Jump to content
Planeta.Ge

newsreport.ge/ ახალი შეზღუდვები ომიკრონის გამო: დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ჩაიშალა


Recommended Posts

ჯანმოს მონაცემებით კოვიდის ახალი ვარიანტი, ომიკრონი უკვე მსოფლიოს 89 ქვეყანაში გამოვლინდა. ამ ქვეყნების უმრავლესობაში დაინფიცირების მაჩვენებელი ყოველ დღენახევარში ორმაგდება. აშშ–ს ეპიდემიოლოგები შიშობენ, რომ ახალი დაინფიცირებულებისათვის შესაძლოა რეანიმაციებში ადგილი აღარ აღმოჩნდეს, თუ ამერიკელები საშობაო გეგმებს არ გადახედავენ.

აშშ-300x169.jpg

აშშ–ს მთავარი ეპიდემიოლოგი და ამერიკს მთავრობის მრჩეველი, ენტონი ფაუჩი გვაფრთხილებს, რომ საშობაოდ ამერიკელების სტუმრიანობა და დროსტარება ომიკრონის გავრცელების ახალი ტალღის საფუძველი გახდება, მათ შორის სრულად ვაქცინირებულ ამერიკელებს შორისაც.

აშშ–ში წლიური ავიაფრენების დიდი ნაწილი სწორედ საშობაო და საახალწლო პერიოდებზე მოდის.

ფაუჩი აღნიშნავს, რომ ომიკრონის შტამი მაღალი გადამდებობით გამოირჩევა და ხელისუფლებას მოუწოდებს ყურადღება მიაქციოს ევროპაში მიღებულ შემზღუდავ ზომებს.

ფაუჩი ამბობს, რომ აშშ–ს ჯანდაცვის სისტემა კვლავ საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მისი თქმით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებები აშშ–ს ბევრ საავადმყოფოში ისედაც გადავსებულია სხვადასხვა სერიოზული დაავადებების მქონე პაციენტებით. კორონავირუსით დაინფიცირებულების დიდი ტალღა კი კვლავ გამოიწვევს ადგილების და პერსონალის უკმარისობის უმძიმეს ვითარებას, რაც ამერიკამ წარსულში უკვე გადაიტანა.

ბრიტანეთის ხელისუფლება დამატებითი შეზღუდვების შესაძლებლობას განიხილავს.

ამ ქვეყანაში ომიკრონთან დაკავშირებით ევროპაში ყველაზე უარესი ვითარებაა. ბოლო დღეღამის განმავლობაში ქვეყანაში თითქმის 83 ათასი ახალი დაინფიცირებული გამოვლინდა. მსგავსი სადღეღამისო მაჩვენებელი უკვე რამდენიმე დღეა ნარჩუნდება. ქვეყანაში კვლავ შემოიღეს ნიღბების სავალდებულო ტარება მაღაზიებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სოციალური დისტანციის დაცვა. თუმცა, მედიკოსები თვლიან, რომ ეს საკმარისი არ არის და ხელისუფლებას უფრო მკაცრი ქმედებებისკენ მოუწოდებენ.

ბრიტანეთის მთავრობის სამეცნიერო მრჩევლები მთავარ ამოცანად დღიური ჰოსპიტალიზაციის ზრდის შეჩერებას თვლიან. მათი გათვლებით, თუ დაინფიცირებულთა მაჩვენებელი არ შემცირდა, ჯანდაცვის სისტემას კოლაფსი ემუქრება.

268155987_235555562039198_6666366295727390023_n-300x170.pngსამეცნიერო საბჭომ დაითვალა, რომ ამ დინამიკით ბრიტანეთში გარდაცვლილთა რაოდენობა დღეში 600 ადამიანს მიაღწევს.

ვიცე პრემიერმა, დომინიკ რააბმა ორშაბათს განაცხადა, რომ აქტიური ვაქციანციის ფონზე ახალი ლოკდაუნის პერსპექტივა ქვეყანაში საშობაო პერიოდში ნაკლებად არის, თუმცა ასეთი ალბათობის სრულად გამორიცხვა არ შეიძლება.

ამასობაში ევროპის ზოგიერთი ქვეყანა ბრიტანეთთან კონტაქტებს ამცირებს. საფრანგეთმა უკვე რამდენიმე დღის წინ აკრძალა ბრიტანიდან საფრანგეთში შესვლა მათთვის, ვისაც საამისოდ საპატიო მიზეზი არ აქვს. გერმანიამ კი სრულად აკრძალა ქვეყანაში ბრიტანელების შესვლა. გერმანიის მოქალაქეებს ბრიტანეთიდან სახლში დაბრუნება შეუძლიათ, თუმცა უარყოფითი პისიარ ტესტი და ორკვირიანი კარანტინი სავალდებულოა სრულად ვაქცინირებულებისთვისაც კი.

გერმანიის ხელისუფლებამ  გადაწყვიტა ახალი ლოკდაუქნი არ შემოიღოს , მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირების ახალი, მეხუთე ტალღა გარდაუვალია.

269710509_283800137057276_8244720870761406044_n-300x169.gifორშაბათს შვეიცარიამ დავოსის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის გაუქმების შესახებ განაცხადა. ფორუმი ტრადიციულად იანვრის ბოლოს იმართება. შვეიცარიის ხელისუფლების მიერ შემოღებულ შეზღუდვებს შორის არის სახლიდან მუშაობის ვალდებულება იმ ბიზნესებისა და სამსახურებისთვის, ვისთვისაც ასეთი ფორმატი შესაძლებელია. ბარებში, რესტორნებში, სპორტდარბაზებში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში შესვლა მხოლოდ კოვიდპასპორტით არის შესაძლებელი.

სადღესასწაულო პერიოდებში ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვას აწესებს ავსტრია.  ჰოლანდიაში კი კვირას მკაცრი ლოკდაუნი დაიწყო, რომელიც ომიკრონის სწრაფ გავრცელებას მოჰყვა. ის მინიმუმ 14 იანვრამდე გაგრძელდება, თუმცა შეიძლება ამის შემდეგაც გაგრძელდეს. დაიკეტა ყველა მაღაზია გარდა პირველადი მოხმარების პროდუქტის მაღაზიებისა, ასევე ბარები, სპორტდარბაზები, საპარიკმახეროები და სილამაზის სალონები.

djedj-from-Pixabay-1920-300x200.jpgდანიაში საშობაო პერიოდისთვის დაიხურება კინოთეატრები და სხვა საზოგადოებრივი ადგილები, რომლებიც პირველადი საჭიროების მომსახურებებს არ ეწევა.

ირლანდიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ომიკრონის შტამი ქვეყანაში უკვე დომინანტია. ამ ეტაპზე ხელისუფლებამ გადაწყვიტა ქვეყანაში ბარების და რესტორნების სამუშაო საათები შეზღუდოს და მათ 20:00 საათამდე მუშაობის უფლება მისცეს.

ბოლო მონაცემებით მსოფლიოში პანდემიის დაწყების დღიდან 275 მილიონი დაინფიცირებული გამოვლინდა. გარდაიცვალა 5.3 მილიონზე მეტი ადამიანი.

 

newsreport.ge/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...