პლანეტა.გე Posted December 23, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 23, 2021 “გამოვალთ წინადადებებით, როგორ მიიქციოს საქართველომ საერთაშორისო ყურადღება”- ამის შესახებ, პარტია “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. მისი თქმით, ისინი წამოიწყებენ პროცესს, რომელიც საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს უსაფრთხოების საკითხებოიოს წამოწევასა და გააქტიურებას შეეხება.“ჩვენ ”დროა” წამოვიწყებთ პროცესს საერთო საზოგადოებრივი და პოლიტიკური, საერთაშორისო მიმართვის, სადაც კიდევ ერთხელ მყარად გავუსვამთ ხაზს, რომ NATO და, ზოგადად, ევროპული არჩევანი არის ჩვენი მყარი არჩევანი და ვერავინ ამ არჩევანს ვერ შეცვლის. მეორე, ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინა არის საერთაშორისო დღის წესრიგის აქტიური ნაწილი მაშინ, როცა, მაგალითად, ჩვენი მოქალაქეების გატაცება საოკუპაციო ხაზიდან გამქრალია საერთაშორისო დღის წესრიგიდან. ჩვენ მოვითხოვთ მთავრობისგან, მთავრობის მიღმაც გამოვალთ კონკრეტული წინადადებებით, რა შეიძლება საქართველომ გააკეთოს უკრაინასთან ერთად, რომ საქართველოს უსაფრთხოების საკითხები, როგორ შეიძლება გახდეს საერთაშორისო ყურადღების ცენტრალური ნაწილი იმისთვის, რომ საქართველო ამ დაპირისპირებაში იყო უზრუნველყოფილი დასავლეთის მხარდაჭერით.სამწუხაროდ, ქართული ოცნების პირობებში არანაირი ილუზია არ გვაქვს იმისა, რომ ქართული ოცნება რაიმე სახის კონსოლიდაციას დასავლეთის თემაზე მოახდენს სახელმწიფოში. ამიტომაც ჩვენ წამოვიწყებთ პროცესს, რომელიც ოპოზიციის აქტიურობით მსოფლიოს გააგონებს საქართველოს საზოგადოების ხმას ამ სასიცოცხლო ინტერესების გარშემო”, – განაცხადა ხოშტარიამ. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts