четырьмя сенатскими речами против Катилины, считающимися образцами ораторского искусства, Цицерон вынудил Катилину бежать из Рима в Этрурию. В последовавшем заседании Сената, которым он руководил, было решено арестовать и казнить без суда тех заговорщиков, которые остались в Риме, так как они представляли собой слишком большую угрозу государству, и обычные в таких случаях меры - домашний арест или ссылка - были бы недостаточно эффективны. Юлий Цезарь, присутствовавший на заседании, выступал против казни, однако Катон своей речью, не только обличавшей вину заговорщиков, но также перечислявшей подозрения, падавшие на самого Цезаря, убедил сенаторов в необходимости смертного приговора. В этот период слава и влияние Цицерона достигли своего пика, восхваляя его решительные действия, Катон назвал его «отцом отечества». Однако, в это же время, Плутарх пишет: многие прониклись к нему неприязнью и даже ненавистью - не за какой-нибудь дурной поступок, но лишь потому, что он без конца восхвалял самого себя. Ни сенату, ни народу, ни судьям не удавалось собраться и разойтись, не выслушав ещё раз старой песни про Катилину... он наводнил похвальбами свои книги и сочинения, а его речи, всегда такие благозвучные и чарующие, сделались мукою для слушателей. Изгнание В 60 году до нашей эры Юлий Цезарь, Помпей и Красс объединили ресурсы с целью захвата власти, образовав Первый Триумвират. Признавая таланты и популярность Цицерона, они сделали несколько попыток привлечь его на свою сторону. Цицерон, поколебавшись, отказался, предпочтя остаться верным сенату и идеалам Республики. Однако это оставило его открытым для нападок оппонентов, в числе которых был трибун Клодий, невзлюбивший Цицерона с тех пор, как оратор дал против него показания на судебном процессе. Клодий добивался принятия закона, осуждавшего Цицерона на изгнание, как человека, казнившего римских граждан без суда и следствия. Цицерон обратился за поддержкой к Помпею и другим влиятельным лицам, однако не получил её, кроме того, он подвергся физическим преследованиям со стороны приверженцев Клодия. В апреле 58 года до нашей эры он был вынужден уйти в добровольное изгнание. В его отсутствие закон был принят, его имущество конфисковано, а дома сожжены. В сентябре 57 года до нашей эры Помпей занял более жесткую позицию по отношению к Клодию (причиной тому послужили нападки трибуна). Помпей прогнал его с форума и добился возвращения Цицерона из ссылки. В 51 году до нашей эры он был назначен по жребию наместником Киликии, где успешно правил, пресек мятеж каппадокийцев, не прибегая к оружию, а также нанёс поражение разбойничьим племенам Амана, за что получил титул «императора». Вернувшись в Рим, Цицерон застал усугубившееся после смерти Красса противостояние между Цезарем и Помпеем. В ходе гражданской войны Цицерон после долгих колебаний принял сторону Помпея, однако понимал, что на данном этапе вопрос уже не в том, будет ли Рим республикой или империей, а в том, кто - Цезарь или Помпей - будет императором, и считал оба варианта плачевными для государства. После битвы при Фарсале (48 год до нашей эры) Цицерон отказался от предложенного ему командования войском Помпея, и после стычки с Помпеем Младшим и другими военачальниками, обвинявшими его в предательстве, перебрался в Брундизий. Там он встретился с Цезарем и был им прощен. Во время правления Цезаря он ушёл с политической сцены Рима, так и не сумев примириться с диктаторством, и занялся сочинением и переводом философских трактатов. Оппозиция Марку Антонию и смерть После убийства Цезаря в 44 году до нашей эры Цицерон вернулся к политике, решив, что со смертью диктатора республика может быть восстановлена. В борьбе за власть между Марком Антонием и молодым Октавианом, наследником Цезаря, он принял сторону последнего, считая, что сможет манипулировать юношей и с его помощью добиться власти. С целью ослабления позиции Антония, он произнес 14 направленных против него речей, которые он назвал «филиппиками» по аналогии с речами Демосфена, в которых он обличал Филиппа Македонского. Однако, когда Октавиан, благодаря поддержке, оказанной ему Цицероном, пришёл к власти, он заключил союз с Антонием и Лепидом, образовав Второй Триумвират. Антоний добился того, чтобы имя Цицерона вошло в проскрипционные списки «врагов народа», которые триумвиры обнародовали немедленно после образования союза. Цицерон был убит при попытке к бегству 7 декабря 43 года до нашей эры. Когда Цицерон заметил догоняющих его убийц, он приказал рабам, несущим его: «Поставьте тут же паланкин», а потом, высунув голову из-за занавеси, подставил шею под нож убийцы. Его отрубленные голова и правая рука были доставлены Антонию и затем помещены на ораторской трибуне форума. Речи Марк Туллий Цицерон опубликовал более сотни речей, политических и судебных, из которых полностью или в значительных фрагментах сохранились 58. До нас дошли также 19 трактатов по риторике, политике и философии, по которым учились ораторскому искусству поколения юристов. Также сохранились более 800 писем Цицерона, содержащих множество биографических сведений и массу ценной информации о римском обществе конца периода республики. Трактаты Его философские трактаты, не содержащие новых идей, ценны тем, что излагают, подробно и без искажений, учения ведущих философских школ его времени: стоиков, академиков и эпикурейцев. Работы Цицерона оказали сильное влияние на религиозных мыслителей, в частности, Св. Августина, представителей возрождения и гуманизма (Петрарку, Эразма Роттердамского, Боккаччо), французских просветителей (Дидро, Вольтера, Руссо, Монтескье) и многих других. http://s51.radikal.ru/i134/0905/6b/525328329bfa.jpg http://s57.radikal.ru/i156/0905/46/87ad364d9851.jpg http://s44.radikal.ru/i106/0905/5b/36d90111e8c8.jpg http://s45.radikal.ru/i108/0905/e4/fed337fc4eca.jpg http://s44.radikal.ru/i105/0905/e3/fdb1a1041f0a.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
jurisgertin Posted January 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2011 (edited) რეკლამა Edited January 19, 2011 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.