პლანეტა.გე Posted December 21, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 21, 2021 ფრაქცია ლელოს წევრი, სალომე სამადაშვილი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. მისი თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს უსამართლო თამაშის წესებსა და შიდაპოლიტიკურ კრიზისზე.“უმთავრესი გამოწვევა ქვეყანაში არის როგორც პოლიტიზებული მართლმსაჯულება, ასევე პოლიტიკური თამაშის წესები, რომელიც საზოგადოების დიდ ნაწილში ტოვებს განცდას, რომ არის უსამართლო და ჩვენ დავკარგეთ შანსი, რომ სამართლიანი წესებით შევიდეთ პოლიტიკურ პროცესში. ცხადია, ამაზეც გქონდა საუბარი.ასევე, ვისაუბრეთ იმაზე, თუ რამხელა ზიანს იღებს ჩვენი ქვეყანა მუდმივი შიდაპოლიტიკური კრიზისის ფონზე. მათ შორის, ჩვენი დღის წესრიგი დასავლეთთან ურთიერთობაში და საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესი, რაც უკავშირდება ქვეყნის კეთილდღეობის შექმნას”,– ამბობს სამადაშვილი შეხვედრის დასრულების შემდეგ.მისივე შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი ზუსტად ესმის, რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა.“მას აქვს გულწრფელი სურვილი, შეიქმნას პროცესი, რომელიც ქვეყანას დაეხმარება. რამდენად წარმატებული იქნება ეს პროცესი, ეს დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის ყველა მოთამაშეზე, ქართული ოცნების ჩათვლით, რომელმაც პოლიტიკური ნება უნდა გამოავლინოს, რომ ჩვენ რაღაც შედეგი მივიღოთ”,– აღნიშნა სამადაშვილმა.დღეს პრეზიდენტი ასევე შეხვდა ანა დოლიძეს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts