Jump to content
Planeta.Ge

newsreport.ge/ წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ მე არ მჯერა ამ პროცესის – ჯაფარიძე შერიგებაზე


Recommended Posts

“ზუსტად იგივენაიარად უნდა შეხედოთ ქართულ ოცნებასა და ივანიშვილს, როგორც რუსეთს. ერთადერთი, რაც შეიძლება გააკეთო, არის ის, რომ გაძლიერდა, რადგან ძალა არის ერთადერთი, რასაც ისინი პატივს სცემენ. გზა არის, რომ უკან დაახევინო და წაართვა ყველა ის ძალაუფლების წერტილი, რომელიც მათ ხელშია – გაათავისუფლო სასამართლო, პროკურატურა და ა.შ. პოლიტიკური წნეხიგან. გასაკეთებელია ის, რომ ჩვენ გავძლიერდეთ, მე ფოკუსირებული ვარ, რომ გირჩი – მეტი თავისუფლება გაძლიერდეს რაც შეიძლება მეტად, რომ შევძლოთ ძალის უფრო მეტად დემონსტრირება და წართმევა იმის, რასაც არ გვაძლევენ, რადგან არ გვჯერა რომ კეთილი მიზნებიდან გამომდინარე ისინი რამეს დათმობენ. არ დაუთმიათ, არ აპირებენ, სხვა ინტერესების ხალხია – მათი ერთადერთი ინტერესია, რაც შეიძლება დიდხანს გააგრძელონ ჭამა და ძალაუფლებით ტკბობა.

ოთხჯერ გადაგდების შემდეგ ისევ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომის შინაარს ვერ ვხედავ, როცა შენ ჯერ მოძლიერებული არ ხარ და ისევ იგივე ძალა გაქვს, რაც მანამდე გქონდა. არსებობენ პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ფიქრობენ, რომ აქედან შეიძლება რაღაც გამოდნეს. არავის არაფერს ვერჩი, წარმატებას ვუსურვებ, თუ რამე კარგს გააკეთებენ და კარგ შეთანხმებას მიაღწევენ რომელიც ამ ქვეყანას გამოადგება, მხოლოდ და მხოლოდ გამიხარდება, უბრალოდ მე არ მჯერა ამ პროცესის, გამომდინარე იქიდან, რომ მესმის, რა არის მეორე მხარის ბუნება”

განაცხადა “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ შერიგების პროცესის შესახებ TV პირველის ეთერში.

 

newsreport.ge/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...