planetanews Posted December 26, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2021 უბისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის შესასვლელი დღეს დილით მრევლმა აჭედა და საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ მონასტერს განარიდონ მეუფე მელქისედეკის მიერ მივლენილი, მათივე განცხადებით საეჭვო რეპუტაციის სასულიერო პირები. აქციის მონაწილე მრევლის ინფორმაციით, სამი კვირის წინ მეუფე მელქისედეკმა ნაჩქარევად აკურთხა ორი ბერი და უბისის ეკლესიაში მიავლინა. ადგილობრივების თქმით, ამ სასულიერო პირების საეჭვო რეპუტაციის გამო ეკლესიიდან წავიდა არქიმანდრიტი მაკარი გოცაძე. აქციის მონაწილეები საპატრიარქოს კომისიის ჩართულობას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ ვიდრე ახალი ბერები მონასტერს არ დატოვებენ, უბისას ეკლესიაში წირვა არ ჩატარდება. წყარო; "TV პირველი" palitratv.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts