პლანეტა.გე Posted December 24, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2021 BASSIANI-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის ნაჯა ორაშვილი ამბობს, რომ მისი დაპატიმრებაც რომ მოუწიოთ, კლუბს არ დაალუქინებს. ამ წუთებში თბილისში შრომის ინსპექცია ღამის კლუბებს ლუქავს.ორაშვილის თქმით, ხელისუფლების მიზანი ამ თავისუფალი სივრცეების განადგურებაა.“თუნდაც თავისუფლების აღკვეთად დამიჯდეს, ამ სივრცეს არ დავალუქინებ. იმიტომ, რომ სახელმწიფო არის ან მზრუნველი ან მას სხვა გეგმები და მიზნები აქვს. ჩვენ 6 თვე ვიმუშავეთ გამოსავალზე, ცოდნაზე და გამოცდილებაზე დაფუძნებულ სტანდარტზე, რომელსაც უნდა უზრუნველყო დახურულ სივრცეებში ვირუსის გავრცელების რისკის მინიმუმამდე დაყვანა. მათ ამაზე უარი გვითხრეს. შესაბამისად მიზანი არის ამ თავისუფალი და უსაფრთხო სივრცეების ფიზიკური განადგურება, ჩვენი დაშინება.პირადად მე 400-გვერდიანი სახელმძღვანელო დოკუმენტი მაქვს გაკეთებული, ორი კვლევა გვაქვს შემუშავებული. ძალიან კარგად გვესმის ეპიდემიოლოგიური სიტუაციების სიმწვავე, მისი ტრაგიკული შედეგები, მაგრამ პირველებმა დავხურეთ ამ მოტივით. 22 თვე ველოდებოდით, ვეძებდით გამოსავალს და ვიპოვეთ ეს გამოსავალი. ეს უწყებები უნდა დათანხმებოდნენ ამ გამოცდილებას. 6 თვე ველაპარაკეთ, შედეგი არის – შანტაჟი, დაშინება, განადგურება”, – განაცხადა ნაჯა ორაშვილმა ფორმულასთან საუბრისას.ცნობისთვის, მრავალთვიანი მოლაპარაკებების მიუხედავად, კლუბების გახსნის გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ კვლავ არ მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ თავად ხელისუფლების ორგანიზებით, საახალწლოდ მრავალი საახალწლო კონცერტი და ღონისძიება ტარდება. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts